დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომის დროს გადაღებული ფილმების პირველი ეროვნული ფესტივალის- "კინო გამარჯვებისთვის" მონაწილეებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ კინო ლეგენდად აქცევს უკრაინელების გმირობის ისტორიებს:

"ამ ომის ტრაგედიები მილიონობით ეკრანზე იქნება და შესაბამისად, მილიარდობით გულში. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი ხალხის გმირობის მიმართ. კინო ამ გმირობას ლეგენდარულს გახდის და ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი - ეთიკური არჩევანი. არჩევანი სიცოცხლისა და სამართლიანობის სასარგებლოდ, არის უკრაინის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას მსოფლიოსთან ნებისმიერ დეზინფორმაციულ ქარიშხალში. ხელოვნება ჩვენს მხარეზე იქნება." ამბობს ზელენსკი.შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 2 წლისთავია.