აშშ-მა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ირანული კრიპტოვალუტის კონფისკაცია მოახდინა

სკოტ ბესენტი

აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განაცხადებით, ვაშინგტონმა ირანული კრიპტოვალუტის აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოახდინა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ბესენტის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ფარგლებში მიიღეს.

ირანული მედიის ცნობით, თეირანი მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის დაწყებამდე გაყინული ირანული სახსრებიდან 12 მილიარდი დოლარის გათავისუფლებას ითხოვს.

Sky News-ის ინფორმაციით, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ორივე მხარე ერთმანეთს ბრალდებებს უყენებს, თუმცა უშედეგოდ.