მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
სოფელ ანანურთან მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე ახალგაზრდა ქალი და მისი 12 წლის ბიჭი დაიღუპნენ. კაცი კი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
დაშავებული 5 ადამიანიდან, 3 მცირეწლოვანია. ხუთივე მათგანი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს.
ექიმის განმარტებით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გავრცელებული ცნობით, ანანურთან, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი გზიდან, ჟინვალის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავარდა.
მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062