ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება

ჯანდაცვა

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.

ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა სამინისტროსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ბათუმში მიმდინარე მასშტაბური პროექტი მძლავრიპირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება.ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს გადაუდებელისამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაცსამედიცინო პერსონალისთვის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობასგააუმჯობესებს.პროექტის მიმდინარეობას ადგილზე, ასევე, გაეცნენ საქართველოს სამედიცინოჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა დასამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.