ია ნინიძე

კულტურა 1712320428

კინო „რუსთაველის” წინ ია ნინიძის ვარსკვლავი გაიხსნება

დავით ოქიტაშვილი თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ ესტუმრა და ბევრ სხვა თემასთან ერთად ისაუბრა იმის შესახებაც, რომ აპირებს, ცნობილ ქართველ მსახიობს, ია ნინიძეს ვარსკვლავი გაუხსნას.„ია ნინიძის ვარსკვლავი უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მაისის თვეში გაიხსნება კინო „რუსთაველის” წინ. ქალბატონი ია მართლაც არაჩვეულებრივი მსახიობია, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიყვარა პუბლიკამ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიების მოწყობას ვგეგმავთ, რომელსაც თავად ქალბატონი ია გაუწევს ორგანიზებას. თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა, რადგან უამრავი ქართველი და უცხოელი მსახიობი გეგმავს საზღვარგარეთიდან ჩამოსვლას. არასდროს დამავიწყდება სოფიკო ჭიაურელის და ია ნინიძის ურთიერთობა. სწორედ იას ჩამოყვანა მთხოვა ქალბატონმა სოფიკომ, როცა ძალიან ცუდად იყო და მართლაც საოცარი შეხვედრა ჰქონდათ.რა თქმა უნდა, შეიძლება იყო დიდი ხელოვანი, მაგრამ არ ვარგოდე ადამიანად, ია ნინიძე კი, ბრწყინვალე პიროვნებაა, რომელსაც ყველა გულწრფელად უყვარს. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვარსკვლავს ცნობილ ადამიანებს არა დათო ოქიტაშვილი, არამედ ის საზოგადოება უხსნის, რომელმაც ვარსკვლავად აქცია. ვფიქრობ, ნებისმიერი მსახიობისთვის ყველაზე დიდი ჯილდო სწორედ პუბლიკის სიყვარული და დაფასებაა“.

nutsa s star

კულტურა 1710437458

"ღმერთმა არავის გამოაცდევინოს რა არის, ოცი წელი რომ დაუსრულებელ გადაბარგებაში ხარ. 12 მარტს კი ასეთი ლამაზი დღე გამითენა ღმერთმა" - ნუცა ჯანელიძე ნაჩუქარ ბინაზე გვიამბობს

"აუ, ნუცა ჯანელიძეს ბინა აჩუქეს; რა მაგარია, ქირით აღარ იცხოვრებს" - ადამიანები, ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელში, ამ სასიხარულო ინფორმაციას უზიარებენ. თუ სხვისი სიკეთით გაბედნიერება ამგვარად შეგიძლიათ, მოსალოცად გაქვთ საქმე - შური არ გქონიათ. და ასეთია თავად ნუცა, ამიტომ სუფთა გულში დათესილი კეთილი თესლი, აღმოუცენდა. სიკეთე დაუბრუნდა...საიუბილეო საღამო "თბილისი ხომ სიმღერაა", 12 მარტს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავის გახსნითა და ამ დიდი სიურპრიზით დაგვირგვინდა. მუსიკოსმა რამდენიმე ათეული წელი მიუძღვნა ახალგაზრდა თაობების მუსიკალურ განათლებას და ქართულ საესტრადო სცენაზე, მათ შემსრულებლებად ჩამოყალიბებას, შეუწყო ხელი. მის უამრავ წარმატებულ პროექტს შორის, რაც პირველი გახსენდება - "ნუცას სკოლა" და ანსამბლ "ფორტესთან" თანამშრომლობაა. პედაგოგიურ საქმიანობას დღესაც ეწევა. უკვე აქვს საკუთარი სტუდია სახელად - "ნუცას სკოლა" და როგორც ჩვენთან ინტერვიუში ნახევრად ხუმრობით თქვა, ისევ ქართულ სიმღერას "აწვება". მუსიკოსი ბედნიერია ამ სიახლით, საკუთარი ბინით, რომელიც მეგობარმა, ბიზნესმენმა სოსო ტყემალაძემ აჩუქა. "პრაიმტაიმის" მკითხველს კი, აბსოლუტურად გულწრფელ ემოციას უზიარებს. ნუცა ჯანელიძე: ბავშვმა რომ ბინის გასაღები მომაწოდა, დავიბენი... ეს რა არის-მეთქი? გასაღებიაო, გამოცრა. ნამდვილია? აბა, დედა დაიფიცე-მეთქი, ვუთხარი. სასწაული იყო! მოულოდნელობა! ოთხივე შვილიშვილს გეფიცებით, არ ვიცოდი ეს ამბავი. სიურპრიზი იყო!ბინა რომ გამოაცხადეს, თვალზე სისველე ვიგრძენი და უცებ ხელი მოვისვი, ქალურმა მომენტმა გამიელვა, მაკიაჟი არ ჩამომეშალოს-მეთქი და ტირილისგან უცებ შევიკავე თავი! არ მინდოდა ეკრანზე მახინჯი გამოვჩენილიყავი (იცინის). მწერენ და მწერენ, მთელი დარბაზი ტიროდაო... ასეთი ლამაზი დღე გამითენა ღმერთმა!ვარსკვლავის გახსნა ძალიან მაგარი რამაა, მაგრამ ამავდროულად სანერვიულო. ხალხს რომ უყვარხარ და შენი სჯერა, კარგის მოლოდინი რომ აქვთ, არავინ არ უნდა გააწბილო. ამდენი წლის მანძილზე დათესილი სიყვარული უნდა შეინარჩუნო. ეს იოლი არ არის. ძნელია პოპულარობის შენარჩუნებაც. თუმცა საოცარია, ხალხის სიყვარული. დღეს ავტობუსში რომ ავედი, ვიღაც ქალი მოვიდა, გილოცავთ, ქალბატონო ნუცაო. მადლობა-მეთქი და ვაჩუმებდი, უხერხულობისგან. რატომ ჩუმადო, ახლა სხვებიც აჰყვნენ - გილოცავთ, მეც გილოცავთო... ასე გაიზიარეს სიხარული. მე ფეისბუქი არ მაქვს და მეუბნებიან, არ იცი, იქ რა ხდებაო. გამიხარდა. ბედნიერი ვარ.***ოცი წელია ქირით ვცხოვრობ... ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ეს რა არის. ოცი წელი რომ გადადიხარ და გადადიხარ ბინიდან ბინაში. ალაგება, ჩაბარგება, გადაბარგებაში რომ ხარ დაუსრულებლად. ყველაზე საშინელებაა ქირის გადახდის დღეს რომ ელოდები, შიში რომ გაქვს - რომ არ გადავიხადო, მორჩაო. არც ერთი წუთი არ გადამიცდენია. რა თქმა უნდა, იყო იმის შიშიც, რომ თუ არ ვიმუშავებდი, ვერ გადავიხდიდი. მე ყველას, ვინც გაჭირვების დროს ჩემს გვერდში იყო, სიმღერა მივუძღვენი და ეს ისტორიაც მოვყევი ამ კონცერტზე. იმ დღეს ტელევიზიის გვერდით, გეპეის კორპუსთან ჩამოვედი ტრანსპორტიდან. მეკეთა სათვალე, თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. სულ არ მადარდებდა, მიცნობდნენ თუ არა, უბრალოდ ნამტირალევი თვალების გამოჩენა არ მსურდა. ვურეკავ მეგობარს, სამსახური აღარ მაქვს, რამე რომ არ მიშველო, არანაირ სამსახურს არ ვითაკილებ, ქირა მაქვს გადასახდელი, მთელი ოჯახი ქუჩაში ვრჩებით-მეთქი. რვა კაცი! (მე ქირას ვიხდი, დანარჩენები სხვა გადასახადებს აგვარებდნენ.)დაწყნარდი, ქუჩაში ხარ, რაღაცას მოვიფიქრებო. საათ-ნახევარში დამირეკა, დაგირეკავენ, გაგესაუბრებიან, რაღაც გამოჩნდებაო. დავიწყე ისევ მუშაობა და უკვე "გონორზე" ვიყავი, აუფ, ფული მაქვს და იყოს ნაქირავები-მეთქი. წუწუნი არ მიყვარს. ფაქტს ვყვები. ხელფასს რომ ვიღებდი, სრულიად აუღელვებლად ვახურდავებდი და ვიხდიდი ქირას. ერთ დღეს არ ვაცილებდი... ასე გავიდა წლები... ადამიანი ვინც გამაბედნიერა, ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ბიზნესმენ სოსო ტყემალაძის ოჯახთან ვმეგობრობ. ახლა უცხოეთშია. როგორც ხდება, ვიღაცამ მიაწვდინა ხმა, ეს გოგო ამ ჩვენი ქვეყნისთვის კეთილ საქმეს აკეთებს, ქართულ სიმღერას აყვარებს თაობებს. ერთი ბინა როგორ არ უნდა ჰქონდეს, მომთაბარე ცხოვრებას რომ ეწევაო.კონცერტის მზადებისას, ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, სოსოს დავეკონტაქტე. მან პრობლემა მოაგვარა. მერე ვუთხარი, საქმე გაკეთდა და სცენიდან მადლობა უნდა გადაგიხადო-მეთქი. არ გაბედოო, მითხრა. ბოლოს, დათო ოქიტაშვილი გამოვიდა სცენაზე და პირდაპირ ბინის ჩუქების ამბავი გამოაცხადა! შოკი იყო!არ დამიჯერებთ და ნაჩუქარი სახლის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ნუცუბიძის ქუჩაზეა. წარმოდგენა არ მაქვს, ზუსტად - სად. ***კონცერტი კი ძალიან კარგი გამოვიდა და ყველა ის ადამიანი იდგა ჩემს გვერდით, ვინც ძალიან მინდოდა, რომ ამ დღეს ემღერათ.  რა გითხრათ, სხვისი სიკეთე რომ გახარებს, სამყარო შენც გასაჩუქრებსო, ამბობენ. სხვისი გამარჯვება და სიკეთე საკუთარივით უნდა გაგიხარდეს. ჭირში ყველა ერთმანეთის გვერდითაა, აი, სიხარულშია გამოსაცდელი, ვის შურს და ვის - არა. ასეა... ***ახლა ვმუშაობ "პოსტივის" დილის პროგრამაში, საბავშვო ბაღში "ნევერლენდი"; მაქვს საკუთარი სტუდია "ნუცას სკოლა". ყველამ იცის, რომ მე ქართულ სიმღერაზე ვგიჟდები. რომ მოდის ბავშვი თუ მოზარდი და ვეკითხები, რას მიმღერებ-მეთქი და პაუზას აკეთებს, ამ დროს ვეუბნები, ქართულად რას იმღერებ-მეთქი. ამ ჩვენი ნებისმიერი ჟანრის ქართულ სიმღერას, რომელსაც მსოფლიო ეთაყვანება, აგიტაცია-პროპაგანდა ესაჭიროება. ზუსტად აგიტაცია-პროპაგანდა!.. ჩემი, როგორც პედაგოგის ფუნქცია, ეროვნულ ფესვებზე მდგარი ბავშვების აღზრდაა... ყველა ენაზე იმღერონ, მაგრამ უპირველესად და უმთავრესად ქართულად.მე მსოფლიოში ქართული სიმღერების ტრიუმფების მომსწრე ვარ.  ახალ თაობებს ეს უნდა გავაგებინოთ. მათ, ვისაც ქართული სიმღერა არაფრად მიაჩნია. აი, ამაზე ვარ გაგიჟებული. მინდა ბავშვები დავაინტერესო, უი, ქართული სიმღერა რა კარგი ყოფილაო. - ნუცა, გილოცავ! რაც დათესე, მოიმკე...- ეს ნამეტანი ხმამაღალი ნათქვამია. ღმერთმა გადმომხედა. ეს არ ნიშნავს, რომ მე ბინის ჩუქების შემდეგ შრომას დავიზარებ, არა! ახლა უბრალოდ ბედნიერი ვარ! ასევე დაგაინტერესებთ: "დარაბებს მიღმა გაზაფხულიას" შემდეგ, მე მიშა აღარ მინახავს. გული მწყდება, რომ რაღაც ისე ვერ აეწყო..." - მიშა ბუკიას რეზო ჩხიკვიშვილი და ლაშა თაბუკაშვილი იხსენებენ"დამატებით, ფეხზე დასადგომი ბილეთები გაიყიდა... კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა...“- ანსამბლ „დიდგორის“ ტრიუმფი ოსლოში

გიო ხუციშვილი

faceამბები 1708685570

VIDEO: „როგორ მიყვარხარ! როგორ მენატრები და როგორ მჭირდები, გიო...“ - გიო ხუციშვილის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დღეს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა. მომღერალს 62 წელი შეუსრულდებოდა. მისი მეუღლე, მაია ჯორჯაძე აქვეყნებს ვიდეოს არქივიდან და წერს:„როგორ მიყვარხარ! როგორ მენატრები და როგორ მჭირდები, გიო, გილოცავ!..“მეგობარსა და კოლეგას დღეს შოუბიზნესის წევრები იხსენებენ.„დღეს ჩვენი გიოს აბადების დღეა. გვენატრები, კეთილო ადამიანო. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრის ამსახველი ფოტოებია მისი სახელობითი ვარსკვლავის გახსნის დროს. ასეთი ბედნიერი გიო არ მინახავს… ასე დაგვემშვიდობა და მოგვეფერა. ეს უკვე ისტორიაა, შეხვედრამდე, მეგობარო…“, წერს დათო ოქიტაშვილი.ცნობისთვის, გიო ხუციშვილი რამდენიმე წლის წინ მძიმე სენით გარდაიცვალა. 

lenuka

ტაბლოიდი 1699509607

„უბედნიერესი ვარ...“ - რას წერს ლენუკა ყიფშიძე

ზურა ყიფშიძეს, რომელიც წელს 70 წლის გახდა, ვარსკვლავს 27 ნოემბერს გაუხსნიან. თარიღის შესახებ ინფორმაციას მსახიობის შვილი, მოდელი, ლენუკა ყიფშიძე გვიზიარებს სოციალურ ქსელში და ამავე პოსტში, კულტურის პალატის პრეზიდენტს, დათო ოქიტაშვილს საჯაროდ მადლობას უხდის.„დათო ოქიტაშვილი ეს ის ადამიანია, რომელიც წლების მანძილზე ცდილობდა გულით და სულით მამას 70 წლის იუბილე და ვარსკვლავი გაეხსნა მარჯანიშვილის თეატრის წინ. უბედნიერესი ვარ, მე პირადად და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ დავითს და მის გუნდს.ასევე ნახეთეს დღე გაჩვენებთ, ვინ არის თქვენი რეალური მოწინააღმდეგე – ასტროლოგები გაფრთხილებენ რა გელით ამ დღეებში„ჩემი ცხოვრების სიყვარული…“ - თათია შარანგია მეუღლეს მიმართავს“ძვირფასო დავით…” - ალექსანდრა პაიჭაძის ემოციური მიმართვა 

სოფი

ტაბლოიდი 1698730078

სოფი და ვიკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - რა მოხდა “პრაიმ ჰაუსში”

"პრაიმ ჰაუსის" მეოთხე სეზონის მონაწილეები, სოფი და ვიკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ."რატომ მიყვირი???" - მიმართავს ვიკი სოფისნახეთ კადრებიასევე ნახეთ:"ვიტირე, ვიცინე, არ ვიცი, რა მჭირდა...“ - რას წერს დათო ოქიტაშვილირა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე “ოქროს ბურთის” დაჯილდოებიდან

ჰაჰ

საზოგადოება 1698728958

"ვიტირე, ვიცინე, არ ვიცი, რა მჭირდა...“ - რას წერს დათო ოქიტაშვილი

28 ოქტომბერს ნატო გელაშვილს, სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.„როგორც იქნა, გვეღირსა. 28ოქტომბერს „სტუმრად ნატოსთან“ – 35 წელი სცენაზე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა! ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი“, – დაწერა დათო ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში.საღამომ წარმატებით ჩაიარა, ორგანიზატორმა დათო ოქიტაშვილმა სტუმრებსა და გულშემატკივრებს საჯაროდ მადლობა გადაუხდა: „ასეთი დაბნეული მართლა არასოდეს ვყოფილვარ. ამ საღამომ წამიყვანა სადღაც, ამქვეყნიერი არ ვიყავი. ვიტირე, ვიცინე, არ ვიცი, რა მჭირდა, რა დამემართა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ამ სასწაული საღამოს რეჟისორს, ბაკურ ბაკურაძეს და მთელ მის გუნდს. მადლობა, მადლობა მაია ჯორჯაძეს, თაკო დოლაბერიძეს, ლილიკო ნემსაძეს, ყველა მონაწილეს. მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს. თბილისის მერიას, საკრებულოს, ტელეკომპანია „იმედს“. ჩემებს, კულტურის პალატას, ფატი დავითულიანს, ნინო კერესელიძეს, მარინა ვასაძეს და, რაც მთავარია, დღევანდელი დღის გმირს, ჩემს დას – ნატო გელაშვილს. ეს ყველაფერი სცენიდან უნდა მეთქვა, მაგრამ აქ არ ვიყავი, სადღაც ვიყავი, არ ვიცი, სად, მაპატიეთ." – წერს დათო ოქიტაშვილი.

ოქიტაშვილი

შემთხვევა 1695368480

„ბეისბოლის ჯოხით იყო ნაცემი, თავის ქალა იმდენად იყო დაზიანებული რომ თურქეთმა და გერმანიამ უარი თქვეს მიღებაზე“ - მოკლული ლექტორის საქმე

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ გელაშვილი ერთთვიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. ბურუსით მოცული საქმის დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.65 წლის მამაკაცი მწყემსებმა გარდაბნის ტყეში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.ის დაუნდობლად სცემეს ხელკეტებითა და ბეისბოლის ჯოხებით. საქმე დაკავებული 23 წლის ახალგაზრდა, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, კიდევ ერთი ბრალდებული კი ქვეყნიდანაა გაქცეული.„ბეისბოლის ჯოხით იყო ნაცემი, თავის ქალა იმდენად იყო დაზიანებული რომ თურქეთმა, გერმანიამ და სხვა კლინიკებმა სადაც გადაგზავნილი იყო ანამნეზი, უარი თქვეს მიღებაზე“,- ამბობს მთავარ არხთან საუბარში დათო ოქიტაშვილი.ასევე ნახეთ:ტრაგედია ოზურგეთში - "ტაქსის" მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, საჭესთან შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა„ხელ-პირის დასაბან ნიჟარაში ფეხებს იბანდნენ… ბავშვებს იქვე ასაქმებინებდნენ, საშინელ რაღაცებს აკეთებდნენ...“ - როგორ გაიარა ქართველმა მექსიკის გზა ამერიკაში მოსახვედრად

ნატო გელაშვილი

კულტურა 1695130628

ნატო გელაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

კომპოზიტორ ნატო გელაშვილს 28 ოქტომბერს სახელობით ვარსკვლავს გაუხსნიან.ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ავრცელებს.„როგორც იქნა, გვეღირსა. 28ოქტომბერს „სტუმრად ნატოსთან“ – 35 წელი სცენაზე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა! ფილარმონის დიდი საკონცერტო დარბაზი“, – წერს ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:VIDEO: „დარწმუნებული ვარ, საოცარი საღამო იქნება...  მთელი ცხოვრება რომ გვემახსოვრება!“ - ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან„ჩემი გული დაკავებულია...“ - გიორგი ნაზღაიძე შეყვარებულია„მლანძღავდნენ, იგინებოდნენ... როგორც ვიცი, ეს დაჯგუფება  თავს ესხმის ადამიანებს მეტროში...“ - რას უყვება გიორგი მასხულია „პრაიმტაიმს“

gio

კულტურა 1685387939

Exclusive: "ხუთი წლის შემდეგ, ახლა პირველად ვამბობ..." - რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა დათო ოქიტაშვილს გიოზე

გიო ხუციშვილს ხუთი წლის წინ, 29 მაისს ვარსკვლავი გაუხსნეს. ეს იყო ყველაზე სევდიანი ვარსკვლავის გახსნა; საქართველო გიოს ემშვიდობებოდა, ის კი უკანასკნელად მღეროდა. დარბაზი სულ სხვა სევდას მოეცვა. ამ გამოთხოვებით განცდა-დაგუბებულმა მსმენელმა, ბევრი ცრემლი ღვარა თუ  ყელში ბურთად აქცია. და ზუსტად ხუთი წლის თავზე გიო კულტურის პალატის თავმჯდომარემ, დათო ოქიტაშვილმა გაიხსენა და ფეისბუქზე კონცერტის ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა."ასე დაგვემშვიდობა გიო ყველას"დათომ "პრაიმტაიმის" მკითხველს აქამდე უცნობი ფაქტები მოუყვა...დათო ოქიტაშვილი: შეიძლება კარგი მომღერალი იყო, მაგრამ კარგი ადამიანი ვერა და ხალხს ასე არ უყვარდე. გიო უყვარდა ყველას, მთელ ქვეყანას.გეტყვით, რომ მისი მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, კონცერტამდე ორი დღით ადრე, სისხლი გადაუსხეს. მან თქვა, რომ ამ დროს გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც აძლიერებს ორგანიზმს. და კონცერტზე ის მოძლიერდა. მობილიზებული იყო.უბედნიერესი იყო იმ დღეს... გიომ იცოდა, რომ ცუდად იყო და მალე დაგვტოვებდა და ის ამ კონცერტით დაგვემშვიდობა. დარბაზში იყო ემოცია, რომელიც მასთან დამშვიდობებას მოიცავდა. ყველაზე საშინელება ის არის, ამ ქვეყნიდან რომ მიდიხარ და უძლურია ყველა, გადასარჩენად ვერაფერს აკეთებენ. ეს იყო ამ საღამოს ყველაზე მტკივნეული თემა. ჩვენ ვიცოდით, რომ გიოს ვემშვიდობებოდით და ის კი - ჩვენ გვემშვიდობებოდა...მე არასდროს არ დამავიწყდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომელსაც ხუთი წლის შემდეგ, ახლა თქვენთან პირველად ვამხელ. მან მითხრა, ამერიკაში გამგზავრებასა და იქაური კლინიკის ხარჯებს, მე დავფარავ, შენ მიხედე გიოსო... რასაკვირველია, გიოს ყველა მეგობარი ჩართული იყო ამ საქმეში. დავიწყეთ საბუთების გაკეთება, თუმცა კონცერტიდან რამდენიმე დღეში ის დამძიმდა. გამახსენდა მისი მკურნალი ექიმის სიტყვები, კონცერტის შემდეგ ისევ მოეშვებაო... გიო ჩაწვა და მალევე გარდაიცვალა. ვერ მოვასწარით... მადლობა ყველას - გიოს ოჯახს, ბაკურ ბაკურაძეს, გიოს მეგობრებს, ირაკლი მეძმარიაშვილს. მაშინ ირაკლი ჭანტურიაც გიოს გვერდით იყო... ყველანი ერთად ვიყავით. მადლობა ბატონ ბიძინას გვერდში დგომისთვის და ბოდიში, რომ ასე სახალხოდ ვყვები ამ ისტორიას პირველად, რომელიც ძალიან ცოტამ თუ იცის.ადამიანებს სიკეთისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამ ქვეყნიდან ვერავინ ვერაფერს წავიღებთ, ამიტომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. მე მაინც მგონია, რომ გიო საიდანღაც უნდა შემოვიდეს...მას ყველაზე დიდი ჯილდო აქვს, ხალხის სიყვარული. ეს კი აუწონავია. ასევე დაგაინტერესებთ:  "ამერიკა ადამიანებს შანსს აძლევს, სიბერეშიც იყვნენ ბედნიერნი" - მზია მაღლაკელიძე ნიუ-იორკში 87 წლის გახდა„ლაურა ბრილიანტია. ოღონდ კარგად იყოს და სიამოვნებით მოვემსახურები" - გაიცანით პროფესორი, რომელმაც ლაურა რეხვიაშვილს უფასოდ უმკურნალა"გავითიშე. გონს რომ მოვედი, ვიწექი. ვგრძნობდი, რომ მაყურებლის წინ გარდავიცვლებოდი..." - შემთხვევა, რომელმაც მაკა შალიკაშვილი შეცვალა

temur

კულტურა 1684427352

,,თავიანთი ტკივილი, შვილის დაკარგვა, თავს არავისთვის მოუხვევიათ... სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც არ სურდათ, თუმცა..." - ლილი ზღვაური 83 წლის გახდა

ლილი ზღვაური 83 წლის გახდა. მომღერალმა თემურ წიკლაურთან ერთად რამდენიმე ათეული წელი ბედნიერად გაატარა. მღეროდა ანსამბლ "ივერიაში." გასტროლით შემოიარეს მსოფლიო. ცხოვრების თანამგზავრი კი კოვიდმა ორი წლის წინ წაართვა. თუმცა მანამდე, გაცილებით ადრე, ვაჟი დაკარგა და ცხოვრება ამ განუზომლად დიდი ტკივილით გამოიარა...აი, როგორ იხსენებდა "პრაიმტაიმთან" იმ დროს მომღერლის ქალიშვილი, ქეთი წიკლაური.ქეთი წიკლაური: – მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… რაც დრო გავიდა და ტრაგედიები და ჭირისუფლების რეაქციები ვნახე, დავრწმუნდი, რაოდენ საპატივცემულონი არიან ჩემი მშობლები. მათ თავიანთი ტრაგედია, უმაღლეს ადამიანურ დონეზე გადაიტანეს. მე მინახავს ასეთი ტრაგედიების დროს როგორ სპეკულირებენ ამ თემით, მანიპულირებენ, ჩნდებიან, აქვთ ზერელე პათოსი. პიროვნებაზე მეტყველებს ის, თუ როგორ რეაგირებს ტრაგედიაზე. ეს ტკივილი არასდროს შუშდება, თუმცა თავიანთი ტკივილი, თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხვევიათ. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს.1983 წელი იყო, ფილარმონიაში „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ დედას და მამას პატრიარქი შეხვდა… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლის წევრებმა სთხოვეს......და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილ მკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული… ასევე დაგაინტერესებთ:  "ძნელად დასაყოლიებელი ქალია, მაგრამ მე ვუთხარი, ნატო, შენ აღარაფერი გეკითხება-მეთქი..." - რა ექსკლუზივს გვიმხელს დათო ოქიტაშვილი "ლიკა იყო ჩემი ნამდვილი სიყვარული... ცოლად ვერ მოვიყვანე და..." - მხატვრის აღიარება, რომელიც ლიკა ქავჟარაძის სიყვარულმა რეჟისორად აქციასად და როდის ვიყიდით წიგნს კვარაზე - "მქონდა ორი მთავარი მოტივაცია, რისთვისაც ეს წიგნი დავწერე"„ეს ძალიან საჭირო ფილმია! შეძრული ვარ!“ - როგორ გადაარჩინა განადგურებას ედუარდ შევარდნაძემ „მონანიება“"ცხოვრებაში ეძებეთ თქვენზე უკეთესი... ბევრად ნაკლები საკვები გვჭირდება, ვიდრე ქართველები ვართ მიჩვეულნი" - ლეგენდები გვირჩევენ

nato

კულტურა 1681912800

"ძნელად დასაყოლიებელი ქალია, მაგრამ მე ვუთხარი, ნატო, შენ აღარაფერი გეკითხება-მეთქი..." - რა ექსკლუზივს გვიმხელს დათო ოქიტაშვილი

ნატო გელაშვილი 51 წლის გახდა. ავტორ-შემსრულებელმა დაბადების დღე შინ აღნიშნა. დათო ოქიტაშვილი ამღერებული იუბილარისა და ჭოხოების ვიდეოს გვიზიარებს და აღნიშნავს, სახლში დაბადების დღეების გადახდის ტრადიცია ნელ-ნელა ისევ ბრუნდება და უხარია.დათო ექსკლუზიურად გვიმხელს, რომ ნატოს ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ საღამოს ლევან წულაძე დადგამს.დათო ოქიტაშვილი: - რა კარგია, რომ დაბადების დღის შინ აღნიშვნის ტრადიცია ბრუნდება. გუშინ ვისხედით ნატოსთან, თავისუფლად ვსაუბრობდით, ნოსტალგიური განწყობა დაგვეუფლა. იმღერეს, დავტკბით და გადავიღე. დავგეგმეთ და გეტყვით, რომ ნატოს ვარსკვლავის გახსნას ოქტომბერში ვფიქრობთ. მას საღამო წარმოუდგენია პერფომანსის სტილში. 90-იანი წლების გაცოცხლება სურს, როდესაც თავისი შემოქმედება დაიწყო. ექსკლუზივს გაგიმხელთ: საღამოს დამდგმელი რეჟისორი იქნება ჭოლა. მაისში გვსურდა კონცერტის გაკეთება, მაგრამ ჭოლამ ისეთი საინტერესო იდეა შემოგვთავაზა, ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა. ჭოლას სურს 90-იანი წლების თბილისის დამახასიათებელი დეტალები შემოიტანოს - 01-ის მარკის ავტომობილი  და სხვა. წამყვანი ნატო იქნება და მოჰყვება თავის ისტორიას, თუ როგორ მოვიდა აქამდე. გეტყვით, ძნელად დასაყოლიებელი ქალია. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების აზრს, დეტალებს, აუ ესა, ისა... პროფესიონალია და ყველაფერზე ფიქრობს. მე ვუთხარი, შენ არაფერი აღარ გეკითხება, ხალხს უნდა ეს კონცერტი-მეთქი.გუშინ ნატოსთან ვიხსენებდით, ბორჯომიდან რომ ჩამოვიდა, დიღომში ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა და რა ხდებოდა მასთან, იცით? 20-25 კაცი რომ შეიყრებოდა, არავის წასვლა არ სურდა, დროს ვატარებდით, მერე ზოგს სად ეძინა, ზოგს სად, ზოგსაც როიალის ქვეშ მძინარეს იპოვიდით. მე ეს მახსოვს. მახსოვს, როგორ იქმნებოდა მისი სიმღერები. ნოსტალგიურად გავიხსენეთ ყველაფერი... ის ტკბილიხელოვანი ადამიანი, კარგი გაგებით, რთული პიროვნებაა. გულჩვილი ბავშვებივით არიან. ამიტომ მათ თუ ჰპირდები, არ უნდა მოატყუო, გვერდში უნდა დაუდგე. ნატოსთან მუშაობა კომფორტული და რთულია (კარგი გაგებით). მე მაშინ მერიაში კულტურის სამსახურის უფროსი ვიყავი, ყველანაირად ხელს ვუწყობდი. მახსოვს, როგორ ნერვიულობდა პირველ სიმღერაზე. მერე გიო ხუციშვილთან მისი ტანდემი ჩამოყალიბდა... ახლა ზოგჯერ გიოს შვილი, ზუკა უწევს პარტნიორობას, არაჩვეულებრივი ვაჟები ჰყავს. საოცრად მღერიან დედასთან ერთად. ნატოს გვერდით იქნებიან ის ადამიანები, ვინც მის სიმღერებს მღერის. დიზაინერს თავად აარჩევს. მე ამაში არ ვერევი. მოკლედ, საინტერესო საღამოს გპირდებით. ნატო თავად მოგვიყვება თავის ისტორიას. 

ნატო გელაშვილის იუბილე

faceამბები 1681885948

VIDEO: როგორ აღნიშნა ნატო გელაშვილმა დაბადების დღე

ნატო გელაშვილმა დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა. კადრებს სოციალურ ქსელში დათო ოქიტაშვილი ავრცელებს.„ნატო შენს დაბადებას გაუმარჯოს!!! ჯანმრთელი, ბედნიერი და დღეგრძელი იყავი, რომ დიდხანს გაგინათოს იმ ბედნიერებამ ცხოვრება, რაც შენი მუსიკით გააბედნიერე შენი ქვეყანა და ხალხი”…,- ულოცავენ იუბილეს მომღერალს.დაბადების დღის აღსანიშვნავ საღამოზე შვილებმა დედასთან ერთად იმღერეს