1743417541
მანქანა ქვეითს დაეჯახა - დაშავებულია ახალგაზრდა კაცი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას სასწრაფო ოპერაცია ნეიროქირურგიის განყოფილებაში უტარდება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ავტომობილის მძღოლი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.