"მინდა ორკესტრის გაკეთება ადამიანების გარეშე. დალაგებული აურზაურია" - რას გეგმავს რობი კუხინიაძე

robi

რობი კუხიანიძე ახალ მუსიკალურ კომპოზიციაზე მუშაობს. როგორც პანკ-როკის მიმდევარი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს არის უწყვეტი 45 წუთიანი კომპოზიცია, რომელშიც ინსტრუმენტები მუსიკოსების გარეშე დაუკრავს.

რობი კუხიანიძე: 57  წლის ვარ და სულ ერთნაირად ვარ. ასეც ხდება. ახლა 45-წუთიან ნონსტოპ მუსიკალურ კომპოზიციას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ფართო მასებისთვის. ბევრი მონაწილე იქნება. უფრო სწორად, ინსტრუმენტი იქნება ბევრი, ანუ მინდა ორკესტრის გაკეთება ადამიანების გარეშე. ასეც კეთდება. მთელი ამბავიც ის არის, რა და როგორ იქნება. კომპოზიცია მზადაა, განხორციელება უნდა. ნელ-ნელა ვაკეთებ, სიჩქარე არ მიყვარს. 

ამ 45-წუთიან უწყვეტ მუსიკალურ ამბავს "გაკვეთილი" დავარქვი. გაკვეთილი ხომ 45 წუთიანია. ამ ერთ გაკვეთილში უამრავ ერთმანეთზე შეუფერებელ ინსტრუმენტებს ვატევ. მოკლედ, დალაგებული აურზაურია... ვნახოთ. ჯერ შესაფერისი მომენტი არ არის. ხომ ხედავთ, რა რეალობაში ვართ?!