წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ონკანი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი 12, ნაწილს 7, ნაწილს კი, 6 საათით შეუწყდება.

გლდანის რაიონში, მუხიანი 2, გამარჯვების ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 6/25/2026 10:00 საათიდან 6/25/2026 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მუხინი 2 ში: ხვანჭკარას, ვარდისუბნის, ნეკრესის, გურიის, გამარჯვების და სამეგრელოს ქუჩებს შესახვევებით და ჩიხებით.

მთაწმინდის რაიონში, გ.ლეონიძის ქ.N17/6-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/25/2026 11:00 -დან 6/25/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ლეონიძის, ინგოროყვას N 2-18 (ლუწებს), N1-5 (კენტებს), სულხან-საბას და იაშვილის N 2-12 (ლუწებს), N1-15 (კენტებს) ქუჩებს, თავისუფლების მოედანი N4.

ფუნიკულიორი 2-ის სატუმბო სადგურში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 6/25/2026 12:00-დან 6/25/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ.ოქროყანა.

სამგორის რაიონში, დიდი ლილოს რეზერვუარზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 6/25/2026 12:00-დან 6/25/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. დიდი ლილო.