1739460960
„არ წყდება ტრაგედია...“ - ვინ არიან ავარიის დროს დაღუპული ძმები

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზის ეცერის მიდამოებში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ამავე სოფლის მკვიდრი ძმები.
შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ავარიის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ცხედრები საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. დაღუპულები ძმები - ძმები ლერი და როლანდი პაკელიანები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
„ავტოსაგზაო შემთხვევას ეცერში ემსხვერპლნენ... არ წყდება ტრაგედია, 1 წელიც არ გადის მშვიდობიანად ისე, ვინმე ახალგაზრდა ტრაგიკულად არ დაგვეღუპოს... გისამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს...“,-წერია სვანეთინიუსის განცხადებაში.