უკრაინელი მომღერალი და ტელეწამყვანი სვეტლანა ლობოდა საქართველოშია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა.

„მოულოდნელად თბილისში აღმოვჩნდი... როგორი სინაზეა, სილამაზე, ძალიან მიყვარს საქართველო“ - ამბობს ის.

ცნობისთვის, ლობოდას გუშინ ალმათიში კონცერტი ჰქონდა, სავარაუდოდ, ამის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოში გამომგზავრება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობის გამო, სვეტლანა ლობოდას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს