ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
"ზურასადმი მიძღვნილი სიმღერის ჩაწერა არ გამოგვდის. გვიჭირს... ადვილი არ არის. ველოდებით სიმღერას..." , - ამბობს "პრაიმტაიმთან" "ქართული ხმების" სოლისტი, კახა გრიგალაშვილი და გარდაცვლილ მეგობარზე დიდი გულისტკივილით გვიყვება.
ცოტა ხნის წინ, ონში ძმები ბაკურაძეების ვარსკვლავი გაიხსნა. ანსამბლის წევრებს კიდევ სხვადასხვა გეგმა აქვთ ზურა ბაკურაძის სახელის უკვდავსაყოფად. მომღერლის ქალიშვილი, ანნა ბაკურაძე მალე დათო არჩვაძის სიმღერას ჩაწერს, რომლის ტექსტი თავად ზურას ეკუთვნის. მეგობრისთვის სიმღერის მიძღვნას ლილიკო ნემსაძეც გეგმავს.
ბიჭები კი მღერიან, ყელში ბურთგაჩხერილები, მაგრამ ზურას სიყვარულით და მისთვის...
კახა გრიგალაშვილი: - ზურას გარეშე მაგრად გვიჭირს, მაგრამ მაინც ვარსებობთ. სიმღერა სულის მკურნალია, კი, მაგრამ ზურას გარეშე მაგრად მიჭირს სიმღერა. მაგრამ ვფიქრობ, სანამ ცოცხალი ვარ უნდა ვიმღერო.
ვაღიარებ, მაგრად მიმძიმს. არც ძველებურად მიხარია ბევრი რამ...
ვერ ვწერთ ჯერ ზურასთვის მიძღვნილ სიმღერას. უცებ ადგე და ზურაზე იმღერო, მარტივი არ არის. დროც უნდა გავიდეს. ჩვენ ისედაც ზურასთვის და მისი სიყვარულისთვის, ჯიგრისთვის ვმღერით. თუ ვინმე კარგ სიმღერას დაწერს, ვიმღერებთ.
მისი ვარსკვლავი არის ზურას სწორედ ის დამოკიდებულება ქართული სიმღერის მიმართ, რაც მას ჰქონდა. სიგიჟემდე იყო შეყვარებული ქართულ ჰანგებზე. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქართულად ემღერა და ქართული საქმე ეკეთებინა.
მისი სახელი რომ უკვდავყოთ, კიდევ ბევრ რამეს ვგეგმავთ და გავაკეთებთ.
ზურა ჩვენს გვერდითაა. მე მხოლოდ მაგ რწმენით ვარსებობ.
შეგახსენებთ: "ქართული ხმების" სოლისტი, 42 წლის ზურა ბაკურაძე შარშან, 23 ივნისს, რაჭაში ტრაგიკულად გარდაიცვალა...