მცენარე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია - ექიმის რეკომენდაცია
1782149553
საპენსიო ფონდი დამსაქმებელთა მიერ არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანების გამო დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ფონდის ცნობით, იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს. ამასთან, როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, რომ შესაბამისი განცხადებით მიმართონ ფონდს.
„საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს.
საქართველოს საპენსიო ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, მიმართონ ფონდს განცხადებით.
დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განხილული იქნება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად,“ - აღნიშნულია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.