,,მიყვარხართ მთელი გულით... ეს ემოციები მთელი ცხოვრება გაჰყვება მამას" - რატი დურგლიშვილი

rati

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი 75 წლის გახდა. კომპოზიტორისა და ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვაჟა დურგლიშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი გაიმართა.

სპეციალურად მამისთვის ამღერდა რატი დურგლიშვილიც, რომელმაც სცენაზე მაკა ზამბახიძესთან ერთად არაერთი ჰიტი შეასრულა.

რატი დურგლიშვილი კონცერტის შემდეგ მიღებული ემოციების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ყველას, ვინც საღამოში მონაწილეობა მიიღო, მადლობას უხდის.

,,უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ბრძანდებოდით გუშინდელ საღამოზე. დიდი მადლობა ყველა არტისტს, ვინც მონაწილეობა მიიღო მთელი გულით, რათა ეს საღამო შემდგარიყო. ჩვენს ბენდს “ერთ შანსს” დიდი მადლობა შრომის გაწევისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ფილარმონიის გუნდს, ვინც დაგვეხმარა ჩვენი საღამოს წარმატებით გამართვაში. ხმის რეჟისორებს, განათების რეჟისორებს და მთელს სტაფს. კულტურის სამინისტროს, მერიას, კომპანია ბარამბოს მინდა გადავუხადო უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. მიყვარხართ მთელი გულით, ეს ემოციები მთელი ცხოვრება გაჰყვება მამას", - წერს რატი დურგლიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: მამისთვის ამღერებული რატი დურგლიშვილი და ფეხზე დამდგარი ფილარმონიის დარბაზი - ემოციური კადრები

"მამას ხასიათი რომ მქონდეს, მთებს გადავდგამდი" - რატი დურგლიშვილი მამაზე

VIDEO: „სამი დალიე“ - რატი დურგლიშვილის სახალისო ვიდეო, რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის