როგორი იქნება 2025 წლის ზაფხული - მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1739308550
კანიე უესტი კვლავ ყურადღების ცენტრშია. რეპერმა
სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის თავის მეუღლეზე, ბიანკა ცენსორზე საუბრობს.
"დიახ, მე ვდომინირებ ჩემს მეუღლეზე. ეს არ არის ფემინისტური ნაგავი! ის მილიარდერთანაა, რატომ უნდა გისმინოთ მან თქვენ, სულელ, ღატაკებს? ჩემი მეუღლის "ლუქი" წითელ ხალიჩაზე მისი იდეა იყო. მე მისთვის არაფერი დამიძალებია, თუმცა, ცხადია ის ამ გადაწყვეტილებას ჩემი თანხმობის გარეშე ვერ მიიღებდა. ყველა ქალი იოცნებებდა ისეთ მამაც და უკომპლექსო მამაკაცზე, როგორიც მე ვარ. მამაკაცზე, რომელიც მისი თვითგამოხატვის სურვილს მხარს უჭერს",- ამბობს რეპერი.
შეგახსენებთ, რომ ბიანკა ცენსორი გრემის რიგით 67-ე დაჯილდოების ცერემონიაზე სრულიად შიშველი მივიდა.