1739335535
ირაკლი კობახიძე: სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყნებს შორის დავიკავოთ ადგილი
![ირაკლი კობახიძე ირაკლი კობახიძე](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/12/111893/irakli-kobakhidze_w_h.jpeg)
სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც მსოფლიო ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
პრემიერის თქმით, კორუფციის უფრო მეტად შემცირება არის ხელისუფლების ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა.
„რაც შეეხება კორუფციის მეტად შემცირებას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რაზეც არაერთხელ მისაუბრია, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში. არა მარტო მისაუბრია, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გასული წლის თებერვლიდან დღემდე. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, კონკრეტული ზომები იქნა მიღებული, რათა შემცირებულიყო ქვეყანაში კორუფციის დონე და კორუფციასთან დაკავშირებული რისკები. შესაბამისად, სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც მსოფლიო ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. სადაც არის პოლიტიკური ნება, იქ შედეგი არის მიღწევადი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.