რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
ჩვენ ქვეყანაში სამღვდელოების 80% კვდება მშიერი. მე ვიცი რომ ამას ყველა ვერ გაახმოვანებს. ყველას არ ჰყავს 100 000- დოლარიანი ჯიპები! ხალხნო, ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ, - ამის შესახებ პეტრე კოლხმა განაცხადა.
„არ მაინტერესებს არცერთი პოლიტიკური სპექტრი. არ მინდა ჩემს ქვეყანაში რეალური ადამიანები რეალურად კვდებოდნენ რეალური შიმშილით. ეს არის ხელისუფლების ბრალი. მარტო შვილებს და ჩემს ოჯახს არა, მარტო ჩემს შვილებს და ათასობით ოჯახს ახალი წლის მერე შუქი ჩაუჭრეს იმიტომ, რომ კომუნალური ვერ გადავიხადეთ.
ჯერ სულიერი ჩუქი ჩაგვიქრეს, ოცნება მოგვიკლეს - ხელისუფლებამ მოგვიკლა. არ გაბედოს და ვუღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო. მე ვიბრძვი სიმართლისთვის და არავის მხარე არ მაინტერესებს…
ჩვენ ქვეყანაში სამღვდელოების 80% კვდება მშიერი. მე ვიცი რომ ამას ყველა ვერ გაახმოვანებს. ყველას არ ჰყავს 100 000- დოლარიანი ჯიპები! ხალხნო, ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ. მე ვიცნობ სასულიერო პირის ოჯახებს, რომლებიც მხოლოდ ჯვრის წერის შემოსავალზე, ნათლობაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ პანდემიამ ბოლო მოუღო ჯვრის წერას. რითი იცხოვროს იმ მღვდლის ოჯახმა ვისაც 12 შვილი ჰყავს?
ბევრი სასულიერო პირი ამას ვერ ამბობს, ბევრი არ იტყვის იმიტომ რომ, აი რისი ეშინიას გამო… მაბარებენ, მამაო ჩემი სახელითაც ისაუბრე, აბსოლუტურად გეთანხმები მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისევ ჩირგვებში დაიმალებიან.
მე არ მაინტერესებს რისი ეშინიათ. ქრისტიანობა არის ადამიანთა მსახურება. ადამიანთა მსახურებიდან იწყება ღვთის მსახურება. თუ ადამიანებს კარი მიუხურე და მშიერი ადამიანი ვერ დააპურე, რაში მჭირდება მაშინ ან ასეთი მღვდლობა ან ასეთი ღვთისმსახურობა.
რაში მჭირდება მღვდლობა თუ ჩემი მღვდლობის გამო, მე ვერ ვიმუშავე საჯარო სამსახურში და ჩემი ოჯახი ვერ ვარჩინე. მე არავის ვეუბნები ჩემი ოჯახი მირჩინოს. მე იმის პირობები ხომ უნდა მქონდეს ჩემს ქვეყანაში მინიმუმ იმის დონეზე, რომ ჩემი ოჯახი არ იყო გაჭირების მიღმა და კომუნალურების გამო იყინებოდეს ამ ზამთარს. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ 2022 წელს, მშიერ ბავშვებზე, გაყინულ ბავშვებზე,“ - განაცხადა პეტრე კოლხმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.