შერმადიინი - თოფურია

სპორტი 1739107341

„ყველა სფეროში ვკაშკაშებთ ქართველები! რამხელა სიამაყეა!.."- როგორ ეხმაურება ნინი შერმადინი ალექსანდრე თოფურიას UFC-ში სადებიუტო ბრძოლის მოგებას

 „რამხელა სიამაყეა! ვულოცავ ყველას ალექსანდრეს გამარჯვებას! რამდენი ქართველი ვარსკვლავი გვყავს UFC ში...“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი, ნინი შერმადინი წერს და ქართველი ალექსანდრე თოფურიას UFC-ში სადებიუტო ბრძოლის მოგებას ეხმაურება.მომღერალი საქართველოს მოქალაქეებს მთელი გულით ულოცავს ალექსანდრე თოფურიას წარმატებებს: „ყველა სფეროში ვკაშკაშებთ ქართველები! რამხელა სიამაყეა! ვულოცავ ყველას ალექსანდრეს გამარჯვებას!რამდენი ქართველი ვარსკვლავი გვყავს UFC ში...საქართველოს გაუმარჯოს! – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

მომღერალი

საზოგადოება 1738341673

„ნუ ნერვიულობთ დეპორტაციაზე…“ - რას წერს ნინი შერმადინი აშშ-დან

ამერიკაში მცხოვრები, ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი სტატუსს აქვეყნებს: „მეგობრებო, ძალიან ბევრი ანონიმური პოსტი მხვდება და არ შემეძლო არ დამეწერა ეს პოსტი.ქართველებო, ვინც ნერვიულობთ დეპორტაციაზე, გთხოვთ ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორებს, რომ თითქოს ხალხს ქუჩაში დასდევენ და ადეპორტებენ. დიახ არის რეიდები, მაგრამ ვისაც კრიმინალი აქვს ჩადენილი იმ ადამიანებს ეხებათ და არა პატიოსან მშრომელ ხალხს. ამას წინათ, სადღაც წავიკითხე, ვითომ  X Factory -დან ხალხი აიყვანეს, ზუსტად იმ დღეს იქ ვმღეროდი ღამის 1 საათამდე, იქ ვიყავით მე და ირაკლი შარაძე. პოლიცია უბრალოდ პერიმეტრს აკონტროლებდა, როგორც ეს სულ ხდება. არავინ არ აუყვანიათ და არც გაუდეპორტებიათ, გუშინ ჩემი მეგობარი გააჩერეს, ისიც მექსიკიდან შემოსული და უპრობლემოდ გაუშვეს!ჩემი მეგობრის დეიდაშვილის შვილს, ახალგაზრდა ბიჭს, გული გაუსკდა ნერვიულობისგან, არ იმუშაო გაგადეპორტებენო და ვერ გადაიტანა ადამიანმა, ამდენ ვალს როგორ გადავიხდიო და გარდაიცვალა! კაცი გარდაიცვალა ნერვიულობით!!!! ყველას გული ერთნაირად ვერ უძლებს! ამდენი ანონიმური მესიჯი ჯგუფებში, ასე ხალხის დაზაფრა, თქვენ რა სიამოვნებას განიჭებთ? რას ემსახურებით?  რამ გაგაბოროტათ ასე ხალხო?!მეგობრებო, გთხოვთ ნუ უსმენთ ნურავის, გააგრძელეთ მუშაობა პატიოსნად, იცხოვრეთ მშვიდად, ჩვეულ რიტმში! მშვიდობიან და მშრომელ ხალხს არავინ არსად გააგდებს! მიყვარხართ  და წარმატებები ყველას", -წერს ნინი. 

მომღერალი

faceამბები 1737725160

„მისია შესრულებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინი შერმადინი

ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და სასიხარულო ამბის შესახებ წერს. როგორც ირკვევა, ნინის შვილმა, მარიამ ციცაგმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო:"მისია შესრულებულია Mariam Tsitsagi, გილოცავ ამერიკის მოქალაქეობას! წარმატებებს და შენი მიზნების ბოლომდე შესრულებას გისურვებ! " - წერს ნინი.  

ნინი შერმადინი

სპორტი 1737281858

„მადლობა მერაბ! დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის დროშა ვერასდროს აიწევა საქართველოს დროშაზე მაღლა!“ - ნინი შერმადინი

ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის შესანიშნავ გამარჯვებას ეხმაურება.როგორც ნინი აღნიშნავს, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის დროშა ვერასდროს აიწევა საქართველოს დროშაზე მაღლა.„მადლობა მერაბ! დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის დროშა ვერასდროს აიწევა საქართველოს დროშაზე მაღლა! მადლობა, შენ გენაცვალე!“ – აღნიშნავს ნინი.მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. 

მომღერალი

faceამბები 1736496129

ნინი შერმადინი ვიდეომიმართვას ავრცელებს - „ასეთი საშინელება ამოვიდა მისი პირიდან შობის დღეს“

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის მის ერთ-ერთ გამომწერს მიმართავს. მიზეზი ნეგატიური კომენტარია, რომელიც ნინიმ მისგან მიიღო.„ჩემი და პატარა ბავშვის ვიდეო დავდე და ქალის პროფილიდან, ვინმე ანამ დამიწერა, რომ მიწაში იყავი დაწყევლილი შენ და შენი შვილიო...მესმის, რომ ვიღაცეებს არ მოგწონვართ, ან ჩემი პოსტები გაღიზიანებთ… არ ვიცი ყველას გემოვნებაში ვერ ჩავჯდები რა თქმა უნდა, არ შეიძლება ყველას მოსწონდე, თუმცაღა მართლა ღმერთის წინაშე ვარ მართალი და საკუთარ სინდისთან ვარ მართალი, რომ არავისთვის არაფერი დამიშავებია, არ მისურვებია ცუდი და არ დამიწყევლია.რატომ შეიძლება მოგინდეს ადამიანის დაწყევლა შვილთან ერთად არ ვიცი... მე ამისი არ მეშინია ანა. მე მომხვდა გულზე შენი საცოდაობა იმიტომ რომ ქალი ხარ და შენც ვიღაცის შვილი ხარ და ღმერთმა ქნას, რომ ბევრი შვილი გყავდეს.ბოროტებას როცა სხვას უსურვებ ის აუცილებლად მაწყევარს მიუბრუნდება. მე ამას არასოდეს გისურვებ. ასეთი საშინელება ამოვიდა მისი პირიდან შობის დღეს, გულწრფელად მეცოდები, ვისურვებდი ვიცოდე რატომ გძულვარ ასე, რა დაგიშავე ამისთანა, რომ შობის დღეს დამწყევლე შვილთან ერთად. ღმერთმა შეგინდოთ და მეც შემინდოს, ყველას გთხოვთ პატიებას, თუ ოდესმე ვინმესთვის მიწყენინებია“, – ამბობს ნინი შერმადინი მიმართვაში.

მომღერალი

საზოგადოება 1734466409

„ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მაგრამ სიმართლეა...“ - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„გამარჯობა მეგობრებო, ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მაგრამ სიმართლეა და ამ სიმართლეს ვერ გავურბივარ. როგორც მომღერალმა, მუსიკოსმა და ავტორ-შემსრულებელმა, ვერ გავიკეთე ისეთი კარიერა, რომ ფინანსურად საკუთარ ნიჭზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. მოკლედ რომ ვთქვათ, არ მემღერება, ბევრი მიზეზის გამო. ამ მომღერლობითაც ბევრს ვერაფერს მივაღწიე, ასე რომ, მეგობრებო, ვეძებ სტაბილურ სამსახურს, ვიცი 4 ენა: ინგლისური, რუსული, ბერძნული და ქართული. მაქვს საბანკო გამოცდილება, customer service უმაღლეს დონეზე. თუ ვინმეს გაქვთ ვაკანსია ან იდეა, სად შეიძლება გამოგადგეთ, მომწერეთ. მადლობა წინასწარ", - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. 

nini

faceამბები 1731650788

„ღმერთმა ყველას გაშოროთ, რაც მე გავიარე…“ - ნინი შერმადინი კრიტიკოსს პასუხობს

ნინი შერმადინი „ტიკ-ტოკზე“ ეხმაურება ერთ-ერთ კომენტარს, რომელიც მასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაიწერა: „რაღაც დაქალებულა, ან მოტეხილია. ამ დროს აქვს საშუალება, რომ კარგად გამოიყურებოდეს“.ნინი ამ კომენტარს შემდეგნაირად პასუხობს:„ძალიან კარგი რამეა ეს „ტიკ-ტოკი“. ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ დაგიწერონ, არსად ფიქრობენ, მოურიდებლად, შენც ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლია პასუხი გასცე. გავბრაზდი? არა. ლოგიკურია, 36 წლის ვხდები დეკემბერში. ისე აღარ გამოვიყურები, როგორც 16 წლის ან 25 წლის ასაკში. გეთანხმებით, 2019 წლის ფოტოებსა და ვიდეოებს რომ ვუყურებ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. ჩამომეწია ქუთუთოები, ეს გამოიწვია ბევრმა ტირილმა, 2020 წლის შემდეგ ასე მაქვს თვალები, ჩამოწელილი და ჩამოღვენთილი, მოწყენილი, გავჭაღარავდი 2020 წლის შემდეგ. ღმერთმა ყველამ გაშოროთ, რაც მე გავიარე. პანდემიის დროს ვიყავი ამერიკაში, როცა ორივე მშობელი ერთმანეთის მიყოლებით გარდამეცვალა. მამის პანაშვიდზე ვერ ჩამოვედი, დედა ვერ ვნახე გარდაცვალებამდე, რადგან საავადმყოფოდან გამოგვატანეს შავი პარკით. ბავშვი დამრჩა მანდ და რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდი, რომ წამომეყვანა. ამ ყველაფერს გავუძელი მედგრად, წელიწადნახევარი ვიყავი ანტიდეპრესანტებზე, ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, საკმაოდ გავსუქდი კიდეც, დამერღვა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია…ახლა რაც შეეხება საშუალებას, თქვენ რა იცით, მე რისი საშუალება მაქვს. თუ უბრალოდ, ცნობილი რომ ვარ, ამიტომ გგონიათ, რომ ბევრი ფული მაქვს, ან ამერიკაში რომ ვცხოვრობ? მეც ჩვეულებრივი რიგითი ემიგრანტი ვარ, როგორც ყველა. არც სხეული გამიყიდია, არც სული გამიყიდია, არც ღირსება და არც მორალი ჩემი კეთილდღეობისთვის. თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე სუფთად, ჩემი ნიჭიერებისა და შრომის ხარჯზე და ამით ძალიან ვამაყობ.რაც შეეხება ფილერებსა და ბოტოქსებს, არ ვიკეთებ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ბუნებრიობა და ბუნებრივად დაბერება არ „ტეხავს“.ვფიქრობ, ასაკის კვალი ნორმალურიცაა. აწი დავბერდები, არ გავახალგაზრდავდები. თუ მოგწონვართ, როგორიც ვარ და მიმიღებთ, ძალიან გამიხარდება… გკოცნით ყველას, მიყვარხართ…“

ნინი შერმადინი

საზოგადოება 1728734968

„ეს ბიჭი არის საამაყო, ისევე როგორც თითოეული მათგანი!“ – ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის ემოციურ კადრებს გვიზიარებს, რომლებიც უკრაინასთან მარცხის შემდგომ არის გადაღებული. ნინი შერმადინი წერს, რომ საქართველოს საუკეთესო ნაკრები ჰყავს და მათ მადლობას უხდის.„ეს ბიჭი არის საამაყო, ისევე როგორც თითოეული მათგანი! ყველანი მეამაყებით! მიყვარხართ! საუკეთესო ნაკრები გვყავს ქართველებს! ჩემთვის მსოფლიოც ხართ და ევროპის ჩემპიონებიც! თქვენ ხართ საქართველო! წარმატებები ჩემპიონებო! მადლობა, ბოლომდე ბრძოლისთვის! #საქართველოსნაკრები“, – წერს ნინი შერმადინი.ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩში 1:0 დამარცხდა.

ნინი

ტაბლოიდი 1728248338

VIDEO: „საოცარი შეყვარება სცოდნია პარიზს“ – ნინი შერმადინი ტრიუმფალური თაღის ფონზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

მომღერალი ნინი შერმადინი საფრანგეთში იმყოფება და პარიზში, ულამაზესი ტრიუმფალური თაღის ფონზე გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.„ტრიუმფალური თაღი, საოცარი შეყვარება სცოდნია პარიზს, ყველა და ყველაფერი ლამაზია ამ ქალაქში“, – წერს ნინი.გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.„სიყვარულის გოგო სიყვარულის ქალაქში“, „რა ლამაზი ხარ“, „უსაყვარლესი და ულამაზესი ნინი!“, – აღნიშნავენ ფოტოს კომენტარებში.

ნინი შერმადინი

საზოგადოება 1727626157

„ეს რა ვნახე და წავიკითხე... ყველაზე სუფთა შოუბიზნესი გვქონია ქართველებს, დავაფასოთ...“ - ნინი შერმადინი

ამერიკაში მცხოვრები მომღერალი, ნინი შერმადინი ჰოლივუდის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება:„გადარჩენილი ვარ „გოლივუდის“ ვარსკვლავობას... აქამდე ვოცნებობდი და ეს ოცნებაც დამენგრა... ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც... So sad... აღარც ბიონსეს სიმღერები მემღერება, მეწყინა... ყველაზე მეტად ბიონსეს გარევა არ მინდა მართალი იყოს ამ ამბავში. ყველაზე სუფთა შოუბიზნესი გვქონია ქართველებს, დავაფასოთ...  „მევიდა ჩვენი დრო, გონია“.P.S ვინმეს, რომ არ გეგონოთ, ეს პოსტი ჩემი მეორე უსაყვარლესი ქვეყნის დაკნინებას გულისხმობს, აქვე გეტყვით, რომ ამერიკა ზუსტად ის ქვეყანაა, სადაც კანონი უზენაესია და ყველასთვის ერთია. ამიტომ ბრალეულობა თუ დაუმტკიცდათ, აუცილებლად გასამართლდება ყველა,“ - წერს მომღერალი.16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy - Dirty Money) დააკავეს. მუსიკოსს სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება ბრალად.ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და კომბსი ბრუკლინის წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობით, საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.გარდა ამისა, პროკურორების მტკიცებით, რეპერი წვეულებებზე გადაღებული ვიდეოებს მანიპულაციისთვის და შანტაჟისთვის იყენებდა. 14-გვერდიანი ფედერალური ბრალდების თანახმად, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულები იყვნენ Diddy-ს ბიზნესის წარმომადგენლები, დაცვის წევრები, პირადი ასისტენტები და სხვა ადამიანები. აღნიშნულია, რომ რეპერი და მისი თანამზრახველები 16 წლის განმავლობაში არღვევდნენ კანონს.დაკავებული რეპერი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

მამუკა ლომაშვილი

საზოგადოება 1727591638

„სამშობლოს სიყვარული ემიგრანტებზე მეტად არავინ იცის“ - მამუკა ლომაშვილის „თბილისური საღამო“ ბრუკლინში, რომელიც ემიგრანტებს საქართველოს მონატრებას შეუმსუბუქებს

ცნობილი პაროდისტი და მსახიობი, მამუკა ლომაშვილი უკვე 3 წელია, ემიგრაციაშია და პირად საუბრებშიც და საჯაროდაც ყოველთვის ამბობს, რომ სამშობლოს მონატრება ერთ-ერთი მძიმედ გადასატანი გრძნობაა, ემიგრანტებისთვის. ამის გამო, გადაწყვიტა, ბრუკლინში გაეკეთებინა ახალი პროექტი, ამერიკაში მყოფი ქართველებისთვის და ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა. 3 წელია, ემიგრაციაში ვარ და კარგა ხანია, მქონდა წყვეტა ჩემს საქმიანობასთან. ნინი შერმადინს აქვს არაჩვეულებრივი სტუდია, შარშან იქ გავაკეთე სპექტაკლი, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა ჩემზე და მომინდა, რომ სამწლიანი ემიგრაციის შემდეგ დავუბრუნდე სცენას და გავაგრძელო ჩემი საქმიანობა როგორც რეჟისორის ამპლუაში, ესტრადაზე, ასევე, როგორც წამყვანმა. ამიტომ, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ლამაზი საღამო.25 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, რესტორან „x ფაქტორში“ რომელიც მდებარეობს ბრუკლინში, ტარდება არაჩვეულებრივი პროექტი, „თბილისური საღამო“, სადაც ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები და კომპოზიციები გაჟღერდება, ქართული სიმღერისა და ესტრადის მსახიობების მონაწილეობით.ეს მართლაც თბილისური საღამო იქნება, ძალიან თბილი, სიყვარულით სავსე, რაც განსაკუთრებით გვჭირდება ემიგრანტებს. ძალიან დიდი მონდომებით ვარჩევთ რეპერტუარს: იქნება სიმღერები, ლექსები, კომპოზიციები ჩვენი საყვარელი არტისტების მონაწილეობით.სცენაზე იქნებიან ვლად არამოვი, ნინი შერმადინი, ცუცა კაპანაძე, გია ფეიქრიშვილი, ირაკლი შარაძე. საღამოს მე და ცუცა გავუძღვებით. საღამოს ბოლოს იქნება ძალიან საინტერესო სიურპრიზი, რომელიც ყველა იქ მყოფს აავსებს სიყვარულით, სიხარულით და ალბათ ცრემლსაც კი მოჰგვრით. ასე რომ, ძალიან საინტერესოდ განვითარდება ჩვენი საღამო.ემოგრანტობა ძალიან ძნელია. სამშობლოს სიყვარული კი ემიგრანტებზე მეტად არავინ იცის და იმ დედებზე მეტად, ვინც შვილები დატოვა და ემიგრაციას მიაშურა. ამიტომ ასეთი პროექტები საჭიროა, რომ სამშბლოს მონატრება მოვიკლათ და ერთმანეთს სითბო და სიყვარული გავუზაიროთ, რაც დიდხანს გაგვყვება და გაგვიადვილებს სამშობლოსთან და ოჯახთან განშორებას. 

ნინი და მერაბი

ტაბლოიდი 1726391188

შენ გენაცვალე მე მაგ ქართულ გულში! დღეს გამოვცადე საკუთარ თავზე, როგორ გეკეცება მუხლები სიხარულით! - ნინი შერმადინი

მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ნინი შერმადინი ეხმაურება.ნინი მთელ საქართველოს მერაბის ჩემპიონობას ულოცავს და დვალიშვილს მადლობას უხდის.„გილოცავ საქართველო! ქამარი ჩვენია!!!!!!! Merab “The Machine” Dvalishvili. შენ გენაცვალე მე მაგ ქართულ გულში! „მშენებლობიდან დავიწყე, შემომხედეთ ახლა! მე ჩემპიონი ვარ! ყველაფერი შესაძლებელია“ მადლობა ჩემპიონო! დღეს გამოვცადე საკუთარ თავზე, როგორ გეკეცება მუხლები სიხარულით! არ ვიცი ეს რა განცდაა! ამაზე დიდი სიამაყე და ბედნიერება არ არსებობს! საოცარი განცდაა! მადლობა მეგობარო! კარგო კაცო! ძალიან ამაყი ვარ და ნამდვილად პატივია, რომ გიცნობ! ყველას გვიყვარხარ!“ – წერს ნინი შერმადინი.