NATO ვერ მისცემს რუსეთს გამარჯვების უფლებას - იენს სტოლტენბერგი

ა ნატო-ს გენერალური მდივანი

„სინამდვილეში ჩვენ ყველანი ვიხდით უკრაინაში რუსეთის ომის საფასურს, მაგრამ ჩვენ ამ საფასურს ვიხდით ფულადი სახით, მაშინ როცა უკრაინა სისხლით იხდის“, - აგანაცხადა  NATO-ს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა  

გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ NATO ვერ მისცემს რუსეთს გამარჯვების უფლებას, ვინაიდან ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სხვა ავტორიტარ ლიდერებს უბიძგებდა მეტი თავდაჯერებულობით მიემართათ ძალის გამოყენებისთვის საკუთარი მიზნების მისაღწევად. „შეუძლებელია მყარი მშვიდობის მიღწევა, თუკი გამარჯვებას აგრესორი აღწევს“, - თქვა მან.

„ჩვენ ვხვდებით, როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ძალიან დროული, საჭიროა. პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში და რეაგირებს მეტი სისასტიკით, თავს ესხმის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას, ელექტროგადამცემ ხაზებსა და ცდილობს უკრაინელები სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რადგან პრეზიდენტი პუტინი ზამთარს ომის იარაღად იყენებს, რაც უკრაინელ ხალხს დიდ ტანჯვას აყენებს.

NATO -ს მოკავშირეებმა უზრუნველყვეს უპრეცედენტო მხარდაჭერა უკრაინისთვის და განაგრძობენ ამ მხარდაჭერას, მათ შორის დავეხმარებით გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, ასევე, გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას. ჩვენ დღეს, საღამოს შევხვდებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას და ხვალ შევხვდებით ჩვენი ახლო პარტნიორების, საქართველოს, მოლდოვისა, ბოსნია და ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას მათ მიმართ. შემდეგ განვიხილავთ ჩვენს მედეგობას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და იმ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, ღირებულებებსა და ეკონომიკას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ბუქარესტში შეიკრიბნენ NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი ორი დღის განმავლობაში, იმსჯელებენ რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინისთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის ფორმებსა და მოცულობაზე.

სამიტზე ასევე განიხილავენ სამხედრო დახმარების გაზრდას, მათ შორის არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ამუნიცია, საწვავი, მედიკამენტები და ზამთრის აღჭურვილობა.