„ალბათ, არჩევანს თურქეთზე გავაკეთებთ, ახლოს არის“ - რას გეგმავენ მაკა და რატი

makarati

დუეტი "ჯორჯია" განახლდა. უკვე რა ხანია მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი კონცერტებში დუეტის სახით მონაწილეობენ.

"ახლა მამას ორი ახალი სიმღერა უნდა ჩავწეროთ - "მუხამბაზი" და "წკაპი წკუპი". მამა მორის ფოცხიშვილთან აქტიურად თანამშრომლობდა და კვლავ აგრძელებს მის შემოქმედებაზე სიმღერების წერას" - ეუბნება რატი "პრაიმტაიმს".

თავისი სურვილი გაგვანდო ვაჟა დურგლიშვილმაც, რომელსაც მაკას და რატის დუეტი უყვარს და უნდა, რომ "ჯორჯიას" კონცერტი ჩატარდეს. როგორც რატი ამბობს, სურვილი მალე აუხდება.

რატი დურგლიშვილი: წინასწარ დაანონსება არ მინდა, თუმცა ვემზადებით კონცერტისთვის. ერთი საჩვენებელი საღამოს ჩატარებაზე ვფიქრობთ. 

ჩვენი დუეტი 2007 წელს, სადღაც დეკემბერში შეიქმნა და გვსურს "ჯორჯიას" კონცერტიც, რომ დაახლოებით ამ პერიოდს დაემთხვეს. 

თითქმის ყველა კვირაში კონცერტები გვაქვს, რახან ამ თვის ბოლოს შედარებით თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, დასასვენებლად ვგეგმავთ წასვლას, ან თურქეთში, ან ევროპაში. მე, მაკა მისი ოჯახით და რამდენიმე მეგობარი ერთად წავალთ დასასვენებლად. ალბათ, არჩევანს თურქეთზე გავაკეთებთ, ახლოს არის.

 

ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: "ხუთი წლის შემდეგ, ახლა პირველად ვამბობ..." - რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა დათო ოქიტაშვილს გიოზე

,,თავიანთი ტკივილი, შვილის დაკარგვა, თავს არავისთვის მოუხვევიათ... სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც არ სურდათ, თუმცა..." - ლილი ზღვაური 83 წლის გახდა

„ამ უბედურებამდე ორი დღით ადრე, ყვავმა, იცით, როგორ საშინლად დამჩხავლა თავზე?!.." - იუბილარ ზუზუს დედა იგონებს