1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ამერიკაში მცხოვრები მომღერალი, ნინი შერმადინი ჰოლივუდის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება:
„გადარჩენილი ვარ „გოლივუდის“ ვარსკვლავობას... აქამდე ვოცნებობდი და ეს ოცნებაც დამენგრა... ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც... So sad... აღარც ბიონსეს სიმღერები მემღერება, მეწყინა... ყველაზე მეტად ბიონსეს გარევა არ მინდა მართალი იყოს ამ ამბავში. ყველაზე სუფთა შოუბიზნესი გვქონია ქართველებს, დავაფასოთ... „მევიდა ჩვენი დრო, გონია“.
P.S ვინმეს, რომ არ გეგონოთ, ეს პოსტი ჩემი მეორე უსაყვარლესი ქვეყნის დაკნინებას გულისხმობს, აქვე გეტყვით, რომ ამერიკა ზუსტად ის ქვეყანაა, სადაც კანონი უზენაესია და ყველასთვის ერთია. ამიტომ ბრალეულობა თუ დაუმტკიცდათ, აუცილებლად გასამართლდება ყველა,“ - წერს მომღერალი.
16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy - Dirty Money) დააკავეს. მუსიკოსს სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება ბრალად.
ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და კომბსი ბრუკლინის წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.
პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობით, საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.
გარდა ამისა, პროკურორების მტკიცებით, რეპერი წვეულებებზე გადაღებული ვიდეოებს მანიპულაციისთვის და შანტაჟისთვის იყენებდა. 14-გვერდიანი ფედერალური ბრალდების თანახმად, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულები იყვნენ Diddy-ს ბიზნესის წარმომადგენლები, დაცვის წევრები, პირადი ასისტენტები და სხვა ადამიანები. აღნიშნულია, რომ რეპერი და მისი თანამზრახველები 16 წლის განმავლობაში არღვევდნენ კანონს.
დაკავებული რეპერი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.