„უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა...“ - ბაღდათში, 16 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა
1734811889
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ კიევს სამხედრო კავშირების გაფართოებას დაჰპირდა, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ცნობით, შანგფუმ სამხედრო კავშირების გაფართოების შესახებ მის უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვს 3 ივნისს გამართული შეხვედრის დროს განუცხადა.
„ჩინელმა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების მცდელობისთვის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებისთვის მზადაა“, - აღნიშნულია Bloomberg-ის განცხადებაში.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვოლოდიმირ გავრილოვიც გამოეხმაურა.
„ისინი მზად არიან კომუნიკაციისთვის, რათა გააფართოონ კონტაქტები უკრაინისა და ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის“, - განაცხადა გავრილოვმა