რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავარიას სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ნუკრიანი - ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი თოვლიან გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა.
ავტომობილის ოთხი მგზავრიდან, 60 წლამდე ასაკის ქალი, ადგილზე გარდაიცვალა. ქალი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვის სამსახურის თანამშრომელია.
მძიმედ დაშავდა ამავე სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი და ერთი მგზავრი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ექიმების განმარტებით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა, შედარებით მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.