გორში ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

სასწრაფო

გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 37 წლის ქალი მძიმედ დაშავდა. დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.