უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის მფლობელი გახდა

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის მფლობელი გახდა. ოლენა ზელენსკამ 4.5 მილიონ ევროდ ახალი „პივერიკარი“ „ბუგატი ტურბილიონი“ შეიძინა, - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა იუწყება, რომლის რეპორტიორებმაც ინფორმაცია ავტოსალონის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მიიღეს და ზელენსკას ახალი მანქანის ინვოისის ასლის მოპოვებაც შეძლეს.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თითქმის ოთხი მილიონი ევროს საბაზისო ფასს, ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზებები დაემატა. ავტომწარმოებელი აღნიშნული მოდელის ავტომობილის 250 ერთეულის გამოშვებას გეგმავს, ოლენა ზელენსკა მანქანას, სავარაუდოდ, 2026 წელს მიიღებს.