„უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა...“ - ბაღდათში, 16 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა
1734811889
საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქცია სახელწოდებით – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავს უკავშირდებოდა.
აქცია ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა.
რუსთაველის გამზირზე, შეკრებილნი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომაც.
უკრაინის სოლიდარობის აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას.
აქციის ბოლოს საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.