ზელენსკი დუბლინში ჩავიდა

ზელენსკი დუბლინში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი დუბლინში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

ირლანდიის პრემიერი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკას აეროპორტში დახვდა.

მაიკლ მარტინის თქმით, ირლანდიის მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც საკუთარ თავისუფლებასა და დემოკრატიას იცავს, ურყევი რჩება.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ირლანდიაში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფლორიდაში ამერიკულ დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალური ანგარიში უნდა წარუდგინოს. მანამდე, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაცია სრულ ანგარიშს ამზადებდა და მას მალე პრეზიდენტს ევროპაში შეხვედრის დროს პირადად წარუდგენდა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინისთვის „სამშვიდობო გეგმის“ განხილვის კონტექსტში ყველაზე მეტ დისკუსიას სამი საკითხი იწვევდა.