ვის გვერდით გამდიდრდებით – ფინანსური კეთილდღეობის ჰოროსკოპი

ფული

ასტროლოგთა მტკიცებით, ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ სასიყვარულო თავსებადობას, არამედ ვარსკვლავების ფულთან დამოკიდებულებასაც. გნებავთ გამდიდრება? მაშინ პარტნიორი მერკანტილური ჰოროსკოპით შეარჩიეთ.

ვერძი

ვერძი ჰაერის სტიქიის ნიშნებთან ახლოს უნდა იყოს, განსაკუთრებით კი – მერწყულთან. ეს მათთვის იდეალური წყვილია. სასწორსაც შეუძლია ფულადი წარმატების მოტანა. სამაგიეროდ მორიელებს უნდა ერიდოთ, ისინი ყველაფერს ქარს გაატანენ.

კურო

კუროებისთვის სასარგებლოა მერწყულებთან და მორიელებთან კავშირი. ეს მათ არნახულ ფინანსურ წარმატებას უქადის. არ იქნება ცუდი, ასევე, ცეცხლის ნიშნებთან (ლომი, მშვილდოსანი, ვერძი) კავშირიც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კუროებს ნერვების მოშლა გარანტირებული ექნებათ.

ტყუპი

ტყუპებს ფულის შოვნა ლომთან ერთად შეუძლიათ, მათთვის ლომი ნამდვილი ფულის მაგნიტია. თხის რქა, კურო და ქალწული მშვილდოსნის გვერდით თავადაც კარგად შოულობენ ფულს, მაგრამ პარტნიორ ტყუპებს ვერაფრით ეხმარებიან. მორიელებს კი, საერთოდ, ტყუპების გაკოტრება შეუძლიათ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს გასამდიდრებლად ლომთან, ვერძთან ან მშვილდოსანთან კავშირი ესაჭიროებათ. კუროს ვარიანტიც გამოდგება, ისინი თვითონაც იშოვიან ფულს და კირჩხიბსაც აშოვნინებენ.

ლომი

ლომი ტყუპთან წყვილში გამდიდრდება. ეს წყვილი, უბრალოდ, ძალიან იღბლიანია ფინანსებში. ერთად ისინი ძალიან მალე გამდიდრდებიან. ლომს ბედნიერი და მდიდარი ცხოვრებისთვის, ასევე, გამოადგებიან სასწორი, მერწყული, თხის რქა, ქალწული და კურო. სამაგიეროდ უნდა ერიდოს მორიელს, მისი სიახლოვე ფულად იღბალს დააფრთხობს.

ქალწული

ქალწულებს მორიელის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუკი ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის მორიელი მთლიანად არათავსებადია ფულად საკითხებში, ამ შემთხვევაში ის კაპიტნის როლს თამაშობს. მორიელები ქალწულებს განვითარების გზების მოძიებაში დაეხმარებიან. თავიანთი ინტუიციით ისინი ქალწულებს სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობებს დაანახვებენ. ნახეთ სრულად