ზელენსკი პაპთან

მსოფლიო 1747583495

მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ რომის პაპ ლეო XIV-სთან მისი ინაუგურაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა გამართეს.აღნიშნულის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში“.„მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პაპი მშვიდობის, იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ომის დასრულებაში. მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმატით ხელშესახები შედეგების მისაღწევად. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასაცავად გამოთქმულ მკაფიო ხმას”,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.​​​​​​​​​​​​​​​​

ქსავიე ბეტელი

მსოფლიო 1746082991

ლუქსემბურგმა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერისთვის 10 მილიონი ევრო გამოყო

ლუქსემბურგმა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერისთვის 10 მილიონი ევრო გამოყო, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა კიევში, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ანდრეი სიბიგასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ბეტელმა აღნიშნა, რომ უკრაინას 10 მილიონ ევროს გამოუყოფენ ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში „გრძელვადიანი ენერგეტიკული მდგრადობის მხარდასაჭერად“.„ენერგეტიკის ფონდი მიმართული იქნება კრიტიკულ საჭიროებებზე, დაწყებული აღჭურვილობისა და საწვავის შეძენით, დამთავრებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით“, – აღნიშნა სიბიგამ.ამასთან, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ფონდისთვის ერთი მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა.როგორც აღინიშნა, თანხა „16-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ფსიქოლოგიური დახმარების პროექტის მხარდაჭერას“ მოხმარდება.„ეს ტრავმული გამოცდილებაა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც იზრდებიან ომის რეალობაში“, – აღნიშნა ბეტელმა.შეგახსენებთ, 14 მარტს, კანადის მთავრობამ უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 33,4 მილიონი ევრო შეიტანა. მანამდე, ისლანდიამ უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 2 მილიონზე მეტი ევრო გადარიცხა, ხოლო 22 მარტს, ნიდერლანდებმა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 65 მილიონი ევროს შეტანის გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე

მსოფლიო 1719905481

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის მფლობელი გახდა

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის მფლობელი გახდა. ოლენა ზელენსკამ 4.5 მილიონ ევროდ ახალი „პივერიკარი“ „ბუგატი ტურბილიონი“ შეიძინა, - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა იუწყება, რომლის რეპორტიორებმაც ინფორმაცია ავტოსალონის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მიიღეს და ზელენსკას ახალი მანქანის ინვოისის ასლის მოპოვებაც შეძლეს.დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თითქმის ოთხი მილიონი ევროს საბაზისო ფასს, ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზებები დაემატა. ავტომწარმოებელი აღნიშნული მოდელის ავტომობილის 250 ერთეულის გამოშვებას გეგმავს, ოლენა ზელენსკა მანქანას, სავარაუდოდ, 2026 წელს მიიღებს.

ოლენა ზელენსკა

მსოფლიო 1709710753

ოლენა ზელენსკამ თეთრი სახლის მიწვევაზე უარი თქვა - The Washington Post

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ თეთრი სახლის მიწვევაზე უარი თქვა, ვინაიდან ის ალექსეი ნავალნის ქვრივის, იულია ნავალნაიას გვერდით უნდა მჯდარიყო. ამის შესახებ The Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.გამოცემის ცნობით, კონგრესისადმი ჯო ბაიდენის მიმართვის დროს ოლენა ზელენსკა იულია ნავალნაისა და ამერიკის პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის გვერდით უნდა მჯდარიყო. თეთრი სახლის ჩანაფიქრით, „დარბაზში ორი ისეთი ქალის ყოფნა, რომლებიც პუტინისადმი წინააღმდეგობის გაწევის სიმბოლოები არიან, ბაიდენის გამოსვლისთვის ძლიერ ფონს შექმნიდა“, თუმცა ნავალნაიას საკითხმა კიევში დისკომფორტი გამოიწვია.მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელების ნაწილი ალექსეი ნავალნის პუტინის რეჟიმთან ბრძოლის ლიდერად მიიჩნევს, ნავალნის რეპუტაცია შელახულია ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებებით.თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ოლენა ზელენსკას გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გადატვირთული გრაფიკით იყო გამოწვეული. უკრაინის პრეზიდენტის ადამინისტრაციაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.აღსანიშნავია, რომ იულია ნავალნაიამ ასევე უარი თქვა ღონისძიებაზე დასწრებაზე და განაცხადა, რომ მას ახლა დასვენება სჭირდება.

ოლენა ზელენსკა

მსოფლიო 1702103066

ოლენა ზელენსკა განცხადებას ავრცელებს

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომ 20 000-მდე გატაცებულიდან უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. მისივე თქმით, გატაცებული ბავშვების უმეტესობა ობოლი ან მშობლის მზრუნველობას მოკლებულია."რუსეთი ჩვენთან პირდაპირ კონტაქტს არ ამყარებს. ამიტომ, ბავშვები სახლში მიდიან მესამე ქვეყნების გავლით. ბევრი მზრუნველი ადამიანის შუამავლობით...ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიო თანამშრომლობა. გატაცებული ბავშვების გადასარჩენად დიდი იმედი მაქვს კოალიციის, რომლის შექმნაც კანადამ შემოგვთავაზა ერთი თვის წინ და რომელიც მალე უნდა ამოქმედდეს," - ამბობს ზელენსკა.მან ასევე აღნიშნა, რომ დაბრუნებულმა ბავშვებმა ფსიქოლოგიური, მატერიალური და სოციალური მხარდაჭერა მიიღეს. თუმცა, ზელენსკას თქმით, არანაკლებ რთულია, რომ მათ ჰქონდეთ სწავლისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა.ასევე ნახეთ:დაკავებულია ქალი, რომელმაც მცირეწლოვანი შვილები გაზქურაზე ხელების დაწვით დასაჯაწლინახევრის ბიჭუნამ დახურული კარი ვეღარ გააღო და დერეფანში გაიყინა - აღძრულია სისხლის სამართლის საქმე(რუსეთი)

ვატო შაქარაშვილიაი ია

პოლიტიკა 1701713275

ვატო შაქარიშვილი უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებზე - აშანტაჟებენ პატრონებს გლობალური ომის პარტიიდან, რომ თუ ბოლომდე არ უპატრონებენ, მთელ მსოფლიოს საკუთარი პირით მოუყვებიან სიმართლეს უახლესი ისტორიის უდიდეს ბლეფზე

 უდიდესი ბლეფი, სრული კატასტროფით მთავრდება! კიევის მოქმედი მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის. - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი განცხადებები, გაშიფრული დამნაშავეების ქმედებებია; ასევე, ეს განცხადებები პასუხია აშშ-ისა და ევროპის ბრალდებებზე, უკრაინის ხელისუფლებაში არსებული კორუფციის შესახებ. “кінець! - უდიდესი ბლეფი, სრული კატასტროფით მთავრდება!კიევის მოქმედი მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის. გენერალიტეტის და სამხედრო ხელმძღვანელობის შემდეგ, უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე ადგილობრივი პოლიტიკური კლასიც ალაპარაკდა. მიუხედავად იმისა, რომ ზალუჟნის ცნობილი ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც ის ფრონტზე არსებულ ვითარებას “ჩიხს” უწოდებდა, ზელენსკიმ გენერლის შეფასებები მკვეთრად გააკრიტიკა, დღეს უკვე თავად მოუწია უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობის აღიარება. NATO-ს გენერალური მდივანი, მსოფლიოს აფრთხილებს, რომ უკრაინიდან “ცუდ ამბებს” უნდა ველოდოთ. უკრაინის გამარჯვების მითი დანგრეულია და ახლა უკვე თვალს ვადევნებთ მარცხის ერთმანეთზე გადაბრალების პროცესს. როდესაც ევროპასა და აშშ-ში უკრაინის დახმარების მიმართ კონსოლიდაციის ხარისხი მკვეთრად შემცირდა, გამოჩნდა არახამია და გამაფრთხილებელი მესიჯიც გაუგზავნა კოლექტიურ დასავლეთს. მან განაცხადა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისთვის სასარგებლო სამშვიდობო შეთანხმება, ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა, რომელიც სასწრაფოდ ჩავიდა კიევში და უკრაინას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ, AP-სთან ინტერვიუში უკმაყოფილება გამოთქვა, დასავლეთიდან გაგზავნილი შეიარაღების რაოდენობის გამო, მისი თქმით სწორედ იარაღის ნაკლებობამ განაპირობა კონტრშეტევის ჩავარდნა. არახამიამ თქვა, დიდ ომში დასავლეთმა ჩაგვითრიაო, ზელენსკიმ თქვა, რომ ამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის იარაღი არ მოგვაწოდესო. მათ, დასავლეთზე სცადეს პასუხისმგებლობის ტვირთის გადატანა, რაც სიმართლისგან შორს ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს სიმართლის თქმის სურვილით არ არის ნაკარნახევი, არამედ ეს არის გაშიფრული და სასოწარკვეთილი დამნაშავეების ქმედებები, რომლებსაც ფეხქვეშ მიწა ეწვით და არჩევნების ჩატარებაზეც კი უარს ამბობენ. ასევე, ეს არის ერთგვარი პასუხი, იმ საფუძვლიან ბრალდებებზე, რაც უკვე ასე ხშირად ისმის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის შესახებ და იმ შეცდომების თაობაზე, რომლებიც ზელენსკის გუნდის მიერ იქნა დაშვებული, რამაც საბოლოო კრახი განაპირობა. ისინი აშანტაჟებენ საკუთარ პატრონებს გლობალური ომის პარტიიდან, რომ თუ ბოლომდე არ უპატრონებენ, მთელ მსოფლიოს საკუთარი პირით მოუყვებიან სიმართლეს, უახლესი ისტორიის უდიდეს ბლეფზე, რაც ბევრისთვის აქამდეც დიდი ხანია ნათელია. ამასთან დაკავშირებით დაწერა ფრანგმა პოლიტიკოსმა, პარტია "პატრიოტების" ლიდერმა, ფლორიან ფილიპმა, რომლის თქმითაც, “დიფ სთეითი” (The Deep State) იქცევა ისე, როგორც ყოველთვის იქცევა - ქმნის მარიონეტებს, შემდეგ მოისვრის და ბოლოს ანადგურებს მათ! ზელენსკის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრის და ერთ დროს, ქართველი ლიბერალების კერპის, არესტოვიჩის განცხადებით უკრაინა ვეღარც კი იოცნებებს ისეთი შეთანხმების გაფორმებაზე, როგორიც სტამბოლის მოლაპარაკებების მაგიდაზე იდო. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ უკრაინა მილიონამდე მსხვერპლით, ათეულობით მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანით, ამოწყვეტილი გენოფონდით, მიწასთან გასწორებული ქალაქებით, დანგრეული ინფრასტრუქტურით, ამერიკული კორპორაციების ხელში გადასული ეკონომიკით, უდიდესი ვალებით მიდის იმ წერტილში, სადაც შეეძლო ყოფილიყო აღნიშნული წარმოუდგენელი მასშტაბის ეროვნული ტრაგედიის გარეშე!!! ამ ფონზე, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ ომის შემდეგ, ის და მისი მეუღლე დასასვენებლად წასვლას აპირებენ... როგორც ჩანს, გადაიღალა ჟურნალებისთვის პოზირებით... წარმოუდგენელია ამაზე დიდი ცინიზმი! ქვეყანა დაანგრიეს, გრძელვადიანი კატასტროფისთვის გაწირეს და წავალთ მალდივებზე დავისვენებთო... P.S. ერთი-ერთში იგივე სცენარის განხორციელება სურდათ და დღემდე სურთ საქართველოში...” - წერს ვატო შაქარიშვილი.

ზელენსკი მეუღლესთან ერთად კანადაში ჩავიდა

მსოფლიო 1695365052

ზელენსკი მეუღლესთან ერთად კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა კანადაში ჩავიდნენ. მათ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დახვდათ.კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ჯასტინ ტრუდო ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვდება, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით მიმართვა კანადის პარლამენტისთვის.კანადაში ყოფნისას ზელენსკი ასევე ეწვევა ტორონტოს, სადაც კანადის ბიზნესლიდერებს შეხვდება, რათა გააძლიეროს კერძო სექტორის ინვესტიციები უკრაინისთვის.„კანადა ურყევად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, ისევე როგორც ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, როგორებიცაა კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის პატივისცემა“, – აღნიშნულია ჯასტინ ტრუდოს განცხადებაში.

byonce

მსოფლიო 1681713120

TIME-მა 2023 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა

გავლენიანმა გამოცემა TIME-მა 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ასეული რამდენიმე კატეგორიის მიხედვით, თანამედროვე პოპ-კულტურის, ხელოვნების, პოლიტიკის, საზოგადოებრივი აქტივიზმის, სპორტისა და სხვა სფეროებში მოღვაწე გამორჩეულ პერსონებს აერთიანებს.კატეგორიაში სახელწოდებით – Pioneers, წელს მოდელი ბელა ჰადიდი მოხვდა. იგივე კატეგორიაში ვხედავთ ამერიკის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) ახლად არჩეული პრეზიდენტს, დიზაინერ თომ ბრაუნს. რაც შეეხება კატეგორია Icons – გამორჩეულია HBO-ს ჰიტად ქცეული სერიალის, The White Lotus-ის ვარსკვლავი – ჯენიფერ ქულიჯი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შოუმ აქცია ქულიჯი სერიალების ინდუსტრიის აქტუალურ სახედ.TIME-ის ასეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორიაა „ლიდერები“. ამ კატეგორიის მთავარ ფიგურად გამოცემამ უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა დაასახელა.TIME-ის სიის კიდევ ერთი მთავარი კატეგორიაა „ტიტანები“. მასში წარმოდგენილ ცნობილ სახეებს შორის წელს მოხვდნენ სხვადასხვა სფეროს ისეთი წამყვანი ფიგურები, როგორებიც არიან Beyonce, ილონ მასკი, ლიონელ მესი.

ზელენსკა

ომი უკრაინაში 1677997155

„არა მხოლოდ ქალებია - დაზარალებულთა შორის 39 მამაკაცია, 13 არასრულწლოვანი, მათ შორის ბიჭი...“ - ოლენა ზელენსკამ რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე ისაუბრა

რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.„ამ ციფრს მიღმა არა მხოლოდ ქალებია - დაზარალებულთა შორის 39 მამაკაცია. 13 არასრულწლოვანი, მათ შორის ბიჭი. ამ შემთხვევების შესახებ მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ ამ ხალხმა საუბრის ძალა აღმოაჩინა საკუთარ თავში. რამდენი იტანჯება სიჩუმეში, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - არ ვიცით”, - თქვა ზელენსკამ.პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი უკრაინელების გაუპატიურებების რაოდენობა და დაუცველობა იმაზე მეტყველებს, რომ ეს რუსული არმიის შეგნებული პოლიტიკაა“.„ეს მათი შეგნებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური იარაღია უკრაინელების წინააღმდეგ”, - თქვა ზელენსკამ.

ბაიდენი

პოლიტიკა 1676888994

ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის დროს ქვეყნისთვის დამატებითი, ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის დახმარება დააანონსა.ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის დამატებითი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალა, მეტი „ჯაველინები“ და ჰაუბიცები.აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგობის მედეგობაზე.„ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას“, - განაცხადა ბაიდენმა.ჯო ბაიდენი დღეს კიევს ეწვია და პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას შეხვდა.

ზელენსკები

მსოფლიო 1675672137

ერთადერთი სურვილი მაქვს შენთვის... - როგორ მიულოცა ზელენსკიმ იუბილე მეუღლეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლეს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და ოლენა ზელენსკას მადლობას საჯაროდ უხდის.„ჩემო ძვირფასო, მინდა მადლობა გადაგიხადო. იმისთვის, ვინც ხარ ჩემს ცხოვრებაში. ახლა აქ ყოფნისთვის.უკრაინის რწმენისა და გამარჯვებისთვის. ჩემი გაძლიერებისთვის, მთელი ამ წლებისთვის, საათებისთვის, წუთებისთვის… და კიდევ ერთხელ ამ წლისთვის. იმისათვის თუ, როგორ წარმოადგენ უკრაინას.მადლობა ჩვენი მშვენიერი ბავშვებისთვის. გილოცავ დაბადების დღეს.ერთადერთი სურვილი მაქვს შენთვის. დაე, უფრო ადრე დადგეს თქვენს ცხოვრებაში გამარჯვების დღე…ყველა ადამიანის ცხოვრებაში! გილოცავ სიყვარულით! შენი ვოლოდიმირი,“ – წერს ზელენსკი. 

ზელენსკები

მსოფლიო 1674632331

„მინდა შენთან ერთად სამუდამოდ ვიღიმოდე“ - როგორ მიულოცა ოლენა ზელენსკამ მეუღლეს დაბადების დღე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იუბილარია. ოლენა ზელენსკა მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს:„ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიცვალე ამ წლის განმავლობაში და ყოველთვის ვპასუხობ: არა, არ შეცვლილა. ისევ ის ბიჭია, რომელსაც 17 წლის ასაკში შევხვდი.მაგრამ სინამდვილეში, რაღაც შეიცვალა: ახლა, გაცილებით ნაკლებად იღიმები. მაგალითისთვის, როგორც ამ ფოტოზე... გისურვებ ღიმილისთვის მეტი მიზეზი გქონდეს და შენ იცი ამისთვის რა არის საჭირო, ეს ყველამ ვიცით.საკმარისად ჯიუტი ხარ, მაგრამ მთავარია გქონდეს საკმარისი ჯანმრთელობა, ამიტომ გთხოვ, იყავი ჯანმრთელი! მინდა შენთან ერთად, სამუდამოდ ვიღიმოდე. მომეცი ეს შესაძლებლობა".            View this post on Instagram                       A post shared by Olena Zelenska (@olenazelenska_official)