ემბერ ჰერდს მემუარების დაწერისთვის რამდენიმე მილიონს გადაუხდიან

ჯონი დეპი

ემბერ ჰერდი ჯონი დეპთან ურთიერთობის შესახებ წიგნს დაწერს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მსახიობმა გამომცემლობასთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც  დეპსა და  ჰერდს შორის  სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა, ემბერს ყოფილი ქმრისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. 

 ჰერდის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი ვერ შეძლებს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდას.