„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო. სტაჟიორობის კანდიდატები საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან გასაუბრებას გადიან.
სტაჟიორთა კონკურსი 2026 წლის ივნისში გამოცხადდა. სულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 1120 კანდიდატი დარეგისტრირდა. საიდანაც კონკურსის მეორე ეტაპზე - ტესტირება სპეციალობაში 1008 კანდიდატი გადავიდა.
კონკურსის მეორე ეტაპისა და ინტელექტის საკვლევი ტესტის (IQ) გავლის შემდეგ, კონკურსის მესამე ეტაპზე- გასაუბრებაში მონაწილეობას 133 კანდიდატი იღებს.
საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები, ორთვიანი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით სტაჟიორებად დაინიშნებიან.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია და სტაჟიორების ხელფასი 1390 ლარს შეადგენს.
სტაჟირების სისტემის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები - კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.