სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სტუდენტი

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, ინდოელი სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. 

23 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა მტკვარში იპოვეს.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს, დვანიტ რაჯდიპის 14 მაისის შემდეგ ეძებდნენ. 

ახალგაზრდის დაკარგვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სასწავლებელმაც.

ბიჭი ბოლოს 14 მაისს, კავკასიის მედიცინის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.