რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ახლა საჭიროა რუსეთზე ზეწოლის ტაქტიკა ტერორისა და ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„რუსეთი აშკარად უგულებელყოფს დიპლომატიას და მსოფლიოსთან კონტაქტებს იყენებს მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს და არა ომის დასასრულებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებზე ახალი დარტყმები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ შეთავაზება თითქმის ერთი თვის წინ გაკეთდა.
ზელენსკის თქმით, რუსეთი თავს ესხმის კიევს, ხარკოვის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა ქვეყანასთან, ყველა ლიდერთან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ გავლენის მოხდენა, რათა რუსეთმა იგრძნოს ომის საფასური – საფასური, რომელიც მათთვის უცვლელად იზრდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ამზადებს სანქციების პაკეტს რუსეთისთვის.