პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის წინ იუთუბარხზე დაიდო რუსული გადაცემა "Простые Истории!", სადაც მოთხრობილია თუ როგორ დაბლოკა რუსული ესტრადის პრიმადონამ, ალა პუგაჩოვამ ქართველი ამომავალი ვარსკვლავი - ნუცა შანშიაშვილი.
აი, რას ჰყვებიან გადაცემაში.
"არაერთხელ გვსმენია იმის შესახებ, რომ პრიმადონას იმ ნიჭიერი შემოქმედებისთვის გამოჰქონდა განაჩენი, ვისაც, წესით, წარმატებული კარიერა უნდა მოეწყოთ. ალა ბორისოვნას თვალსაწიერში აღმოჩნდა ახალგაზრდა ნიჭიერი ნუცა შანშიაშვილიც, რომელზედაც ხმები დაირხა, რომ არბატზე ჯაზის მოსასმენად სწორედ მის საღამოებს ესწრებოდნენ. მოსკოვის კლუბები ნუცას იწვევდნენ, მისი საღამოებით კი, არა მხოლოდ ჯაზის თაყვანისმცემლები, არამედ პროფესიონალი მუსიკოსები და შემსრულებლები ტკბებოდნენ.
ერთხელაც, როდესაც ნუცა თავდავიწყებით მღეროდა, კარი გაიღო და კლუბში ალა ბორისოვნა შევიდა. ის თავის მხლებლებთან ერთად მაგიდას მიუჯდა და იმ ქალის მოსმენა დაიწყო, ვისი ქებითაც ყურებს უჭედდნენ. დაუფარავი ცნობისმოყვარეობით უსმინა, ყურადღებით ათვალიერა და საღამოს დასასრულს მასთან მივიდა.
ბევრი საქებარი და თბილი სიტყვა უთხრა და სტუმრად მიიწვია. პრიმადონას სახლში ნუცამ კონცერტი გააგრძელა და ალას გარემოცვის აპლოდისმენტების ზღვაში გაეხვია."
ამ სიუჟეტში ავტორი ჰყვება, რომ ნუცამ პუგაჩოვასთან სახლში მოულოდნელად შეასრულა ალას სიმღერა "აისბერგი", რამაც პრიმადონა დაძაბა. ნუცა კი ფეისბუქზე წერს.
"ჩემი იდეა არ იყო მემღერა "აისბერგი", ის თვითონ პრიმადონამ მომცა. მისი საიუბილეო კონცერტისათვის დამაძალა, იმღერეო. ყველა მომღერალი ასრულებდა, მის სხვადასხვა სიმღერას, ეგეთი შოუ დაიდგა! და მერე, წინა დღეს მომხსნა კონცერტიდან! ალბათ, არ მოეწონა, მაგის უფლება აქვს ალას..." - წერს ნუცა.
"Простые Истории" კი ამბავს ასე ჰყვება:
"ნუცამ ალას რეპერტუარიდან მოულოდნელად შეასრულა სიმღერა "აისბერგი". ყველას ახსოვს, რა საოცრად ასრულებდა სიმღერას თავად ალა. მსმენელს თვალზე ცრემლი მოადგა. თუმცა აპლოდისმენტები არ ყოფილა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ყველამ თავი ალასკენ მიაბრუნა. მძიმედ ჩამოწოლილი პაუზის შემდეგ, ალა წამოდგა, მივიდა დაბნეულ ნუცასთან და უთხრა:
"შენ საოცრად იმღერა, ჩემზე უკეთ, ამ სიმღერას გჩუქნი. მას ამიერიდან აღარ შევასრულებ. მაგრამ შენ აღარასოდეს აღარსად აღარ იმღერებ."
პრიმადონამ სიტყვა შეასრულა. კლუბებმა მოულოდნელად და უხეშად გაწყვიტეს ნუცასთან თანამშრომლობა. ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლისთვის ეს მხოლოდ დარტყმა არ იყო, ეს პირდაპირ კარიერის დასასრული იყო. წლების შემდეგ ნუცას ვკითხე, იყო თუ არა ნაწყენი ალაზე. არა, რას ამბობ, რა წყენა. თავად ალამ იმდენი გადაიტანა, რომ მან მოიპოვა იმის უფლება, ტალანტები აღმოაცენოს და პირიქითო.
ფაქტია, ნუცა რუსული ესტრადის ბორტს მიღმა აღმოჩნდა. თუმცა მისი ბედი უკრაინელმა რეჟისორმა რომან ვიკტიუკმა და ოპერის მომღერალმა ელენა ობრაზცოვამ შეცვალეს.
დღეს ის ჯაზის უბადლო და წარმატებული შემსრულებელია. ცხოვრობს ნიუ-იორკში. სურვილისამებრ სტუმრობს მშობლიურ ქალაქს, თბილისს, უჩუმრად ატარებს კონცერტებს მოსკოვშიც."
იუთუბარხის გადაცემას ნუცა საკუთარი ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება.
ნუცა შანშიაშვილი: მაშინ დავეცავი, 28 წლის წინ, როდესაც მიწასთან მასწორებდნენ რუსეთის შოუ ბიზნესში, მაგრამ მაინც ვერაფერი გამოუვიდათ. ღმერთმა უკრაინელი გენიოსი რეჟისორი გამომიგზავნა - რომან ვიკტიუკი და ოპერის დივა - ელენა ობრაზცოვა. მე გავჭერი მაინც ჩემი, პიროვნების დამოუკიდებელი გზა ხელოვნებაში და მსოფლიო მასშტაბით!!!დღეს კი ყველა ცივილიზებული ადამიანი უჭერს მხარს ალა პუგაჩოვას და წინააღმდეგია ომის და სიკვდილის!გწამდეთ და გქონდეთ სუფთა გული და გაიმარჯვებთ ყოველთვის!