ჭავჭავაძეზე ხანძარია - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
1734802938
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომ 20 000-მდე გატაცებულიდან უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. მისივე თქმით, გატაცებული ბავშვების უმეტესობა ობოლი ან მშობლის მზრუნველობას მოკლებულია.
"რუსეთი ჩვენთან პირდაპირ კონტაქტს არ ამყარებს. ამიტომ, ბავშვები სახლში მიდიან მესამე ქვეყნების გავლით. ბევრი მზრუნველი ადამიანის შუამავლობით...ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიო თანამშრომლობა. გატაცებული ბავშვების გადასარჩენად დიდი იმედი მაქვს კოალიციის, რომლის შექმნაც კანადამ შემოგვთავაზა ერთი თვის წინ და რომელიც მალე უნდა ამოქმედდეს," - ამბობს ზელენსკა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაბრუნებულმა ბავშვებმა ფსიქოლოგიური, მატერიალური და სოციალური მხარდაჭერა მიიღეს. თუმცა, ზელენსკას თქმით, არანაკლებ რთულია, რომ მათ ჰქონდეთ სწავლისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა.
ასევე ნახეთ:
დაკავებულია ქალი, რომელმაც მცირეწლოვანი შვილები გაზქურაზე ხელების დაწვით დასაჯა