ჭავჭავაძეზე ხანძარია - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
1734802938
გავლენიანმა გამოცემა TIME-მა 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ასეული რამდენიმე კატეგორიის მიხედვით, თანამედროვე პოპ-კულტურის, ხელოვნების, პოლიტიკის, საზოგადოებრივი აქტივიზმის, სპორტისა და სხვა სფეროებში მოღვაწე გამორჩეულ პერსონებს აერთიანებს.
კატეგორიაში სახელწოდებით – Pioneers, წელს მოდელი ბელა ჰადიდი მოხვდა. იგივე კატეგორიაში ვხედავთ ამერიკის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) ახლად არჩეული პრეზიდენტს, დიზაინერ თომ ბრაუნს. რაც შეეხება კატეგორია Icons – გამორჩეულია HBO-ს ჰიტად ქცეული სერიალის, The White Lotus-ის ვარსკვლავი – ჯენიფერ ქულიჯი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შოუმ აქცია ქულიჯი სერიალების ინდუსტრიის აქტუალურ სახედ.
TIME-ის ასეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორიაა „ლიდერები“. ამ კატეგორიის მთავარ ფიგურად გამოცემამ უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა დაასახელა.
TIME-ის სიის კიდევ ერთი მთავარი კატეგორიაა „ტიტანები“. მასში წარმოდგენილ ცნობილ სახეებს შორის წელს მოხვდნენ სხვადასხვა სფეროს ისეთი წამყვანი ფიგურები, როგორებიც არიან Beyonce, ილონ მასკი, ლიონელ მესი.