გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან ავარიის შედეგად დაშავებული 25 წლის ქალი, თბილისში გადაიყვანეს.
გადაწყვეტილება, ექიმებმა, პაციენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მიიღეს.
ახალგაზრდა ქალის თბილისში გადასაყვანად კატასტროფის მედიცინის ავტომანქანის გამოძახება გახდა საჭირო.
ექიმების განმარტებით, დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"პაციენტს აღენიშნება თავის მძიმე ტრავმები, სავარაუდოდ, ქალას ფუძის დაზიანება, ასევე, აქვს მძიმე დაზიანებები მუცლის ღრუში და სჭირდება რეანიმაციული ღონისძიებები", - განმარტავენ მედიკოსები.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხევში გადავარდა.
ავტომანქანაში მყოფი ოთხი მგზავრიდან, ერთი, 60 წლამდე ასაკის ქალი, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა.