სერგეი ლავროვი: ამერიკელებმა განაცხადეს, რომ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებამდე უკრაინელებსა და ევროპელებს შეხვდებოდნენ...არ ვფიქრობ, მუშაობის ასეთი სტილი პერსპექტიული იყოს

სერგეი ლავროვი

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ამერიკელების მიერ არჩეული მუშაობის სტილი არაპერსპექტიული იქნება.

"ამერიკელებმა განაცხადეს, რომ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებამდე უკრაინელებსა და ევროპელებს შეხვდებოდნენ. ალბათ სურთ, მათი ოპტიმისტური განწყობითა და გრძელვადიანი მშვიდობის სურვილით დაიმუხტონ. არ ვფიქრობ, რომ მუშაობის ასეთი სტილი პერსპექტიული იყოს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

გამოცემა The Telegraph-ი მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრების შეცვლაზე ვაშინგტონის შეთავაზება უარყო.

მანამდე The Economist-ი იუწყებოდა, რომ ამერიკული მხარე ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების ფორმალურ კორექტირებას განიხილავდა - ამ სქემით, უკრაინას დამატებითი ტერიტორიების დათმობა არ მოუწევდა, მოსკოვი კი რეგიონების სრულად დაკავების შესახებ გამოაცხადებდა.

უკრაინული წყაროს მტკიცებით, მხარეებს შორის ტერიტორიული დათმობის საკითხი არ განხილულა და კიევი ოკუპაციას არც დე ფაქტო და არც დე იურე არ აღიარებს.

✕