,,თავიანთი ტკივილი, შვილის დაკარგვა, თავს არავისთვის მოუხვევიათ... სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც არ სურდათ, თუმცა..." - ლილი ზღვაური 83 წლის გახდა

temur

ლილი ზღვაური 83 წლის გახდა. მომღერალმა თემურ წიკლაურთან ერთად რამდენიმე ათეული წელი ბედნიერად გაატარა. მღეროდა ანსამბლ "ივერიაში." გასტროლით შემოიარეს მსოფლიო. ცხოვრების თანამგზავრი კი კოვიდმა ორი წლის წინ წაართვა. თუმცა მანამდე, გაცილებით ადრე, ვაჟი დაკარგა და ცხოვრება ამ განუზომლად დიდი ტკივილით გამოიარა...

აი, როგორ იხსენებდა "პრაიმტაიმთან" იმ დროს მომღერლის ქალიშვილი, ქეთი წიკლაური.

ქეთი წიკლაური: – მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… რაც დრო გავიდა და ტრაგედიები და ჭირისუფლების რეაქციები ვნახე, დავრწმუნდი, რაოდენ საპატივცემულონი არიან ჩემი მშობლები. მათ თავიანთი ტრაგედია, უმაღლეს ადამიანურ დონეზე გადაიტანეს. მე მინახავს ასეთი ტრაგედიების დროს როგორ სპეკულირებენ ამ თემით, მანიპულირებენ, ჩნდებიან, აქვთ ზერელე პათოსი. პიროვნებაზე მეტყველებს ის, თუ როგორ რეაგირებს ტრაგედიაზე. 

ეს ტკივილი არასდროს შუშდება, თუმცა თავიანთი ტკივილი, თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხვევიათ. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს.

1983 წელი იყო, ფილარმონიაში „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ დედას და მამას პატრიარქი შეხვდა… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლის წევრებმა სთხოვეს...

...და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილ მკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული…

 

ასევე დაგაინტერესებთ:  "ძნელად დასაყოლიებელი ქალია, მაგრამ მე ვუთხარი, ნატო, შენ აღარაფერი გეკითხება-მეთქი..." - რა ექსკლუზივს გვიმხელს დათო ოქიტაშვილი 

"ლიკა იყო ჩემი ნამდვილი სიყვარული... ცოლად ვერ მოვიყვანე და..." - მხატვრის აღიარება, რომელიც ლიკა ქავჟარაძის სიყვარულმა რეჟისორად აქცია

სად და როდის ვიყიდით წიგნს კვარაზე - "მქონდა ორი მთავარი მოტივაცია, რისთვისაც ეს წიგნი დავწერე"

„ეს ძალიან საჭირო ფილმია! შეძრული ვარ!“ - როგორ გადაარჩინა განადგურებას ედუარდ შევარდნაძემ „მონანიება“

"ცხოვრებაში ეძებეთ თქვენზე უკეთესი... ბევრად ნაკლები საკვები გვჭირდება, ვიდრე ქართველები ვართ მიჩვეულნი" - ლეგენდები გვირჩევენ