სკანდალური სასამართლო პროცესი - რა ჩვენება მისცა ნათელმხილველმა, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე

ბიშიმბაევი

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

სასამართლო პროცესზე ნათელმხილველი, დაიკითხა, რომელსაც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს არაერთხელ დაურეკა.

თავდაპირველად ნათელმხილველი სხდომის დახურვას ითხოვდა, რადგან რადგან სხვადასხვა ნომრიდან მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდა.

თუმცა მოსამართლემ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

პროკურორმა ჰკითხა ნათელმხილველს, რამდენი ხანია რაც ბიშიმბაევს იცნობს და რა სახის მომსახურებას უწევდა მას.

„მას დაახლოებით წელიწად-ნახევარი ან ორი წელია ვიცნობ, იგი დედამისის მეშვებით გავიცანი. ხანდახან მირეკავდა, ორ თვეში ერთხელ და თავის საქმეებზე მეკითხებოდა. მე ტაროზე ვმკითხაობ, როცა რაღაცის გაგება სჭირდებოდა მთხოვდა, რომ მენახა...“, - თქვა მოწმემ სასამართლო პროცესზე.

პროკურორის კითხვაზე, 9 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ნათელმხილველმა თქვა, რომ არ ახსოვს, რომელ საათზე დაურეკა მას ეჭვმიტანილმა.

„დაკავებული ვიყავი, მაგრამ ტელეფონს ვუპასუხე. მან მითხრა, რომ მან და სალტანატმა დალიეს და ჩხუბი მოუვიდათ. მივხვდი, რომ მთვრალი იყო. მე ეს სერიოზულად არ აღმიქვამს. ვკითხე, რატომ მირეკავდა?“. 

ნათელმხილველის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა სთხოვა, ვარსკვლავების განლაგება ენახა და გაეგო, რა ემუქრებოდა სალტანატს, ნათელმხილველი ირწმუნება რომ მან მოუწოდა კაცს, სასწრაფოში დაერეკა.