მარტინ სკორსეზემ „იესოს ცხოვრების“ სცენარზე მუშაობა დაასრულა

მარტინ სკორსეზე

მარტინ სკორსეზემ თავისი ახალი ფილმის „იესოს ცხოვრების“ სცენარზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათის ქრონომეტრაჟი 80 წუთს შეადგენს, მოვლენები კი ჩვენს დროში განვითარდება. სურათი ქრისტეს სწავლების ძირითადი პრინციპების კვლევაზე მოგვითხრობს.

სიუჟეტს საფუძვლად სიუსაკუ ენდოს ამავე სახელწოდების რომანი უდევს. მანამდე სკორსეზე მწერლის კიდევ ერთ ნამუშევრის „სიჩუმის“ ეკრანიზაციაზე მუშაობდა.