რა ხდება ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე
1734810127
შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა.
შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ დღეს ვაშინგტონში იმყოფება შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსონი, რომელიც კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრება.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს. ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების პროცედურა 2023 წლის მარტში დაასრულა. შვედეთის გაწევრიანება კი თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა.