პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
„ამ ციფრს მიღმა არა მხოლოდ ქალებია - დაზარალებულთა შორის 39 მამაკაცია. 13 არასრულწლოვანი, მათ შორის ბიჭი. ამ შემთხვევების შესახებ მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ ამ ხალხმა საუბრის ძალა აღმოაჩინა საკუთარ თავში. რამდენი იტანჯება სიჩუმეში, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - არ ვიცით”, - თქვა ზელენსკამ.
პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი უკრაინელების გაუპატიურებების რაოდენობა და დაუცველობა იმაზე მეტყველებს, რომ ეს რუსული არმიის შეგნებული პოლიტიკაა“.
„ეს მათი შეგნებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური იარაღია უკრაინელების წინააღმდეგ”, - თქვა ზელენსკამ.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944