ეროვნული ბანკი სესხებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1780065080
გორში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ადგილზე თათბირით გადაწყვიტა და ექვსივე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული პოლიციელების წინასასამართლო განხილვა 24 ივლისს ჩაინიშნა.
პროკურატურამ 28 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით 6 პოლიციელი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით.
დაკავებულები არიან:
ვლადიმერ გოდერძიშვილი დაბადებული 2004 წელს;ვანიკო მისირელი, დაბადებული 2002 წელს;გიორგი ზაკო წკრიალაშვილი დაბადებული 1995 წელსალექსი ბადალოვი დაბადებული 1990 წელსბესო მალაციძე დაბადებული 1992 წელსსაბა წაველიძე დაბადებული 2006 წელს.