ირაკლი ბერაია და გივი მიქანაძე დაზვერვისა და უსაფრთოხების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, სკოტ ბრეის შეხვდნენ

მსოფლიო 1709822456

შვედეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა

შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა.შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.დოკუმენტი 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა ძალაში.აღსანიშნავია, რომ დღეს ვაშინგტონში იმყოფება შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსონი, რომელიც კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრება.შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს. ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების პროცედურა 2023 წლის მარტში დაასრულა. შვედეთის გაწევრიანება კი თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

ომი უკრაინაში 1708753734

დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს - ზელენსკი

დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომის დროს გადაღებული ფილმების პირველი ეროვნული ფესტივალის- "კინო გამარჯვებისთვის" მონაწილეებს.ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ კინო ლეგენდად აქცევს უკრაინელების გმირობის ისტორიებს:"ამ ომის ტრაგედიები მილიონობით ეკრანზე იქნება და შესაბამისად, მილიარდობით გულში. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი ხალხის გმირობის მიმართ. კინო ამ გმირობას ლეგენდარულს გახდის და ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი - ეთიკური არჩევანი. არჩევანი სიცოცხლისა და სამართლიანობის სასარგებლოდ, არის უკრაინის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას მსოფლიოსთან ნებისმიერ დეზინფორმაციულ ქარიშხალში. ხელოვნება ჩვენს მხარეზე იქნება." ამბობს ზელენსკი.შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 2 წლისთავია.

ბაიდენი

მსოფლიო 1700114322

ჩინეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი, ღია, მკაფიო სამხედრო კომუნიკაციები განახლდება - ბაიდენი

ჩინეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი, ღია, მკაფიო სამხედრო კომუნიკაციები განახლდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.„ეს იყო ყველაზე პროდუქტიული და კონსტრუქციული საუბარი, რაც ოდესმე გვქონია. ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. პრეზიდენტ სი ძინპინსა და ჩემს შორის გაიხსნება საკომუნიკაციო ხაზები. ახლა ორივე შევძლებთ, ავიღოთ ხელში ტელეფონები და პირდაპირ დავურეკოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ბაიდენმა.ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა ბაიდენი სი ძინპინს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა „როგორც ძველ გამონათქვამშია, ენდე, მაგრამ გადაამოწმე“.ბაიდენის თქმით, ლიდერებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში მთავარ კონფლიქტზე – ტაივანზე. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ტაივანის სრუტეში.ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ჩინეთმა განაახლეს ძალისხმევა აშშ-ში ფენტანილის ნაკადის შესამცირებლად.ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ მიიჩნევს თუ არა სი ძინპინს დიქტატორად, ბაიდენმა უპასუხა, რომ მიიჩნევს.„დიახ, ის არის, ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას, რომელიც დაფუძნებულია მმართველობის ფორმაზე, რაც სრულიად განსხვავდება ჩვენისგან“, – აღნიშნა ბაიდენმა.ჯო ბაიდენის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები უამრავ გლობალურ საკითხზე, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის ომისა და ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ.

ჩინეთი და უკრაინა

მსოფლიო 1685870498

ჩინეთი უკრაინას სამხედრო კავშირების გაფართოებას დაჰპირდა - Bloomberg

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ კიევს სამხედრო კავშირების გაფართოებას დაჰპირდა, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.გამოცემის ცნობით, შანგფუმ სამხედრო კავშირების გაფართოების შესახებ მის უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვს 3 ივნისს გამართული შეხვედრის დროს განუცხადა.„ჩინელმა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების მცდელობისთვის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებისთვის მზადაა“, - აღნიშნულია Bloomberg-ის განცხადებაში.გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვოლოდიმირ გავრილოვიც გამოეხმაურა.„ისინი მზად არიან კომუნიკაციისთვის, რათა გააფართოონ კონტაქტები უკრაინისა და ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის“, - განაცხადა გავრილოვმა

ბურჭულაძე

პოლიტიკა 1677270189

ძალაუფლება უნდა ჩავიგდოთ ხელში - პაატა ბურჭულაძე

ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, სახელწოდებით – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი გამოთქვა.როგორც ბურჭულაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ძალაუფლება უნდა ჩაიგდოს ხელში, ვინაიდან ხალხმა შეძლოს პრეზიდენტის და მთავრობის არჩევა.„ჩვენი მთავრობა გასაშვები კი არა, გასაყრელები არიან. მათ ძალიან ბევრი ავნეს უკვე ამ 10 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანას და ხალხის ხელში უნდა გადავიდეს ძალაუფლება. ისინი არ არიან არჩეულები: არც პრეზიდენტი გვყავს არჩეული, არც მთავრობა - ყველა გვყავს დანიშნული. ამიტომაც, უნდა ჩავიგდოთ ძალაუფლება ხელში, იმიტომ რომ ხალხმა აირჩიოს თავისით.“ - განაცხადა ბურჭულაძემ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე.

აქცია

პოლიტიკა 1677261451

პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა.აქცია სახელწოდებით – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავს უკავშირდებოდა. აქცია ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა.რუსთაველის გამზირზე, შეკრებილნი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები.აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომაც.უკრაინის სოლიდარობის აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას. აქციის ბოლოს საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1675149910

შალვა პაპუაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს ოლეგ სერებრიანს შეხვდა.მხარეებმა ხაზი გაუსვეს განსაკუთრებულ კავშირებს საქართველოსა და მოლდოვას შორის, როგორც ისტორიული, ასევე, გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთო ევროპულ დღის წესრიგს, კერძოდ, ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები.როგორც შეხვედრის დროს შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა - ,,მოლდოვას და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო. ივნისიდან მოყოლებული ჩვენ, ასევე, ვიზიარებთ ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პერიოდი, რომლის დროსაც მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს და გამოცდილება გავუზიაროთ,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ოლეგ სერებრიანის განცხადებით -  ,,ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულია, როგორც ისტორიული, ასევე, გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები, როგორებიცაა სეპარატიზმი და ოკუპირებული ტერიტორიები,’’ - აღნიშნა შეხვედრის დროს ოლეგ სერებრიანმა.

ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1674026007

ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა არის რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავება - პრეზიდენტი

„ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა არის რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავება“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთს „ნორმალურს არ გავხდით“, რუსეთი „მოინელებს“ და ისევ თავიდან დაიწყებს.უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა მოლაპარაკებების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ.„ეს ნამდვილად არის საკითხი, რომელიც უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რადგან მათ სისხლის ფასი გადაიხადეს, რომ თქვან როდის და როგორ უნდათ საკუთარი ტერიტორიის სუვერენიტეტის აღდგენა განიხილონ. დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ აქ, ამ დარბაზში განაცხადა, რომ [უკრაინა] საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. და, ვფიქრობ, უკვე აღარავის არ შეუძლია სხვების ტერიტორიების დათმობაზე მოლაპარაკებების წარმოება. ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა არის რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავება…ამიტომ, შემდეგი მოლაპარაკებები გლობალური მოლაპარაკებები უნდა იყოს. მათ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უნდა მოიცვან… და ეს არის გზა იმისკენ, რომ მერე დავიწყოთ ევროპული უსაფრთხოების, თანამშრომლობის, დიალოგის, ყველაფრის არქიტექტურაზე [საუბარი]. ეს ხსნის გზას ყველაფრისკენ, რადგან ეს რუსეთისთვის ნორმალურად გახდომისკენ ხსნის გზას.და თუ ჩვენ რუსეთს ნორმალურს არ გავხდით… მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ იმავეს, რუსეთი ასე თუ ისე მოინელებს არგამარჯვებას ან მარცხს და ისევ დაიწყებს, როგორც კი შეძლებს, რათა კვლავ აჩვენოს თავისი ძალა”, - თქვა ზურაბიშვილმა.

ა ნატო-ს გენერალური მდივანი

მსოფლიო 1669726648

NATO ვერ მისცემს რუსეთს გამარჯვების უფლებას - იენს სტოლტენბერგი

„სინამდვილეში ჩვენ ყველანი ვიხდით უკრაინაში რუსეთის ომის საფასურს, მაგრამ ჩვენ ამ საფასურს ვიხდით ფულადი სახით, მაშინ როცა უკრაინა სისხლით იხდის“, - აგანაცხადა  NATO-ს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა  გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ NATO ვერ მისცემს რუსეთს გამარჯვების უფლებას, ვინაიდან ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სხვა ავტორიტარ ლიდერებს უბიძგებდა მეტი თავდაჯერებულობით მიემართათ ძალის გამოყენებისთვის საკუთარი მიზნების მისაღწევად. „შეუძლებელია მყარი მშვიდობის მიღწევა, თუკი გამარჯვებას აგრესორი აღწევს“, - თქვა მან.„ჩვენ ვხვდებით, როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ძალიან დროული, საჭიროა. პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში და რეაგირებს მეტი სისასტიკით, თავს ესხმის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას, ელექტროგადამცემ ხაზებსა და ცდილობს უკრაინელები სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რადგან პრეზიდენტი პუტინი ზამთარს ომის იარაღად იყენებს, რაც უკრაინელ ხალხს დიდ ტანჯვას აყენებს.„ჩვენ ვხვდებით, როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ძალიან დროული, საჭიროა. პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში და რეაგირებს მეტი სისასტიკით, თავს ესხმის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას, ელექტროგადამცემ ხაზებსა და ცდილობს უკრაინელები სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რადგან პრეზიდენტი პუტინი ზამთარს ომის იარაღად იყენებს, რაც უკრაინელ ხალხს დიდ ტანჯვას აყენებს.NATO -ს მოკავშირეებმა უზრუნველყვეს უპრეცედენტო მხარდაჭერა უკრაინისთვის და განაგრძობენ ამ მხარდაჭერას, მათ შორის დავეხმარებით გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, ასევე, გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას. ჩვენ დღეს, საღამოს შევხვდებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას და ხვალ შევხვდებით ჩვენი ახლო პარტნიორების, საქართველოს, მოლდოვისა, ბოსნია და ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას მათ მიმართ. შემდეგ განვიხილავთ ჩვენს მედეგობას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და იმ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, ღირებულებებსა და ეკონომიკას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.NATO -ს მოკავშირეებმა უზრუნველყვეს უპრეცედენტო მხარდაჭერა უკრაინისთვის და განაგრძობენ ამ მხარდაჭერას, მათ შორის დავეხმარებით გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, ასევე, გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას. ჩვენ დღეს, საღამოს შევხვდებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას და ხვალ შევხვდებით ჩვენი ახლო პარტნიორების, საქართველოს, მოლდოვისა, ბოსნია და ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას მათ მიმართ. შემდეგ განვიხილავთ ჩვენს მედეგობას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და იმ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, ღირებულებებსა და ეკონომიკას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.ცნობისთვის, ბუქარესტში შეიკრიბნენ NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი ორი დღის განმავლობაში, იმსჯელებენ რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინისთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის ფორმებსა და მოცულობაზე.სამიტზე ასევე განიხილავენ სამხედრო დახმარების გაზრდას, მათ შორის არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ამუნიცია, საწვავი, მედიკამენტები და ზამთრის აღჭურვილობა.

nikoloz samxa

პოლიტიკა 1669290126

ევროპელი ლიდერების განცხადებებმა დაგვარწმუნა, რომ აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს მომავალ შემოდგომაზე - Commonspace.eu ნიკოლოზ სამხარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. 2022 წლის 21 ნოემბერს ჰააგაში ვიზიტის დროს პროფესორი სამხარაძე Commonspace.eu-ს ესაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, სომხეთ აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზე, საქართველოს ურთიერთობებზე რუსეთთან და უკრაინასთან და ქართულ რაგბიში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებაზე.როგორ აფასებთ საქართველოს დღევანდელ გზას ნატოში გაწევრიანებისკენ? თქვენი აზრით, რატომ არ მიეცა საქართველოს ნატო-ს ბლოკში გაწევრიანების საშუალება?ეს ძალიან კარგი კითხვაა და პასუხი მდგომარეობს მოკავშირეებს შორის ერთიანობის ნაკლებობაში ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ მძევლები ვართ რუსული პოლიტიკის რომელიც მიმართულია ოკუპაციისეკნ და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსიისკენ, ისეთი ქვეყნების როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ნატოს პრობლემა არის ის, რომ რაც 14 წლის წინ მოხდა, არ მოგვარდა, ვფიქრობ, რუსული ფაქტორის გამო. მოკავშირეების უმეტესობას ეშინია რუსეთის რეაქციის საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე და ვფიქრობ, რომ რუსეთს რეალურად ვყავართ ყველა მძევლად.მე ყოველთვის ვეუბნები ჩვენს ნატოს პარტნიორებს, რომ ჩვენ რუსებზე ჭკვიანები უნდა ვიყოთ და რუსეთის მიერ შექმნილი ეს მანკიერი წრე უნდა გავტეხოთ. რუსებს უნდა გავუსწროთ, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, რუსეთი არ გაჩერდება. უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ რუსეთი ყოველთვის თავს ესხმის თავის მეზობლებს, რომლებიც არ არიან უსაფრთხოების ალიანსის წევრები, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები საქართველო და უკრაინაა.რაც შეეხება საქართველოს ნატოსკენ მიმავალ ტრაექტორიას, ვფიქრობ, ეჭვგარეშეა საქართველოს ნატოსთან თავსებადობა როდესაც საქმე ეხება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტი ნატოს სარდლობის სხვადასხვა მისიებში მსახურობდა, ეს ფაქტია. ჩვენი თხოვნა ნატოსადმი ყოველთვის არის ის, რომ გაწევრიანებისკენ მკაფიო გზა მოგვცეს და ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ, რომ თუ არის რაიმე, რაც უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ ნატოს წევრი გახდეს, გთხოვთ შეგვატყობინოთ. 14 წლის შემდეგ ჩვენს საზოგადოებას დარწმუნება სჭირდება და ეს დარწმუნება მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ამას ქმედებებიც უნდა ამყარებდეს. რომლებიც აჩვენებს, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა.სამართლიანია იმის თქმა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ამჟამად გარკვეულწილად დაძაბულია, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ევროკავშირმა, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის, უარყო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. როგორ ფიქრობთ, კიდევ რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა საქართველოს მხარდასაჭერად?უპირველეს ყოვლისა, ისტორიულად მიმაჩნია ივნისის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, თუმცა ცოტა იმედგაცრუებული ვიყავით, რომ არ მივიღეთ ისეთივე სტატუსი, როგორიც უკრაინა და მოლდოვას მიენიჭა. პრინციპში, უკრაინასა და მოლდოვას ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით, რადგან მათ მიიღეს კანდიდატის სტატუსი პირობებით, ჩვენ მივიღეთ პირობები სრული სტატუსისთვის და ეს პირობები ძირითადად იგივეა, რაც სხვებისთვის.ამიტომ, ჩვენ ახლა ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამ რეკომენდაციების განსახორციელებლად და ჩვენი გრაფიკის შესაბამისად, მზად ვიქნებით, რომ ახალი წელი ამ რეკომენდაციების განხორციელებით დავიწყოთ. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ ევროკომისიის და ევროპის საბჭოს პოზიტიურ შეფასებას. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის, სხვა ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ბოლო ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ ამ 12 რეკომენდაციის განხორციელებით საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს მომავალ შემოდგომაზე.სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ გეოპოლიტიკური მეტოქეობა მიმდინარეობს შუამავლობისთვის. რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ ორ ქვეყანას შორის შუამავლობის პროცესში,  მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება დაჩრდილული იყოს ბრიუსელის, ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ.საქართველოს ხელში ძალიან დიდი ქონება აქვს და ეს არის ნდობა და ავტორიტეტი როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის დედაქალაქებში. საქართველოს ერთნაირად პატივს სცემენ და ერთნაირად ენდობიან ერევანსა და ბაქოში და არც ერთი სხვა მოთამაშე ჩვენს ირგვლივ, არც ერთი დიდი რეგიონალური ძალა არ სარგებლობს იგივე ნდობითა და ავტორიტეტით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში. მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვედით ინიციატივით „მშვიდობიანი კავკასია“ და ამ ინიციატივას მხარს უჭერს როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი. ჩვენ ცოტა ხნის წინ გვქონდა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მაღალი დონის დელეგაციების პროდუქტიული ვიზიტები საქართველოში და მე მჯერა, რომ არსებობს ადგილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, დავეხმარებით, ვიქნებით შუამავლები, რადგან საქართველოს ინტერესებშია, რომ საბოლოოდ დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა ერევანში და ბაქოშიც იციან, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარდა, ჩვენ არ გვაქვს ფარული მიზნები. ასე რომ, ჩვენ ძალიან აქტიურ როლს ვითამაშებთ, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ზოგიერთ მეზობელს არ მოეწონოს ჩვენი აქტიურობა ამ მხრივ.რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში დაარღვია ევრაზიული წესრიგი. უდავოდ მრავალი წელი, თუ არა ათწლეულები, რუსეთთან ევრაზიული ურთიერთობების „ნორმალიზებამდე“ ან „ახალ ნორმალურობის“ მიღწევამდე, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მომავალი?რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მომავალი გაურკვეველია.  პერსპექტივა არ არის ჩანს და მთავარი მიზეზი არის ის, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. სანამ ამ ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება, სანამ რუსული ჯარები არ იქნებიან გაყვანილები საქართველოს ტერიტორიიდან და სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება. სამწუხაროდ, როგორც ახლა ვხედავთ, რუსეთის აგრესიული პოზიცია მეზობლების მიმართ არ შეცვლილა. შესაბამისად, არ ველოდები, რომ რუსეთი შეცვლის ქცევას უახლოეს მომავალში და შესაბამისად, ვერ ვხედავ რეალურ შანსებს ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.უკრაინაში რუსეთის ომის გათვალისწინებით, ძალთა ბალანსი შავ ზღვაში მკვეთრად შეიცვალა 2022 წლის თებერვლის შემდეგ. რა როლი შეუძლია შეასრულოს საქართველომ, რომელიც რჩება ევროკავშირისა და ნატოს მიღმა, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში?მე ვფიქრობ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიით ყველამ გააცნობიერა, რომ შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის უსაფრთხოებაში და ზოგადად გლობალურ უსაფრთხოებაში. საქართველოს, როგორც ერთ-ერთ სანაპირო სახელმწიფოს, შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, თუმცა მართლაც ძალიან უცნაურია, რომ ნატოს ჯერ კიდევ არ გააჩნდა შავი ზღვის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი სტრატეგია. ბოლო 30 წელია, ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ რუსეთის აგრესიული ქცევა მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა. ისინი ამას სხვაგანაც გააგრძელებდნენ. სამწუხაროდ, მაშინ არავინ გვისმენდა ყურადღებით და ახლა აღმოჩნდა რომ ჩვენ მართლები ვიყავით. ახლა, როცა აქცენტი კეთდება ჩვენს რეგიონზე და შავ ზღვაზე, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებით, განსაკუთრებით რუმინეთში, ვფიქრობ, რომ საქართველოსაც შეუძლია ამაში წვლილი შეიტანოს და ასევე შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მაგრამ იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს, ჩვენ გვჭირდება ნატოში გაწევრიანების მკაფიო გზა, რადგან მხოლოდ საქართველოა დაუცველი და შეიძლება იყოს ტვირთი ნატოსთვის და არა უპირატესობა; და საქართველო ნატოში ხელს შეუწყობს შავი ზღვის უსაფრთხოებას და არა ტვირთს.მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკრაინას დიდი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, საქართველოს პასუხი რუსეთის მისამართით უკრაინამ შედარებით სუსტად შეაფასა. როგორ ფიქრობთ, გაიხსენებენ თუ არა უკრაინა და უკრაინელები საქართველოსა და ქართველების პასუხი გაჭირვების დროს?ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ემახსოვრება არა მხოლოდ ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება, არამედ ჩვენი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა. ახლა საქართველოში 30 000 უკრაინელი ლტოლვილი გვყავს და თითქმის ყოველკვირეულად ვიღებთ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან დასასვენებლად და ქართველ ახალგაზრდებთან სოციალიზაციისთვის.რაც შეეხება უკრაინული პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ წევრებს ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით მათ შეფასებას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საქართველოს პასუხი ძალიან ძლიერი იყო. ჩვენ მხარს ვუჭერდით ან ვიყავით თანასპონსორები ყველა რეზოლუციის, გაეროს უშიშროების საბჭოში, ევროპის საბჭოში, ეუთოში, ყველა საერთაშორისო ფორუმში. იმ ქვეყნისთვის, რომელიც ასევე ნაწილობრივ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და მსოფლიოში უკრაინის შემდეგ ყველაზე დაუცველია რუსეთის თავდასხმის მიმართ, ვფიქრობ, ის თავის წონაზე მაღლა დგას. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პარლამენტმა, უკრაინელმა დიპლომატებმა და მთლიანად უკრაინელმა ხალხმა იციან ამის შესახებ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ძლიერი დაბომბვის დროს არ მოახდინა საელჩოს ევაკუაცია კიევიდან, თუ სწორად მახსოვს ვატიკანი იყო კიდევ ერთადერთი.ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის კავშირები და სოლიდარობა ძალიან ძლიერია. ცალკეული პოლიტიკოსების ზოგიერთი უმადური განცხადება ამ ურთიერთობებს არ დააზარალებს.და ბოლოს, შაბათს, 19 ნოემბერს, საქართველომ ისტორიული გამარჯვება უელსის რაგბის ნაკრებზე კარდიფში. როგორ ფიქრობთ, როგორ შეცვლის ეს შედეგი სამომავლოდ ქართულ რაგბის და ზოგადად ქართული სპორტის მომავალს?უპირველეს ყოვლისა, ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგან საქართველომ გასვლით მატჩში პირველად დაამარცხა პირველი დონის მორაგბეთა ნაკრები. წელს ჩვენ ასევე დავამარცხეთ პირველი რიგის რაგბის ნაკრები სახლში, ამიტომ 2022 წელი ქართული რაგბისთვის ფანტასტიკური იქნება, რადგან ჩვენმა გუნდმა იტალიასა და უელსს მოუგო. ეს იქნება დიდი სტიმული ქართული რაგბისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რადგან ახალგაზრდა თაობას ახლა ნამდვილად შეუძლია იოცნებოს ექვს ერში თამაშზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან. ასე რომ, ეს არის ქართული რაგბის და ზოგადად ქართული სპორტის განსაკუთრებული გამარჯვება. ქართულ ფეხბურთშიც ძალიან კარგ განვითარებას ვხედავთ - გვყავს ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია - ძალიან კარგი განვითარება გვაქვს ქართულ კალათბურთში და ვფიქრობ, ეს ქვეყნის საერთო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

ლობოდა

საზოგადოება 1668970737

სვეტლანა ლობოდა თბილისშია

უკრაინელი მომღერალი და ტელეწამყვანი სვეტლანა ლობოდა საქართველოშია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა.„მოულოდნელად თბილისში აღმოვჩნდი... როგორი სინაზეა, სილამაზე, ძალიან მიყვარს საქართველო“ - ამბობს ის.ცნობისთვის, ლობოდას გუშინ ალმათიში კონცერტი ჰქონდა, სავარაუდოდ, ამის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოში გამომგზავრება.აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობის გამო, სვეტლანა ლობოდას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს

სამხედრო ფორმა

საზოგადოება 1667110750

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.ჯერჯერობით გარდაცვლილის ვინაობა არ სახელდება, რადგან ოჯახმა ამის შესახებ არ იცის. მომხდარზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 23 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.