პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სასამართლომ ემბერ ჰერდს 7 პუნქტისგან შემდგარი სააპელაციო საჩივარი არ დაუკმაყოფილა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ნაფიცმა მსაჯულებმა წინასწარ შემოწმება გაიარეს. სასამართლოს აზრით მსაჯულებმა პირნათლად შეასრულეს ყველა ინსტრუქცია და სასამართლოს მითითება. მსაჯულებმა კომპეტენტური გადაწყვეტილება მიიღეს",– ამბობს მოსამართლე პენი აზკარატე.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჰერდის ადვოკატებმა სასამართლოში ოფიციალური სარჩელი შეიტანეს. მსახიობი ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ ვერდიქტს არ ეთანხმებოდა.
ჰერდი და მისი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსაჯულებმა არ მიაქციეს ყურადღება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე მათზე იმოქმედა საზოგადოებაში ჩამოყალიბებულმა მცდარმა აზრმა დეპის უდანაშაულობის შესახებ.
ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.