გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ვაჟა დურგლიშვილი 75 წლის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გახდა. იუბილესთან დაკავშირებული შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორები კომპოზიტორის ვაჟი, რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე იყვნენ.
ორი დღეა ბატონ ვაჟას ემოციები არ განელებია და როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, მსგავსი კონცერტი არ ახსოვს...
ვაჟა დურგლიშვილი: - მე რომ გამეკეთებინა, კონცერტს ასეთი რეზონანსი არ ექნებოდა. რატიმ და მაკამ რაც გააკეთეს, სასწაული იყო. ამ ხნის გავხდი, ეგეთი კონცერტი არ მახსოვს.
მაკამ და რატიმ პოპულარული სიმღერების რეპერტუარი შეიტანეს კონცერტში. ახალ სიმღერებზე უარი მითხრეს, ჯერ არ იციან და კარგად ვერ გაიჟღერებსო. ამის თაობაზე ცოტა რია-რია გვქონდა. მე მინდოდა, მათ - არა. მაინც ისე გამოვიდა, როგორც მათ სურდათ და ძალიან კარგიც იყო. ჩემი ახალი სიმღერა მხოლოდ თვითონ შეასრულეს.
ისეთი რა უნდა ვთქვა, რაც მე იქ სცენაზე განვიცადე. სცენას ორი დღე თავისი ხელით რთავდა რატი. არ ვიცოდი, თუ ასეთი ლამაზი გამოვიდოდა. პროჟექტორები რომ განათდა, მაშინ დავრწმუნდი, რომ სასწაული რამ იყო. მე ძველმოდური ვარ, ამიტომ რატის ვენდობი. ისიც არ მემორჩილება, შენიშვნებს არ ითვალისწინებს, მაგრამ მერე თვითონ თუ მოუნდება, აკეთებს. მე მაინც მგონია, სწორად იქცევა.
მოკლედ, მთელი გული ჩადო ამ კონცერტის ორგანიზებაში.
- რატიმ სახლი აიშენა და სცენას ვერ მორთავდა?
- (იცინის) ჰოო. იმ სახლს რომ ვუყურებ, ისეთი რამეები აქვს გაკეთებული, ვფიქრობ, ეს რატიმ გააკეთა-მეთქი? მაგრამ აი, მოახერხა. სახლის აშენების გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ კარგად ხატავს, აკადემია აქვს დამთავრებული. საოცარი ფანტაზიის პატრონია. მისი ჩანახატები რომ ნახოთ, გაოცდებით. და სახლიც ფურცლიდან გადმოიტანა.
მახსოვს, ერთი დეტალი გააკეთა, მეორე დღეს ვნახე, აღარ არის! აღარ მომეწონაო. რატომ ქენი ეს-მეთქი? "მამა, მე სახლს ვაშენებ ჩემთვის! ისე უნდა იყოს როგორც მინდაო". უხარია, რომ მეგობრებს მიიყვანს. კარგი თვისებაა, სურს, რომ თავის წრესთან ერთად გაატაროს დრო თავის სახლში. ძალიან საყვარელია ჩემთვისაც და ალბათ, ხალხისთვისაც.
ასე რომ, 75 წლის გავხდი სცენაზე. სულ ვიდექი, სხვანაირად არ შეიძლებოდა. მომღერლები სიმღერას რომ დაასრულებდნენ, მერე ხელი ხომ უნდა ჩამომერთვა, მადლობა მეთქვა. ვიყავი განცდებში, ცრემლებში და რა ვიცი... ბედნიერების ცრემლებიც ვღვარე, ოღონდ ჩუმად. სასწაული დღე მომიწყვეს. ძალიააან კმაყოფილი ვარ. ვერ აღგიწერთ.
მაკა ზამბახიძე საოცარი გოგო ყოფილა. რაც იყო ჩემთვის, იმაზე ათი თავით ამაღლდა. ორივემ საოცრად იმუშავეს, მინდოდა დუეტი "ჯორჯიას" კონცერტი გაეკეთებინათ. შეიძლება დაძრან ეს საქმე. კარგი იქნება.
მადლობა ყველას. გეფერებით. ვღელავ და ბედნიერი ვარ!