„ძალიან რთული პერიოდი მქონდა, საკუთარ თავში ჩავიკეტე" - უაინონა რაიდერმა ჯონი დეპთან განშორების შემდგომი პერიოდი გაიხსენა

რაიდერი/დეპი

უაინონა რაიდერმა გამოცემა Harper’s Bazaar-ის ივლისის გარეკანი დაამშვენა და ჯონი დეპთან განშორების შემდგომ პერიოდზე ისაუბრა. ინფორმაციას NYPOST ავრცელებს. 

50 წლის მსახიობმა აღნიშნა, რომ ჯონი დეპთან დაშორების შემდეგ ის თავს ცუდად გრძნობდა და მდგომარეობიდან გამოსვლას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა.  მან საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობა თავის კინო-გმირს შეადარა ფილმიდან „შეწყვეტილი ცხოვრება“.

„ძალიან რთული პერიოდი მქონდა, ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავში, სიძულვილის ეტაპის გადალახვაში მიშელ პფაიფერი დამეხმარა. ის სულ მეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს გაივლიდა, თუმცა არ ვუჯერებდი",- იხსენებს ის. 

აღსანიშნავია, რომ ემბერ ჰერდთან სასამართლო დავის დროს უაინონამ გვერდში დაუდგა ჯონი დეპს და მის სასარგებლოდ ისაუბრა. 

„ძალიან მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ჯონი მოძალადედ გამოჰყავდათ. ძალადობა შორსაა იმ ჯონი დეპისგან, რომელსაც მე ვიცნობ და რომელიც მიყვარდა. ის ჩემ მიმართ ყოველთვის თბილი იყო და ჩემზე არასდროს უძალადია, უხეშადაც კი არასდროს მომქცევია",- განაცხადა რაიდერმა. 

ცნობისთვის, დეპი და რაიდერი ერთმანეთს  1993 წელს დაშორდნენ.