„მადლობა მერაბ! დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის დროშა ვერასდროს აიწევა საქართველოს დროშაზე მაღლა!“ - ნინი შერმადინი

ნინი შერმადინი

ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის შესანიშნავ გამარჯვებას ეხმაურება.

როგორც ნინი აღნიშნავს, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის დროშა ვერასდროს აიწევა საქართველოს დროშაზე მაღლა.

„მადლობა მერაბ! დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის დროშა ვერასდროს აიწევა საქართველოს დროშაზე მაღლა! მადლობა, შენ გენაცვალე!“ – აღნიშნავს ნინი.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.