ბრეგვაძე

ტაბლოიდი 1717083540

VIDEO: „შენი ჭირიმეეე... აღარ მინდა, არა...“ - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ლეგენდარული ბებიის სახალისო კადრებს აქვეყნებს

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე რამდენიმე ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის განმავლობაში, ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. ის ცოცხალი ლეგენდაა .ნანი, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 87 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე ბებიის და შვილის კადრებს გვიზიარებს - პატარა სანდრო დიდ ბებოს ყვავილებით ანებივრებს.ნახეთ კადრები ↓

ნანი ბრეგვაძე

საზოგადოება 1713562100

მუდამ ელეგანტური და დახვეწილი - ნანი ბრეგვაძის გამორჩეული სტილი

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა.მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური სტილითაც აღაფრთოვანებს. ამჯერად, ლეგენდარული მომღერლის ყველაზე გამორჩეულ ჩაცმულობებს გადავავლოთ თვალი. 

ana

კულტურა 1709916943

"დარწმუნებული ვარ, ორ-სამ წელიწადში, მსოფლიო ამომავალ ვარსკვლავს გაიცნობს" - ვინ არის თამარ ივერის რჩეული - ანა ონიანი

ერთი თვითმყოფადი, ნუშის თვალება, მეოცნებე გარდაბნელი გოგონასთვის, სიმღერა ბავშვობის სიყვარულად ქცეული გატაცება იყო. საგუნდო მომღერლობაც, ალბათ, ბავშვობას თან გაჰყვებოდა, ისიც ბიოქიმიკოსი თუ მეცნიერი გამოვიდოდა და რომ არა, ბიძის კეთილი რჩევა, დღეს ანა ონიანის სამომავლო საოპერო კარიერაზე არავინ ისაუბრებდა."ბიძამ მოსმენაზე ელზა ხარაძესთან მიმიყვანა და აქედან დაიწყო ყველაფერი. მან ძახილის ნიშნით თქვა, ეს ბავშვი ოპერის განხრით უნდა წავიდესო. კლასიკური მუსიკა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ამიტომ ქალბატონი ელზას დასმული დიაგნოზი და ეს ახალი გამოწვევა, მივიღე" - ამბობს "პრაიმტაიმთან" ანა ონიანი.პირველ პედაგოგს დაეთანხმა ცნობილი ტენორი, გიორგი ონიანი და ნიჭიერ ნათესავს კონსერვატორიაში ჩაბარება ურჩია. თუმცა, გოგონაში გარდატეხა გაცილებით ადრე მოხდა. როგორც ანა გვიყვება, მისი სრული ტრანსფორმაცია პატრიარქის "ავე მარიას" უკავშირდება. იანო ალიბეგაშვილის შესრულებულმა ამ ძალზე ემოციურმა ნაწარმოებმა, ახალი ცხოვრების გზის გასაყარზე მდგარი ანა, სწორი მიმართულებით წაიყვანა. ამბობს, რომ ის უცნაური ჟრჟოლვა, რაც მოსმენისას დაეუფლა, დღემდე ახსოვს და აფორიაქებს. აი, რა არის ჭეშმარიტ ხელოვნებასთან თანაზიარობა...ანა ონიანი: მახსოვს, სადღაც 14 წლის ვიყავი; მაშინ ფიქრიც კი არ მქონია, რომ ოდესმე ოპერას ვიმღერებდი და... უცებ ტელევიზორიდან მესმის "ავე მარია", შოკი მივიღე! გაოგნებული ვიყავი, ასეთი ლამაზი, არამიწიერი ხმით სიმღერა როგორ შეიძლებოდა. დღემდე მახსოვს ეს შეგრძნება. იმ დროსაც ბევრი ჟანრის მუსიკას ვუსმენდი (დღემდე ასე ვარ). ვგიჟდები ჯაზზე. მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყო, შეუდარებელი! გამაოგნა. ეს არ იყო ჩვეულებრივი შეგრძნება...სამი წლის შემდეგ ანა უკვე კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. სამი წელი გოჩა ბეჟუაშვილის კლასში ისწავლა. თუმცა, თავიდან, მისაღებ გამოცდაზე, თამარ ივერმა შენიშნა, რომელიც კომისიის წევრებს შორის იჯდა. როგორც მომღერალი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ანას  თვალშისაცემი სულიერება მაშინვე გამოარჩია."ამ ფერიასავით გოგოს, ნამღერ ფრაზებში, საოცარი სულიერება ეტყობოდა. ჩემი ყურადღება მისმა მუსიკალურობამ და ლამაზმა ლეგატომ მიიქცია. არის რაღაცები, რაც ადამიანს ბუნებაში აქვს, უპედაგოგოდ, სწავლის გარეშე. ეს არის არტისტიზმი, მუსიკალურობა და ხმაში ბუნებრივი ლეგატო. მოკლედ, ანამ თავისი ხმის ხარისხით და ყველა ამ მონაცემის გამო, კომისიის ყველა წევრის მოწონება დაიმსახურა. უმაღლესი შეფასება დავუწერეთ. და როდესაც ცნობილმა ტენორმა, გიორგი ონიანმა მორიდებით მოიკითხა გერმანიიდან, აბა, რა ქნა ჩემმა ნათესავმაო (მანამდე გაგვაფრთხილა, ყურადღება მიაქციეთო), რა სჭირდა საპროტექციო, უმაღლესი ქულა მიიღო-მეთქი, რომ ვუთხარი, სასიამოვნოდ გაოცდა..." - ამბობს თამარ ივერი "პრაიმტაიმთან".აი, რას ამბობს პედაგოგზე შეყვარებული ანა.ანა ონიანი: თამარ ივერი ძალიან დიდი ფიგურაა  ქართულ საოპერო სივრცეში. დიდი გამოცდილების მატარებელია. მასთან მუშაობა დიდი გამართლებაა. თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, ამ პროფესიაში გამართლებაც გჭირდება. მის ყურადღებას და გვერდში დგომას პირველივე კურსიდან ვგრძნობდი. მეოთხე კურსზე, მის კლასში, ჩემი სურვილით გადავედი და ეს ჩემთვის ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა.მოქმედმა მომღერალმა ზუსტად იცის, ყველა დეტალი, შეგრძნებები. ოპერა შეგრძნების პროფესიაა, თავისუფლებაა. პედაგოგს დიდი ინტუიცია, სმენა, ალღო სჭირდება. მე გამიმართლა.თამარ ივერი: სწავლის პროცესში, კონცერტებზე გასვლის წინ, ანა რჩევებს მეკითხებოდა. ვაძლევდი რჩევებს, ქვედა რეგისტრზე, სცენაზე დგომასთან დაკავშირებით, შებოჭილი, თავდახრილი იდგა, დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა. ერთხელაც მითხრა, თქვენ მე ისეთ რჩევებს მაძლევთ, რასაც სხვაგან ვერ ვიღებ, არადა, როგორც მომღერალს, ეს რჩევები მზრდისო. მოკლედ, ჩემს კლასში გადმოსვლაზე პირველად უარი ვუთხარი. ის პედაგოგი, ვისთანაც დადიოდა, ჩემთვის პატივსაცემი, ჩემი ყოფილი პედაგოგი გახლდათ. მერე ვხედავდი, რომ ამ ბავშვს დიდი მონაცემები ჰქონდა, მაგრამ სცენაზე შებოჭილი იყო.სცენაზე გასვლიდან დაწყებული, ყოველი მიხრა-მოხრა, კაბის ტარება, მანერები, დახვეწილობა - ყველაფერი ეს გამოარჩევს დივას და ვარსკვლავს რიგითი მომღერლისგან. ნანი ბრეგვაძის სცენაზე დგომა და მიხრა-მოხრა (პირიც რომ არ გააღოს), ეს უკვე ხელოვნებაა. ის რუდუნებით ეკიდება ყველა დეტალს, ტანსაცმელს, აქსესუარს, მოძრაობას. თავჩაქინდრული, წელში მოხრილი და ჩქარი ნაბიჯით გასვლა-გამოსვლა რომ არ ახასიათებდეს მომღერალს, ამაზე პედაგოგმა უნდა იმუშაოს და მისგან დივა უნდა შექმნას. ზოგჯერ ბავშვი კონცენტრირებულია მაღალ ნოტებზე და არ იცის, რა ეცვას, როგორ გამოვიდეს სცენაზე და ასე შემდეგ. მერე გული სწყდებათ, ნოტებს კარგად ვაჩერებ, კარგად ვმღერი და რატომ ვერ ვიკეთებ კარიერასო? იმიტომ, რომ არ ხარ ის პროდუქტი, რომ აგენტს მოეწონო, რომელიც ხედავს, რომ ამ დაუხვეწელობის გამო, ვარსკვლავად ვერ გაქცევს.  ასეთ ალეგორიულ შედარებას მოვიყვან, შეიძლება უმაღლესი დონის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ორი-სამი დეტალით გახდე. მე კიდევ მენანებოდა ანა სამ ვარსკვლავიანობისთვის. მინდოდა რანგი აემაღლებინა. თვითონაც იაქტიურა, იქნებ გახდეთ ჩემი პედაგოგი, თქვენში ვპოვებ გადარჩენის იმედსო. და ჩემს კლასში გადმოვიდა. ენები იცის, ნიჭიერი გოგოა. მივეცი მდიდარი რეპერტუარი. უფრო და უფრო იხვეწება. მეც მის მსგავსად შებოჭილი ვიყავი. არტისტულობა და ნაწარმოებში ჩართულობა აკლდა და ესეც შეიძინა.აქვე გეტყვით, რომ ჩვენი სფეროს აგენტებს იპყრობს ანას საოცარი ხმა, სულიერება, მუსიკალურობა. სიმღერას რომ იწყებს, გიპნოზში აგდებს მსმენელს. ეს მისი ტუზ კოზირია. ლაური ვოლტიმ რენატა ტეპალდიზე თქვა ასეთი გენიალური რამ, ის როგორც შაქარი, ისე იხსნება და უკვალოდ დნება წყალში და ასე ატკბობს თავისი ხმით მუსიკასო. ანაც თავისი მუსიკალურობით ასე ატკბობს და პუბლიკაზე მოქმედებს.ყველასთვის საყვარელმა ბარიტონმა, ბატონმა რეზო ლაგვილავამ ანა რომ მოისმინა, მითხრა, პირველად მოვისმინე გოგონა, რომელიც მუსიკას შენობით ელაპარაკებაო. მიხარია, რომ მისი ტალანტი დაინახა.ანას გარეგნობაც დამახასიათებელია. დღეს ყველა ქალი ერთმანეთს ემსგავსება ბოტოქსით და პლასტიკური ჩარევებით. ანანოს ინდივიდუალური და ბუნებრივი გარეგნობა აქვს, ისევე როგორც, ჰქონდა მარია კალასს, აქვს ნანი ბრეგვაძეს. დღეს იშვიათი გახდა ინდივიდუალური გარეგნობის ქალები. ანანოს გარეგნობა კი, მის შინაგან სამყაროს და სიმღერას ძალიან ესადაგება. ღრმა თვალები და ბუნებრიობა მას სცენაზე ძალიან მიეხმარება. პედაგოგმა, სტიმულისთვის და წარმატებისთვის, საყვარელ მოსწავლეს საკუთარი კაბა აჩუქა. თანამედროვე საოპერო სცენა მომნუსხველმა, სექსუალურმა მომღერლებმა დაიკავეს, რომლებიც ტოლს არ უდებენ ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავებს და ძლიერი ენერგეტიკით მთელს დარბაზს ფეხზე აყენებენ. წარსულს ჩაბარდა ჭარბ წონიანი საოპერო შემსრულებელთა ეპოქა. დღეს სპექტაკლებში სულ სხვა ცეცხლი ინთება...  და თუ მართლა, თვალისმომჭრელად არ გამოიყურები, გაგიჭირდება საოპერო ცის კაბადონზე დიდხანს ციალი. ანა ონიანი: ადრე, გუნდში სიმღერის დროს, შავი გრძელი კაბებით ვმღეროდით. ამიტომ ჩემ გარდერობში მხოლოდ შავი კაბები იყო და... უცებ, თამარის ნაჩუქარმა ყვავილებიანმა კაბამ სულ სხვა ენერგეტიკა მოიტანა, სხვა აურა დატრიალდა. ჩემში ოპერის მომღერალმა გაიღვიძა! ეს შეგრძნება მართლა სხვანაირად მახსოვს. თამარ ივერი: არ შეიძლება მოტირალი ქალივით სულ ფართხუნა შავი კაბები გეცვას. აგენტმა რომ შეგამჩნიოს და აგიყვანოს, შენში სექსუალურობაც უნდა დაინახოს, ქალურობაც, პიროვნებაც. ადრე შეგეძლო გენიალურად გემღერა და ჭარბი წონით მდგარიყავი; მონსერატ კაბალიეს მსგავსად. დღეს უკვე შეიცვალა მიდგომები, ათასი ფანტაზია აქვთ რეჟისორებს. რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა. ოპერის რეჟისორები მომღერლებს სცენაზე დაარბენინებენ. არია, შეიძლება კიბის თავში დაიწყოს, მერე ჩამოდის, კიბეს აირბენს. ხან დაწოლილს ამღერებენ, ხან ფეხზე, ხან დამჯდარს. მოკლედ, ფიზიკური მონაცემების გარეშე, ასეთი მოძრაობები, სიმღერის დროს, გაგიჭირდება. არიების შესრულებას მოძრაობებში შესრულებას გავალდებულებენ. საოპერო ინდუსტრია მოძრავი და მობილური გახდა.  ანას სასცენო გარდერობი კი, ნელ-ნელა შეიცვალა. ვაჩუქე ლამაზი კაბა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. საფრანგეთში კონცერტში უნდა მიმეღო მონაწილეობა, ამისთვის შევიძინე ეს ვარდებიანი კაბა, მაგრამ იქ არეულობა იყო, გამოსვლები და კონცერტი გადაიდო. მას შემდეგ ეს კაბა აღარც ჩამიცვამს.მათ, ვინც ჩემს ჩანაფიქრს პუბლიკამდე მიიტანენ და წარმატებებს მიაღწევენ, ტრადიციულად, ვაჩუქებ კაბას. და ეს უკვე ტრადიციად ვაქციე. გამორჩეულ მოსწავლეებს სიმბოლურად ასეთ საჩუქარს ვუკეთებ. ანა გვიყვება, რომ ჩვენთვის საამაყო ოპერის მომღერლებთან ურთიერთობა და რჩევები, მას დიდ სამსახურს უწევს. ანა ონიანი: ბევრი მასტერკლასი გავიარე, მათ შორის - იანო ალიბეგაშვილთან, პაატა ბურჭულაძესთან. ლეგენდარული მომღერლებისგან რჩევების მიღება, ძალიან მნიშვნელოვანია. ქებას ნაკლებად ვიმახსოვრებ, შენიშვნა უფრო მახსოვს, რადგან პროგრესზე ვარ ორიენტირებული, ვმუშაობ შეცდომის თუ ნაკლის გამოსწორებაზე. თუმცა მახსოვს, პირველად თამარ ივერის მიერ ნათქვამი ფრაზა, მე მჯერა შენ ძალიან ბევრს მიაღწევო. მერე ეს ფრაზა სხვებმაც მითხრეს. ეს უდიდესი სტიმულია. მეხმარება და მზრდის მათი დამოკიდებულება, როგორც მეგობარს და ახლობელს, ისე მირჩევენ და გვერდში მიდგანან. ეს ბედნიერებაა ჩემთვის. ჩემთვის ძვირფასი ადამიანია ანიტა რაჭველიშვილიც. მისგანაც ბევრი რჩევა მიმიღია...თამარ ივერის მიერ დაარსებულ კონკურსზე ანა ონიანმა, შარშან, მსოფლიოში ცნობილი აგენტების ყურადღება მიიპყრო. მოსმენაზე როსინის სემირამიდას არია შეასრულა. ახლა აგენტები ანას "დაძახილს" ელოდებიან. როგორც კი დამწყები სოპრანო, დიდ სცენაზე გასასვლელად მზადყოფნას გამოაცხადებს, მსოფლიოში გამოცდილი ოპერის აგენტები მასზე ნადირობას მაშინვე გამოაცხადებენ.თამარ ივერმა ექსკლუზიურად გაგვანდო, რომ პატარა ქართველი სოპრანოთი ტულუზის თეატრის დირექტორია აღფრთოვანებული."ქრისტოფერ გრისტმა 2025 წელს ანა ბელინის ნორმაში კლოტილდას როლზე მიიწვია. ეს ამ პატარა გოგოს დიდი გამარჯვებაა. როგორც წესი, თეატრებში აგენტებმა უნდა წარგადგინონ. მე მსოფლიოში წამყვან აგენტს, ალესანდრო არიოზის ვესაუბრე და ვთხოვე, ონლაინ მოესმინა ანას ჩანაწერი და როგორც აგენტს, ეშუამდგომლა ტულუზის თეატრთან. ალესანდრო არიოზი იმხელა აგენტია, რომ პირადი მოსმენის გარეშე, ასე მარტივად არ წყვეტს ვინმეს თეატრთან შუამდგომლობის საკითხს. დიდი მიღწევა იყო, ასეთ რამეზე რომ წამოგვყვა და გვითხრა, კარგი, მე ამ გოგოს "მოვემსახურებიო". ჩემი სიტყვით, ნდობით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქრისტოფერ გრისტის ცუდი არ მოეწონება, ის ანას უშუამდგომლებს. ტულუზის კონტრაქტში კი მოიაზრება ხუთი-ექვსი სპექტაკლი. ეს იქნება ანანოსთვის დიდი ტრამპლინი. თუ თავს გამოიჩენს და დარწმუნებული ვარ, გამოიჩენს, ეს დიდი აგენტი, არიოზი გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას. ამის იმედი მაქვს. თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. დაველოდოთ მოვლენებს.ანა ონიანი: გამოვტყდები. ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული საოპერო მომღერლობას გავყვებოდი თუ არა, ეს პროფესია შინაგან მზაობასა და მენტალურ სიძლიერეზეა დაშენებული. ერთ-ერთი ყველაზე რთული და ეკლიანი გზაა საოპერო კარიერა. მაგრამ შარშანდელმა მოსმენებმა და აგენტების ჩემით დაინტერესებამ, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დამარწმუნა. ამ ინდუსტრიაში ასე აქტიურად მყოფი აგენტები რომ გეუბნებიან, ძალიან მოგვწონს და ამ გოგოს მომავლით დაინტერესებულნი ვართო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.თამარ ივერი: აქვე გეტყვით, რომ ანა უკვე უყოყმანოდ აიყვანეს გეორგ შოლტის პრესტიჟულ აკადემიაში. დიდი კონკურენცია გაიარა და რამდენიმე თვით ჩავა იტალიაში და გაივლის კურსს.მას უკვე დიდი მომავალი "ემუქრება". წელს, 6-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით, მესამედ ჩატარდება ჩემს მიერ დაარსებული კონკურსი "ბათუმის რაფსოდია". ანანო მასშიც მიიღებს მონაწილეობას.მე დარწმუნებული ვარ, რომ ორ-სამ წელიწადში ანა ონიანი მსოფლიო საოპერო კარიერას მოიწყობს. მისი სახით ამომავალ ვარსკვლავს გაიცნობს და მიიღებს. მჯერა და იმედებს ვამყარებ მასზე. მეც, როგორც პედაგოგი, ყველანაირად ხელს შევუწყობ. ასევე დაგაინტერესებთ:თიკა ფაცაციამ ცრემლები ვერ შეიკავა: „ეს ვიდეო ვინც ნახა, ბედნიერება გადაედო""ვისხედით მარკესის მყუდრო ბინაში... ისე გულღიად უცინოდა თვალები, ისეთი გატაცებით ამზადებდა ჩაის. მინდოდა მეკითხა, მაგრამ თავი შევიკავე..." - ლანა ღოღობერიძე მარკესთან სტუმრობაზე

რეჟისორი გია კიტია

კულტურა 1709057748

„ილიკო ჩიგოგიძემ სამი მანეთი მაჩუქა, მითხრა არ თქვაო და რაფერ ვთქვააა?!“- ვინ არის პატარა ბიჭი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“

„კინოსტუდიასთან ჯიხურის წინ მივდიოდი, ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც კედელს იყო მიყუდებული, ფეხი დამიდო. წავიბორძიკე, კინაღამ დავეცი და გაბრაზებულმა უწმაწური სიტყვებით შევაგინე... მამაკაცი, რომელმაც ფეხი დამიდო და მე საშინლად ვაგინე, რეჟისორი თენგიზ აბულაძე აღმოჩნდა. ასე აღმოვჩნდი კინოში, გინებით!“- რეჟისორი გია კიტია.დღეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი (გია) კიტიას დაბადების დღეა, რეჟისორს 68 წელი შეუსრულდა.კადრში ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ყურით რომ უჭირავს ილარიონს და ბავშვი სიმწრისგან ფეხს რომ აქანავებს და ეუბნება - „ილიკო ჩიგოგიძემ სამი მანეთი მაჩუქა და მითხრა, არ თქვაო, რაფერ ვთქვააა?!“ – ეს პატარა ბიჭი, ილარიონს ილიკოსგან მურადას სამძიმრის დეპეშა რომ მიუტანა, გიორგი (გია) კიტია გახლავთ.შემდგომში, 1981-2007 წლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი, თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი და ასოცირებული პროფესორი.რამდენიმე ხნის წინ, „პრაიმტაიმი“ რეჟისორს სახელოსნოში ეწვია და მის შემოქმედებაზე და პირად ცხოვრებაზე ექსკლუზიურად ესაუბრა:5 წლის ასაკში, უკვე ძალიან პოპულარული ადამიანი ვიყავი (60-იანი წლების დასაწყისში). იმდენად, რომ ფაქტობრივად, ყველა თბილისელი მცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არ არსებობდა არანაირი რეკლამა, გარდა იმ ფილმებისა, რომლებიც კინოთეატრების აფიშაზე იყო გამოსახული.იმ დროს, ძალიან ბევრი კინოთეატრი არსებობდა, თითქმის ყველა ქუჩაზე. ჩემი ერთადერთი პორტრეტი იყო ფილმიდან – „ცეროდენა რაინდები“, რომელიც მეორე ფილმი იყო ჩემთვის, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ შემდეგ.ჩემი ფოტო, მაშინდელი პიარ-მენეჯერების მიერ, იყო არჩეული, რომელიც თითქმის ყველა კინოთეატრში იყო გამოკრული. ყველა მცნობდა, ვინაიდან სულ კახური ქუდით დავდიოდი. ამით გარკვეულწილად, ჩემი ამბიციები დაკმაყოფილებული იყო, რადგან პირველი ფილმიდან, რომელიც იყო „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ვერავინ მცნობდა, თან საკმაოდ ამბიციური ბავშვი ვიყავი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იმ დროს მოდაში იყო „ბუტილკა“ შარვლები, ლაკის წვეტიანი მოკასინები, ბეწვიანი პალტო და მეც ამ სამოსში გამოწყობილი დავდიოდი. ბავშვობაში პლეხანოვზე, კრილოვის ქუჩაზე მილიციასთან ვცხოვრობდი და ამიტომ ხშირად „ვაბირჟავებდი“ კინოსტუდიასთან.ხუთი წლის ბავშვისთვის, ეს საკმაოდ შორი მანძილი იყო, ძირითად დროს, იქ ვატარებდი. ამავე დროს, იქ მყავდა ძალიან კარგი მეგობარი, რომელიც ერთ-ერთ ჯიხურში გაზეთებს ყიდდა. მახსოვს, რომ ყველა გაზეთს კითხულობდა და მყიდველს, ახალ-ახალ ინფორმაციას აწვდიდა.მეც ასევე, ახალ ამბებს ჩემი მეგობრისგან ვიგებდი. საიდუმლო კი ის იყო, რომ ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანები, რომლებიც კინოსტუდიის წინ იკრიბებოდნენ.ახლანდელ თუმანიშვილის თეატრთან, ხშირად ვხვდებოდი ცნობილ მსახიობებს თენგიზ არჩვაძეს, ოთარ კობერიძეს, ლია ელიავას და ბევრ სხვას.ეს ადამიანები, ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდნენ, არ ვარსკვლავობდნენ. მაგალითად, მედეა ჩახავა, ლეილა აბაშიძე საერთოდ არ მყავდა ნანახი, როგორც ჩანს მძღოლს დაჰყავდა.– როგორ მოხვდით, ლეგენდარულ ფილმში - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“?ერთ მშვენიერ დღეს, კინოსტუდიასთან ჯიხურის წინ მივდიოდი, როცა ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც კედელს იყო მიყუდებული, ფეხი დამიდო. წავიბორძიკე, კინაღამ დავეცი და გაბრაზებულმა უწმაწური სიტყვებით შევაგინე.დამავლო ამ კაცმა ხელი ქეჩოში და მეორე სართულზე, პატარა ოთახში ამიყვანა, სადაც კედელზე გაკრული ფოტოები დამხვდა პირდაპირი რაკურსით და პროფილში.ვიფიქრე, რომ მილიციაში აღმოვჩნდი და მიჭერენ. მეკითხებიან გვარს და სახელს და ცოცხალი თავით, არ ვეუბნები. მარტო იმას ვფიქრობდი, სანამ მშობლებს დაურეკავდნენ, როგორმე თავი დამეხსნა.უცებ გამახსენდა, რომ ამ შენობაში, მეორე სართულზე ბებიაჩემის მეგობარი შურა მუშაობდა, რომელიც კოსტიუმების მკერავი იყო. გადავწყვიტე გავქცეულიყავი და შველა მეთხოვა.– ცელქი ბავშვი იყავით?კი, კი ძალიან! ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგოს, რომელსაც ეტყობოდა, რომ ძალიან მოვეწონე, ვუთხარი საპირფარეშოში მინდა-მეთქი.უარი ვერ მითხრა და წამიყვანა. უკანა გზაზე რომ მოვდიოდით, შევარდი შურას ოთახში, ეს გოგოც შემომყვა. რომ დამინახა, გაშალა ხელები და გია, დამიძახა, ანუ „ჩამიშვა“. იცნობთ ამ ბავშვსო, ჰკითხეს! როგორ არა, ჩემი მეგობრის შვილიშვილიაო!ასე გავიშიფრე, მაგრამ ალბათ გული გამისკდებოდა, რომ არ გამეგო იქვე, რომ ეს შენობა, არის არა მილიციის, არამედ კინოსტუდიის და ეს ფოტოები კი, კინო სინჯებია.შურამ დამაბრუნა უკან, გადამიღეს ფოტო სინჯები. მამაკაცი, რომელმაც ფეხი დამიდო და მე საშინლად ვაგინე, რეჟიისორი თენგიზ აბულაძე აღმოჩნდა. ასე აღმოვჩნდი კინოში, გინებით!კინოში რომ მივედი, გადავხედე სიტუაციას, ძალიან მომეწონა ერთი სათვალიანი მოხუცი, რომელსაც გარეგნულადაც ეტყობოდა, რომ ნამდვილი პროფესიონალი, ჭკვიანი და კეთილი იყო, მაგრამ მკაცრი გამომეტყველებით.აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი კინოსტუდიის მთავარი გრიმიორი ზაალ ზახარიჩი იყო. თენგიზმა, ძალიან რბილი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. გამოვაცხადე, თუ ზახარიჩი არ გამიკეთებს გრიმს, კინოში არ მივიღებ მონაწილეობას -მეთქი.ზაალი გრიმს, მხოლოდ სესილია თაყაიშვილს, გრიშა ტყაბლაძეს და ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანს უკეთებდა. ისე მკაცრად განვაცხადე, რომ უარი ვერ მითხრეს. ოთახიდან გამოვიდა და გამოაცხადა – გრიმს გავუკეთებ ჯერ გიას და შემდეგ სხვა მსახიობებსო!ამით ჩემი ამბიცია დაკმაყოფილდა, არადა, პრესტიჟი ის არის, ბოლოს რომ გიკეთებენ გრიმს. ჩვენ დაგრიმულები, საშინელ სიცხეში, სესილიას ველოდებოდით. ასე მოვხვდი პირველ ფილმში!– იცოდით, რა როლს გთავაზობდნენ?არ ვიცოდი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ფილმში, ძალიან ბევრი კადრია, განსაკუთრებით ილარიონთან ერთად, სადაც ტექსტი ჩემი იმპროვიზაციით არის. ის ფრაზა - „ილიკო ჩიგოგიძემ დამაბარა არ თქვა და რაფერ ვთქვა -მეთქი“, ჩემი იმპროვიზაციით არის.მის გარდა, უამრავი კადრია, სადაც ფაქტობრივად, მთელი ფილმის მანძილზე სხვადასხვა სახით და კოსტიუმით, უამრავ როლს ვთამაშობ. ზოგან კახური ქუდით ვარ, ზოგან ჰასანას ქუდით. ფაქტობრივად, ფილმიდან ზურიკელა ვაშალომიძე, მერი, ბებია, ილიკო და ილარიონი გამახსოვრდება.ერთ-ერთ კარში, სადაც ჰასანას ქუდი მახურავს, მკბენარი დამესია. გადაღებები მანგლისში მიმდინარეობდა და ერთ-ერთ მცხოვრებთან, მინადორა ბებიასთან მიმიყვანეს, რომელმაც შემილოცა და გამიარა. ხელში „კიბოს კანფეტი“ ეჭირა, თავზე დაატრიალა, რაღაც ლოცვები წაიბუტბუტა და გაგიკვირდებათ, მაგრამ მკბენარები მართლა გაქრნენ!– შელოცვამ გიშველათ?გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, შელოცვებით გაქრნენ, არც ნავთის წასმა დამჭირვებია, არც წამლის. დედაჩემი გადარეული იყო, არ სჯეროდა. კრებაზე, ზურიკელას ატესტატს რომ გადასცემენ, იმ კადრშიც ვარ, სხვადასხვა სახე შევქმენი.ამიტომ მთელი გადაღების პროცესში, ფილმთან ერთად ვიყავი. ძალიან კომფორტული ბავშვი აღმოვჩნდი, რომელიც სწრაფად ითვისებდა ყველაფერს და ჩემი სიცელქე, არ გამოიხატებოდა იმაში, რომ ვხმაურობდი, ან ვინმეს ვაწუხებდი. უბრალოდ, თამამი ბავშვი ვიყავი, მაგრამ თუ საგინებელი იყო, უკან არ ვიხევდი.– კარგად შეეწყვეთ ბუმბერაზ მსახიობებს…ძალიან კარგად, ამიტომ დიდი ხელფასიც დამინიშნეს. ჩემზე მაღალი ჰონორარი, მხოლოდ სერგო ზაქარიაძეს და იური ნიკულინს ჰქონდა. მე, სესილია, გრიშა და სანდრო ერთი და იგივე რაოდენობის თანხას ვიღებდით.ამ კინოდან აღებული ფულით, დედაჩემმა და მამაჩემმა სამზარეულო და საძინებლის ავეჯი შეიძინეს. მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩემი მშობელი ვერ მეუბნებოდნენ, რა ამაგი გასწიეს ჩემზე, იმიტომ, რომ იმ წუთში ვეუბნებოდი – ჩემი ჰონორარით, გაიხსენეთ, სად გძინავთ -მეთქი.– ხუთი წლის ბიჭი, უკვე ლეგენდარული არტისტების გვერდით იდექით…ეს მართლაც საოცარი გუნდი იყო. სესილია, მე ორი ადამიანი მეგონა, ვერასდროს ვცნობდი. კინოგადაღება ისე დასრულდა, სესილია თუ ერთი და იგივე ადამიანი იყო, ვერ ვხვდებოდი. ერთი სესილია იყო, რომელიც პაპიროსს ეწეოდა და ხშირად იმეორებდა - „მაიტა სიგარეტი, ვზივარ დილიდან აქ და კური, კური, კური, კურიო,“ ამბობდა.მეორე – ოლღა ბებია იყო, რომელიც საოცარ გარდასახვას აკეთებდა. იმ დროს, 56 წლის იყო, აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო გეფიქრა, რომ ეს ის სესილია იყო – სიგარეტით ხელში ქალი. გადაღებებზე მანგლისში, ძირითადად ბებიას დავყავდი, ერთხელ დედაჩემი ჩამოვიდა.აივანზე სხედან ილიკო და ილარიონი (ჟორჟოლიანი და ტყაბლაძე) და ნარდს თამაშობენ. რომ დაგვინახეს, გრიშამ ჩაილაპარაკა – დამეწვა გული, ნახეთ რა ბედნიერია ახლა ბავშვი, არადა, გულამოსკვნით ატირებენ -ხოლმეო.დედას ღიმილი შეაშრა, მისალმების სურვილიც კი გაუქრა და ჰკითხა, ბატონო გრიშა, ვისზე ამბობთო! გიაზე, შენ რომ ქალაქში მიდიხარ, ბებიამისი ცემსო.გაგიჟდა დედაჩემი, არადა, ცხოვრებაში ხმამაღალი სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი. ჟორჟოლიანმაც კი დაუდასტურა, ნამდვილად ასეაო და თან კამათელი გაუგორა.სახლში რომ დავბრუნდით ჰკითხა, თურმე მე რომ მოვდივარ, გიას სცემ და რა ხდება, რას აშავებსო! ბებიაჩემმა უპასუხა, ეგენი ციგნები არიან, იტყუებიან, გრიშას ძალიან მოსწონხარ, ასე ამბობს, აქ რომ არის, უფრო დიდი სიამოვნებით ვთამაშობო.ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. მთელი დღე, ერთ პატარა ღრუბელს ველოდებოდით. ფილმის ოპერატორი ტიტე კალატოზიშვილი იყო. იმ კადრში, სადაც ზურიკელა ატესტატით ბრუნდება, პატარა ღრუბელი ჩანს, ამიტომ დიდხანს გრძელდებოდა გადაღებები.ომის დაწყების დროს კი, შავი ღრუბლები გვჭირდებოდა. ომი დაიწყო, ამ დროს გაისმის მუსიკა და კუპრივით შავი ღრუბელი მოდის. ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა თენგიზს, არადა გადასარევი ამინდი იყო, ლურჯი ცა და საშინელი გვალვა.საბარგო მანქანის მძღოლი იყო ვინმე გურამი, რომელმაც გვითხრა, სასულიერო პირები (ქრისტიანულ-პროტესტანტული სექტა) ლოცულობენ წვიმის მოსასვლელად, წამოდით გიჩვენებთო. ვხედავ, ლოცვით მოდიან და გზადაგზა ქვებს ატრიალებენ. ამ სურათმა, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.– ქვების გადატრიალება, რას ნიშნავდა?მეც ეგ ვიკითხე და გურამმა მიპასუხა, ღმერთს აჩვენებენ, რომ მეორე მხრიდანაც მშრალია და სთხოვენ, წვიმა მოიყვანოსო. რომ დავბრუნდით, თენგიზს მოვუყევი რაც ვნახე. უცებ, მოტრიალდა და თავის თანაშემწეს უთხრა – გაამზადეთ ყველაფერი, ხვალ გადაღება გვექნებაო!გაგიჟდა ხალხი! ამ მოწმენდილ ცაზე, რა დროს გადაღებააო. მოამზადეთ, ხვალ წვიმა დაიწყებაო. თენგიზმა დაიჯერა, რომ მათი ლოცვა ღმერთთან მიაღწევდა. მართლაც, მეორე დღეს საშინელი წვიმა წამოვიდა – გახსოვთ ალბათ ფილმიდან, კუპრივით შავი ღრუბლის კადრი. შეიძლება ითქვას, რომ კინოსთვის ეს კადრი, მართლაც ღმერთის საჩუქარი იყო.– სასწაულების გჯერათ?არ მჯერა, მაგრამ ცხოვრებაში ბევრჯერ შევხვედრივარ ასეთ სასწაულებს და ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ყველაფერი, მხოლოდ შემთხვევითობაა.ბავშვობაში სახლიდან ჩუმად გამიყვანა მეზობელმა - აკვნიდან ამომიყვანა, წამიყვანა ქაშუეთის ტაძარში, მომნათლა და უკან დამაბრუნა. ჩემი მშობლები, საღამოს სახლში რომ დაბრუნდნენ, მე უკვე ჯვარი მეკიდა ყელზე. გამოცემით ვიცი, როცა მოსანათლად მიმიყვანა, მღვდელმსახურმა უთხრა, საეკლესიო სახელი გიორგი უნდა დავარქვაო, რადგან ბეჭზე, წმინდა გიორგის ხალი აქვსო.ჩემ ნათლიას უთქვამს, ისედაც გიორგი ჰქვიაო – საოცარი დამთხვევა იყო. მას შემდეგ, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. მახსოვს, მე და დედაჩემს ქუჩაში შეგვხვდა, ღვთიური სილამაზის ქალი იყო და გულში გამიელვა აზრმა, ალბათ ზეცაში რომ სირინოზები მღერიან, ასეთი ლამაზები არიან-მეთქი.მას შემდეგ, არა მარტო მართლმადიდებელი, არამედ ყველა დიდ საეკლესიო საქმეებში, მათ შორის მახათას მთაზე, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის გახსნის ორგანიზატორიც ვიყავი.– რომელი ფილმით გახდით, პოპულარული?შემდეგი ფილმი „ცეროდენა რაინდები“ იყო. პოპულარული ძირითადად, ამ ფილმის შემდეგ გავხდი, რადგან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ ვერ მცნობდნენ. რეჟისორებმა ნელი ნენევამ და მისმა მეუღლემ, გენო წულაიამ გადამიღეს.გადაღების პროცესში მივხვდი, რომ მთავარ გმირს ვთამაშობდი. ძალიან ამბიციური ბავშვი ვიყავი, მაგრამ ამ ფილმის შემდეგ, გამიარა და მას შემდეგ არანაირ ამბიციას აღარ შევუწუხებივარ.„ცეროდენა რაინდებს“ მოჰყვა ფილმები ჩემი მონაწილეობით – „ვინ შეკაზმავს ცხენს“, „ბიჭი და ჩიტი“. სერიალი „ყავა და ლუდი“ და სხვა. ჩემს მიერ შესრულებული ბოლო ფილმია რეჟისორ ლევან თუთბერიძის – „სამურაი დასვენების ჟამს“, სადაც ქალაქელ კაცს, გრიშას ვთამაშობ.– რამდენად მისაღებია, როცა ბავშვი ამბიციურია?იცით რა, „სახადივით“ არის! ბავშვობაში უნდა მოიხადო, ზედაპირულად მაინც უნდა დაიკმაყოფილო შენი გრძნობები. მიხვდე, რომ რაღაცას წარმოადგენ და მერე არსებითად გაარკვიო, სად ხარ საჭირო და სად არა. რაღაც პერიოდის მანძილზე, სტიმულის მომცემია.– მშობლებზე მოგვიყევით…დედა - ჯულიეტა ბერიძე სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე, კარგი გარეგნობის ქალბატონი იყო. სხვათა შორის, ცეკვა „ქართულის“ ერთ-ერთი ილეთი, სადაც ქალის სოლო იწყება და მარჯვენა ხელი უკან ჩამორჩება, დედას მოფიქრებულია – თითქოს, ხელი ქარმა დატოვაო, რაც დღემდე კლასიკურ ვარიანტად დარჩა.მე რომ დავიბადე, ცეკვას თავი დაანება. მახსოვს, სულ ლიმონას (თეთრი ბაირაღები) შესახებ მიყვებოდა, რომელიც ახალგაზრდობაში მისი მეგობარი იყო. ობლად ვიზრდებოდი და ძალიან გვიჭირდა, კვირაში ერთხელ, ჩემ წიგნებში 25 მანეთს ვპოულობდიო. ყველამ იცოდა, რომ ეს ლიმონას გაკეთებული იყო, მთელი ეზო ცდილობდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დავიჭირეთო.სწორედ, იმ დროს გაიცნო მამაჩემი დორიან კიტია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფკავშირების წევრი, არქიტექტორი, რომლის დაარსებული იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზი და თეატრი.– დორიანი მეტსახელია?მეტსახელია, ძალიან კარგი გარეგნობა ჰქონდა და ოსკარ უაილდის ცნობილი რომანის „დორიან გრეის პორტრეტის“ პერსონაჟის გამო, რომელიც ბოლომდე შემორჩა. სხვათა შორის, სახელმწიფო ჯილდოებიც მიღებული აქვს, როგორც დორიანს.სინამდვილეში ნოშრევანი ერქვა, როგორც ქართული ზღაპრის გმირის, მეფის სახელი, რომელსაც 21 შვილი ჰყავდა. ბაბუაჩემის ოცნება იყო ბევრი შვილი და ამიტომ ეს სახელი დაარქვა. მერე დარჩა დორიანად, ძალიან კარგად მღეროდა და კარგი გარეგნობაც ჰქონდა.მე -20 საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი ხელოვნების სფერო, სადაც ღრმა კვალი არ დატოვა. 1975 წელს, მოსკოვის ახალგაზრდული ფესტივალის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, ნანი ბრეგვაძე, ილიკო სუხიშვილი ახლო მეგობრები იყვნენ.შექმნეს ახალგაზრდა ორგანიზაციათა, სადაც შევიდა კომკავშირი, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია - მამა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელი იყო. ამ დროს, კომკავშირის პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე იყო.ამის შემდეგ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი იყო, რამდენიმე ხნის შემდეგ, რუსთაველის თეატრის, სამხატვრო ფონდის, მუსიკალური ფონდის დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე, ფილარმონიის დირექტორი იყო.– რომელი სკოლა დაამთავრეთ?ვსწავლობდი 35-ე სპორტულ სკოლაში და დავამთავრე 147 -ე საშუალო. იმდენად კარგად ვსწავლობდი, ჩემ მშობლებს სამედიცინოზე უნდოდათ ჩამებარებინა.  მე თეატრი მიზიდავდა, ამიტომ სკოლა დავამთავრე და იმავე წელს, მოსკოვში გავიპარე.1973 წელს ჩავაბარე მოსკოვში „ ГИТИС“ -ში სარეჟისორო ფაკულტეტზე. როცა მოვეწყვე, მხოლოდ ამის შემდეგ გავაგებინე მშობლებს ჩემი წარმატება.პირველი სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავდგი – „წითელკანიანთა ბელადი“ და ამის შემდეგ, „თოვლის დედოფალი“.– დიდხანს დარჩით მოსკოვში?საკმაოდ, სამხედრო სამსახურშიც იქ ვმსახურობდი, ფაქტობრივად, იქ ავითვისე ჩემი პროფესია. ამის შემდეგ, ცოლი შევირთე, ქორეოგრაფი ლუბა შკუნოვა, რომელიც ქ. რიგიდან არის. ჩემ სპექტაკლებში, ქორეოგრაფია მას ეკუთვნის.გვყავს ორი ქალიშვილი – ნინო კიტია, რომელიც თეატრის მხატვარია და მარი კიტია – მსახიობი, ასევე - ხუთი შვილიშვილი.– თბილისში დაბრუნების შემდეგ, სად მოღვაწეობდით?25 წლის განმავლობაში, მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი ვიყავი. ამავე დროს, ვასწავლიდი თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც დღემდე ვარ. მიშა თუმანიშვილის ასისტენტად ვმუშაობდი და გარდაცვალების შემდეგ, მისი ჯგუფები გადმომაბარეს.– რატომ, საბავშვო თეატრის რეჟისურა?ხუთი წლის ასაკიდან ვოცნებობდი, რომ საბავშვო თეატრის რეჟისორი გამოვსულიყავი. მოსკოვში როცა ვსწავლობდი, საცირკო სასწავლებელშიც კი წავედი, გენიალურ რეჟისორ მარკ მისტიშკინთან.მოსკოვში დავდგი „ბრემენელი მუსიკოსები“, სადაც მასხარას როლს, ლეგენდარული რუსი მსახიობი იური ნიკულინი თამაშობდა. მოსკოვში, პირველი „ახალგაზრდული ფესტივალის ოლიმპიადა 77“ -ის რეჟისორის ასისტენტი ვიყავი, ჩემი მეუღლე კი, ქორეოგრაფი.რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ იყო. რეჟისორები, ძირითადად, საბავშვო თეატრში მიდიან იმიტომ, რომ რაღაც გარკვეული „ტრამპლინი“ გაიარონ. იშვიათად ხდება, როცა რეჟისორი საბავშვო თეატრში რჩება. ვფიქრობ, რომ თეატრი, ბავშვებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე დიდებს.ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სამედიცინო კუთხითაც. ბავშვი, თეატრში მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ შეიძლება არსებობდეს სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთობა, პატიოსნება – იქ მაინც უნდა დაარწმუნო, რომ ეს ზღაპრები, შეიძლება იყოს სინამდვილეც.ძალიან გაუჭირდება ცხოვრება, როცა შეეჯახება, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს და ტყუილია, ამიტომ რაღაც საბაზისო სჭირდებათ. ვინაიდან ცხოვრებაში ამას ვერ ხედავს, არარეალიზებული სურვილები რჩება და ეს მის რთულ ხასიათში გადაიზრდება, ასეთი ბავშვები ბევრი გვყავს დღეს, ამიტომ საბავშვო სპექტაკლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა დაიდგას.არ მახსოვს, რომ როდისმე ვინმე გამეგდოს თეატრიდან. არ შეიძლება, თეატრიდან პენსიონერი ქუჩაში გააგდო და მერე დადგა „თოვლის დედოფალი“, სადაც ბებიაზე, სიკეთეზე და სიყვარულზეა საუბარი.ასევე სტუდენტებთანაც, რაღაცას ასწავლი, ქადაგებ და ამ დროს ფულის გამო კომპრომისზე წახვიდე. ამიტომ ყოველთვის მირჩევნია, თვითონ დავთესო და თვითონვე მოვიმკა.– ბავშვები გარკვეული წლები, არარეალურ სამყაროში და ზღაპრებში ცხოვრობენ…რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ეტაზე, საკუთარ თავში არიან ჩაკეტილები. უნდა არსებობდეს, გარკვეული ბალანსი. საკუთარი ცხოვრების რეჟისორი თავად არის და როლებსაც თვითონ ირჩევს. ბავშვი სწორედ, ზღაპრულ სამყაროში ვითარდება.ზოგჯერ, შენგან ზღაპარი არ სჭირდება, თვითონ აქვს საკმარისი ფანტაზიის უნარი. ჩვენგან ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება, რომელსაც ზღაპრის მოყოლისას უზიარებ და ის ამ გამოცდილებას იღებს. თეატრში, როცა ბავშვი სპექტაკლს უყურებს, იდენტიფიკაციას აკეთებს რომელიმე გმირთან და იმ გმირს მიყვება, რომლის საქციელი, მისი ცხოვრების გამოცდილებაა.საბავშვო თეატრი, ყველა თაობისთვის საინტერესო უნდა იყოს. როცა ბავშვი სპექტაკლზე თავს ბედნიერად გრძნობს, მშობელიც ბედნიერია. გული მწყდება, რომ დღეს აღარ ვაკეთებ საბავშვო წარმოდგენებს.– რომ შემოგთავაზონ, დაბრუნებით?კი, როგორ არა, მაგრამ სპექტაკლის დასადგმელად არა. სიამოვნებით დავეხმარებოდი საბავშვო თეატრის შექმნაში. მაგრამ არ მგონია გამოვიდეს, ეს ძალიან რთული საკითხია, დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, პოლიტიკური ნება სჭირდება, მთავარია, კომერციას არ ჰქონდეს ადგილი.დღეს, თითქმის ყველა ბავშვი მიტოვებულია ტელეფონების ამარა და არავინ ფიქრობს მათზე. ეს ყველა ოჯახის პრობლემაა და ჩემი აზრით, 5-10 წელიწადში, ძალიან ცუდ შედეგს მოვიმკით.ბავშვს ცოცხალი ურთიერთობები სჭირდება, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს. თითქმის ყველა ბავშვი მიტოვებულია, პრობლემების ამარა. კინო, ინტერნეტი და წიგნი, ამას ვერ შეუცვლის. – სამომავლო გეგმები…სამომავლო გეგმები დღეისათვის დაკავშირებულია ჩემ მოწაფეებთან. ამჟამად, სარეჟისორო ფაკულტეტის პირველი კურსი მყავს. ასევე, ჩემ ყოფილ მოწაფეებთან – გიორგი აფხაზავამ თავისუფლების მოედანზე „კამერული თეატრი“ გახსნა და მეც მასთან ერთად ვმოღვაწეობ.არ მიყვარს, ფულზე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ იციან ჩემი ფასი და საკმაოდ დიდ თანხას მიხდიან, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია და ამაში ფული არ უნდა ავიღო, მხოლოდ უცხოეთის შეკვეთებზე ვიღებ თანხას.ადრე ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ მუშაობა, ლექციებსაც ვკითხულობდი გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ -ში, სადაც კარგ ჰონორარსაც მიხდიდნენ.– რას ურჩევდით საზოგადოებას, განსაკუთრებით მშობლებს?ვეტყოდი, რომ ბავშვებს მიხედონ, თორემ მომავალი არ გექნებათ, არც თქვენ და არც საქართველოს! განსაკუთრებით, ამ პანდემიის დროს, ყველაზე დიდი საზრუნავი, უნდა იყოს ბავშვი! ყოველთვის ასე იყო, მაგრამ იმ დროს, ნამდვილად ცდილობდნენ ეზრუნათ.„ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს!“ – ეს არ იყო ლიტონი სიტყვები. აღარ არსებობს საბავშვო კინო, არც თეატრი. ავად სახსენებელი კომუნისტების დროს, საბავშვო თეატრებში, ხელფასები მეტად დიდი იყო, ვიდრე აკადემიურ თეატრებში.ითვლებოდა, რომ შრომაც უფრო მძიმე და უფრო საჭიროც იყო. ამ ცხოვრებას, როგორც სპექტაკლს, ისე ვუყურებ, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად უნიჭო დადგმაა, განსაკუთრებით, უნიჭო მსახიობებით პოლიტიკურ არენაზე.ჩვენი თაობების სახით, ბავშვებმა დაკარგეს გულშემატკივარი. მშობლები, იმდენად არიან თავიანთი საქმით დაკავებულები, ბავშვისთვის აღარ სცალიათ, მათი ტვინი და გონება, სხვა პრობლემებზეა გადართული.ძირითადად, უკვე კომპიუტერი ზრდის მათ, ამიტომ საჭიროა, უფრო მეტი კომუნიკაციები და ურთიერთობები!

ნანი ბრეგვაძე

ტაბლოიდი 1708421749

VIDEO: ვრცელდება 85 წლის ნანი ბრეგვაძის კადრები - ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 86 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. სოციალურ ქსელში ვრცელდება 85 წლის ნანი ბრეგვაძის კადრები - ვიდეო ვირუსულად გავრცელდა 

მასტერ

კულტურა 1707318551

„მასტერის“ თქმით, ქეთი მელუამ მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა - რას წერს რეპერი

ქართველი რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი” სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მომღერალ ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს მათი დუეტის ლიცენზია, რაც სიმღერის აღებას გულისხმობს.რეპერის თქმით, ხსენებულის მიზეზად ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე დასახელდა.ასევე პავლიაშვილის თქმით, აღნიშნულს წინ უძღოდა მისი განცხადება ნანი ბრეგვაძის „დრაგ ბოლზე“ მიწვევასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ განცხადების შემდეგ, LGBT ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „რევანშით“ უპასუხეს:„ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე. წერილების შინაარსზე დროის დაკარგვა ალბათ არ ღირს.ყურადსაღებია რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტი გამოვხატე ფაქტზე, რომელიც ეხებოდა ნანი ბრეგვაძის “დრაგ ბოლზე” მიწვევას. ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა და ახლა ალბათ მათი მხრიდან “რევანშის” დრო იყო. ვფიქრობ სრულიად უსამართლოა ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ კონკრეტულ სიმღერას არ ჰქონდა არანაირი შეხება ამ თემასთან და მასზე დაიხარჯა უდიდესი დრო და ენერგია, არ იფიქროთ ვწუწუნებდე ამ თემაზე, უბრალოდ ყველა ჩემი სიმღერა ჩემთვის ძვირფასია, მით უმეტეს როცა მსმენელი მას ასე იყვარებს…ეგ არაფერი, აქამდე არ შევუჩერებივარ არაფერს ამ გზაზე და არც ეს იქნება ბარიერი, რომელიც აზრს შემაცვლევინებს. ყველამ იცით რომ, მე არ ვდგავარ ადამიანების წინააღმდეგ ვინც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს. მე ვარ წინააღმდეგი პროპაგანდისა და იმ ორგანიზების რომლებიც, არა თუ ადამიანების უფლებებზე ფიქრობენ, არამედ ფინანსდებიან მხოლოდ იმ მიზნით რომ მეტ ადამიანში გამოიწვიონ დაპირისპირება, ზიზღი, მოახდინონ ჩვენი ტრადიციებისა და დაუწერელი წესების შეცვლა, ყველაფერი დაიყვანონ პრიმიტიულ დონემდე და ეს ყველაფერი წარმოაჩინონ მათი სტანდარტებით, სადაც ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანი ბნელი და აგრესორია, ხოლო ადამიანი რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა – თანამედროვე და ნათელ მხარეს დგომი.ვიცი ბევრს “კეთილმოსურნეს” გაუხარდება ეს ამბავი, მაგრამ ეგ არაფერი, კიდევ უფრო ბევრნი არიან ადამიანები, რომლების გვერდში დგომასაც ვგრძნობ და მათ დაღალატებას არ ვაპირებ არც ერთი სიმღერის ფასად!!! მადლობა და მიყვარხართ”, – წერს გიორგი პავლიაშვილი.ცნობისთვის, Drag Ball ქვიარ კულტურის ნაწილი და არტისტული პერფორმანსია, სადაც განსხვავებული სქესის, რასისა თუ ორიენტაციის ადამიანები იკრიბებიან. საქართველოში ის ბოლო რამდენიმე წელია იმართება და მისი მხარდამჭერი ორგანიზაცია თბილისი პრაიდია.2023 წლის დეკემბერში დაგეგმილ Drag Ball-ზე ნანი ბრეგვაძეს უნდა ემღერა, თუმცა 25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ის ღონისძიებას ვეღარ გახსნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნანი ბრეგვაძე ღონისძიებას არ დაესწრო, მან შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ „სიყვარული მაინც გაიმარჯვებს”.საგულისხმოა, რომ რეპერისა და ქეთი მელუას ერთობლივი სიმღერა „თბილისი, ლონდონი“, youtube-ზე ამ დრომდე იძებნება. 

ნანი ბრეგვაძე

ტაბლოიდი 1706445027

ნანი ბრეგვაძე ულამაზეს შავ კაბაში - ფოტოები

ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არ წყვეტს საზოგადოების აღფრთოვანებას.მომღერალი გასაოცარი შესრულებით ყოველთვის იწვევს მსმენელის აღტაცებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი იმიჯიც ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.ამჯერად ნანი, ქართველი დიზაინერის ლაშა ჯოხაძის ულამაზეს შავ კაბაში გამოჩნდა, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება.„ლაშა ვგიჟდები შენს ხედვაზე, სტილზე, საოცარი ნამუშევარია ყველა ქმნილება. მსოფლიო დონის ხარ ქალბატონი ნანი, როგორც ყოველთვის ფანტასტიურია“ – აღნიშნავენ პოსტის კომენტარებში, რომელსაც დიზაინერი ლაშა ჯოხაძე Instagram-ზე აქვეყნებს.           View this post on Instagram                       A post shared by @jokhadzelasha_official

ნანი ბრეგვაძე

საზოგადოება 1706171280

„სულ წარსულში ვარ ფიქრებით, უკვე ძნელია ჩემი ფიქრი მომავალზე…”-რას ამბობს ნანი ბრეგვაძე

მომღერალი, ნანი ბრეგვაძე, კითხვაზე, როგორ აღიქვამს წლებს, გადაცემაში პასუხობს:„მე საერთოდ ვერ ვხვდები რამდენი წლის ვარ. თუ ხმამაღლა ვთქვი რამდენი წლის ვარ, გული მისკდება, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, აბსოლუტურად ისეთია, როგორიც იყო. რასაკვირველია, უფრო ჭკვიანდები.87 წლის ვარ...  ეს ძალიან რთული სათქმელია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი მაწუხებს, ძალიანაც ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ ეს არ მაჩერებს.სანამ ომი დაიწყებოდა ისრაელში ვიყავი, ანალიზები გავიკეთე და ამ ანალიზების მიხედვით 62 წლის ვარ. სასაცილოა ახლა ამას რომ ვამბობ, მაგრამ უჯრედის დონეზე ასეა.ძველ ფოტოებს  რომ ვათვალიერებ, ჩემი თავი  არ მომწონდა, განსაკუთრებით რამდენიმე ფოტოზე. დიდი ხანი რომ გავიდა, ახლა ვფიქრობ, რატომ არ მომწონდა. იმ დროისთვის არც იყო მოსაწონი, მაგრამ წლები რომ გემატება, შენი თავი მოგწონს, ახალგაზრდას რომ უყურებ.მე საოცრად არაფოტოგენური ვიყავი“. – იხსენებს ნანი.მისი თქმით, ასაკს აგრძნობინებს ის, რომ მეგობრები აღარ ჰყავს გარშემო.„ნაოჭი მედარდება, ეს ყველა ქალს აწუხებს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. ჩემი სახლი სავსე სტუმრობით, ღმერთო ჩემი შვილები დიდხანს მიცოცხლე, იმდენი ვართ, მაგრამ ძალიან მაკლია სტუმრები. ისეთი სტუმრები არა, ტელეფონზე რომ რეკავენ და მოდიან, ისეთი სტუმრები, კარს რომ გააღებ და სიურპრიზი დაგხვდება. ახლა ასეთი მეგობრობა აღარ არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ ყველა დაკავებულია. თუმცა, ადრეც ყველა დაკავებული იყო“. – იხსენებს ნანი.საკუთარ ფიქრებზე საუბრისას კი ამბობს, რომ სულ წარსულშია.„სულ წარსულში ვარ ფიქრებით. უკვე ძნელია ჩემი ფიქრი მომავალზე... მაგრამ ძალიან მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, მიხარია სიცოცხლე. ჩემი რამდენიმე ამხანაგი ხომ შემომრჩა და ვამბობთ ხოლმე, რა ბედნიერები ვიყავით, როგორ კარგად ვცხოვრობდითო“. – ამბობს მომღერალი.

buba

კულტურა 1705332057

„ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა, რადგან მან იცოდა, რომ ბუბა უმისოდ ვერ გაძლებდა. ირინა კი ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი“ - ლეგენდის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ეპოქალური ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. 15 იანვარს გარდაიცვალა, 19-ში, ნათლისღების დღეს კი, მშობლიურ ვერაზე, "წუთისოფლის ეტლმა, ჭენებ-ჭენებით გააქროლა" ჩვენი ლეგენდა. საქართველომ გულიდან წამოსული ცრემლით გააცილა...ტაში და აღიარება, რომელიც მთელი ცხოვრება თესა, საბოლოოდ უკანასკნელ გზაზე მოიმკა და შლეიფივით თან გაიყოლა..."სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..."  დიახ, ბუბას პროცესია ვარდისფერი იყო, სიყვარულის და ვარდის ფურცლებისფრად მეფურიც და ფაქიზიც.არტისტის ცოლს, ირინა ქებაძეს ჭკვიან და დიპლომატ ქალად ახასიათებენ. ის ბალერინა გახლდათ. მისი და ვახტანგ კიკაბიძის 55 წლიანი ოჯახის საიდუმლოდაც, მისი მეუღლის გამჭრიახობას მიიჩნევენ. ხმაურიანი კარიერის მქონე ბუბას გვერდით ცხოვრება, ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. ფაქტია, ირინამ, არტისტის ავანტიურებითა და ბობოქარი პასაჟებით სავსე ცხოვრებას, გაუძლო.ბუბასა და ირინაზე გთავაზობთ სტატიას, რომელიც სააგენტო fintif.ru-მ გამოაქვეყნა და მკითხველს წყვილის გაცნობის ისტორია გაუზიარა.***არტისტისა და ოპერის თეატრის პრიმა ბალერინის გაცნობა ბუდაპეშტში, ერთ-ერთ კონცერტზე მოხდა. საღამოობით იყო შეკრებები, მხიარულება გემრიელი ღვინის თანხლებით… ერთ-ერთი შეკრების დროს ქუჩიდან საშინელი ხმაურის და საბურავების ჭრიალის ხმა შემოვარდა. ყველანი გარეთ გაცვივდნენ და უპატრონოდ მიგდებული მანქანები დაინახეს. ამ დროს ვახტანგ კიკაბიძემ შიშისაგან თვალებგაფართოვებული ირინა დაინახა, უცებ ჩაიხუტა, მიიზიდა და იგრძნო, შიშისგან როგორ თრთოდა ქალი. მას შემდეგ ხელი აღარ გაუშვია და მის დამცველად, მზრუნველად და დამამშვიდებლად ითვლებოდა.იმ დროს ყველა მსოფლიო გადატრიალებაზე ფიქრობდა, პანიკა ჯონ კენედის მკვლელობის გამო იყო ატეხილი.1965 წელს ირინა ქებაძე და ვახტანგ კიკაბიძე ცოლ-ქმარი გახდნენ. მანამდე ირინას ქმარი სახალხო არტისტი, გურამ საღარაძე იყო. მათ უკვე შვიდი წლის გოგონა – მარინა საღარაძე ჰყავდათ. მას შემდეგ ბუბას მარინა საკუთარი შვილივით, კონსტანტინესავით უყვარდა.ახალბედა ოჯახი ირინას მშობლებთან ერთად, ნახევრად სარდაფის ტიპის ოროთახიან, პატარა ბინაში ცხოვრობდა. სამამრს და სიდედრს ვახტანგი უყვარდათ და მაშინაც კი, როცა საქვეყნოდ ცნობილი სიძე შინ გვიან, ნაქეიფარი ბრუნდებოდა, სცენებს არ უწყობდნენ.არტისტი გამოტყდა, რომ ახალგაზრდობაში არც ერთხელ არ გაუბრაზებია ცოლი უყურადღებობითა და მეგობრებთან ერთად დროსტარებით, ასევე არამოტივირებული ეჭვიანობით, რისგანაც მერე დროდადრო გათავისუფლდა და მიხვდა, თუ როგორ უყვარდა ცოლს.როდესაც ირინას სამშობიარო სახლში უთხრეს, ვაჟი გაგიჩნდაო, უთქვამს – ბუბას ძალიან გაუხარდებაო. მამას ვაჟის დაბადებამ ძალიან გაახარა. რესტორანში აღნიშნა მემკვიდრის დაბადება. ვაჟს კი ვახტანგის მამის სახელი, კონსტანტინე დაარქვეს, რომელიც მეორე სამამულო ომიდან აღარ დაბრუნებულა.კონსტანტინეს მამის სახელი და დიდება იმდენად აწუხებდა, ბავშვობაში, მშობლებზე დასაწერ თემაში დაუწერია, რომ მამა ომში დაეღუპა, დედა კი დარდს გადაჰყვა. მარინა პირიქით, საშინლად ამაყობდა ბუბათი, ხელიდან არ უშვებდა შანსს, რომ კულისებში მასთან ერთად ყოფილიყო. მსახიობის პროფესიაც მისი სიყვარულით აურჩევია.კონსტანტინემ სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მოსკოვში საქართველოს საელჩოში მუშაობდა. ახლა ტორონტოში ცხოვრობს, საკუთარი ბიზნესი აქვს.მრავალწლიანი ოჯახის საიდუმლოებად არტისტი ორმხრივ პატივისცემას ასახელებს. როცა ოჯახში პატივისცემაა, ოჯახიც მყარად არსებობს. წყვილი მუდმივად ფიქრობდა ერთმანეთსა და იმ ადამიანებზე, ვინც მათ გვერდით ცხოვრობდა.ერთად ხუთ ათეულ წელზე ბევრი გაატარეს. მათი სიყვარული წლებმა ვერ გაახუნა. ბოლოს არტისტი წუხდა, რომ ყოველდღე ყვავილის მირთმევის საშუალება არ ჰქონდა ცოლისთვის. სამაგიეროდ, სახლში თუ ცოტა ხანს ვერ გაიგონებდა ირინას ფეხის ხმას, მაშინვე მიდიოდა გაეგო, ხომ ყველაფერი რიგზე აქვს საყვარელ მეორე ნახევარს. ასევე იქცეოდა ირინაც…როდესაც 1979 წელს ვახტანგ კიკაბიძეს მოსკოვის ჰოსპიტალში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ირინა არა მხოლოდ მას უვლიდა, არამედ სხვა პაციენტებსაც, ვისთანაც ახლობლები მოსვლას ვერ ახერხებდნენ. ბევრი მოსკოველი არ იყო, ირინა კი მათ თხოვნას ასრულებდა და ბაზრიდან მოჰქონდა ხაჭო, ხილი, თევზი… ეს ფაქტი ვახტანგს არც აოცებდა, ცოლზე ამბობდა, მას სხვაგვარად არც შეუძლიაო.ვახტანგ კიკაბიძეს ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა გაენაწყენებინა არათუ ცოლი, ზოგადად – ადამიანი. მით უმეტეს, ღალატითა და გაცემით. ის ქალში არა მხოლოდ სილამაზეს, ჭკუას აფასებდა. ჩანს, რომ მათი ოჯახის მრავალწლიანი ისტორიის საიდუმოებაც ეს გახლდათ.ბუბამ ცოლს მიუძღვნა სიმღერა, სადაც ასეთი სიტყვებია: ჩემო ძვირფასო. ჩემი შვილების დედავ, ჩემი შვილიშვილების ბებიავ. განგებას შევთხოვ, პირველი მე გარდავიცვალო, რომ შენი ცრემლები არ დავინახო. ირინას ამ სიმღერის შესრულება აუკრძალავს მისთვის, რადგან მასში ბებიად მოიხსენიებს.პირველი ირინა წავიდა... თუმცა საყვარელი მეუღლის გარეშე ცოტა ხანი გაძლო. 2023 წლის 15 იანვარს ლეგენდარული ბუბაც შეუერთდა მარადისობას...***ირინა ქებაძის მეგობარი გახლდათ ლეგენდა სახელად ნანი ბრეგვაძე. ის "პრაიმტაიმთან" ბუბას საყვარელ ქალს იხსენებს.ნანი ბრეგვაძე: ბევრი და გადასარევი მეგობრები მყავდნენ, მათ შორის, მოწინავე ადგილი ეჭირა ირინას. გეფიცებით, ჩემს ცხოვრებაში, ის იყო საუნჯე. მისთვისაც ჯუგა გუდიაშვილის შემდეგ, მე ვიყავი უახლოესი მეგობარი.როდესაც ბუბაზე და ირაზე მეკითხებოდნენ, მაშინვე ირას დიდებულება ამოტივტივდებოდა ჩემს წარმოსახვაში.ბუბას მოსკოვში ჰყავდა დირექტორი, მომღერალი ვალერია და მას აქვს ჩემთან ირინაზე ნათქვამი, ასეთ ჭკვიან ქალს იშვიათად შევხვედრივარო.სიტუაციების უბადლო დამლაგებელი გახლდათ."ორერას" პერიოდში, მე და ირინა, ხუთი წელი, მოსკოვში, ერთ ნომერში ვცხოვრობდით. ბუბა სულ გადაღებებზე იყო.მე ნოსტალგიის ძლიერი შემოტევა მქონდა და ირინამ გადამატანინა. განცდებში ვიყავი. მერე ჩემზე ამბობდნენ, მოგზაურობა არ უყვარსო. როგორ არ მიყვარს, მაგრამ ოჯახი, ახლობლები და სამშობლო მენატრებოდა. ძალიან განვიცდიდი. ეს "ორერას" ბიჭებმა კარგად იცოდნენ.თუ იყო საშუალება, განსტროლებზე სულ დამყავდა ჯერ ეკა, შემდეგ შვილიშვილები, დედა.როდესაც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მომანიჭეს, გასტროლების დროს, დიდ ქალაქებში აპარტამენტებს მაძლევდნენ. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ირა, ნოსტალგიური შემოტევების დროს, ძალიან დამეხმარა. მამხნევებდა – ნუ აქცევ ყურადღებას, ეს უნდა გაიარო, გადაიტანოო, მეუბნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებისადმი.იცით, რა სიცოცხლით სავსე იყო?! ყველაფერს ასწრებდა ეს პატარა ქალი. მოგეხსენებათ, ბალერინა იყო. სახასიათო როლებს აძლევდნენ. მახსოვს, “ექიმ აიბოლიტში” ისეთი კარგი იყო…ბუბას, იცით, რამდენჯერ შესთავაზეს მოსკოვში დარჩენა? რა მინდა იქო, ამბობდა.არაჩვეულებრივი ცოლქმრობა ჰქონდათ. ბუბა ისეთი პოპულარული იყო და ისეთი შარმი ჰქონდა, ვინ გააჩერებდა? მასზე ქალები ჭკუას კარგავდნენ. მაგრამ ირინას იმდენი ჭკუა ჰქონდა, რომ არ ეეჭვიანა. ისე წაიყვანა ურთიერთობა, რომ ბუბას გახსნილად ალაპარაკებდა და მერე, ან იმ ქალს იცავდა, ან ისხდნენ და ერთად იცინოდნენ. მიყვებოდა, ბუბა რომ მეტყვის ვიღაც ქალზე, მეცოდებაო, იმ წუთს ვხვდები, რომ იქ "რაღაცაში" იყო საქმეო. თან იცინოდა ირა და მეუბნებოდა, მთავარია, ზღვარს არ გადავიდეს ეს გართობა, თორემ როგორ დავუშლიო. ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა. რადგან იცოდა, რომ ბუბა მის გარეშე ვერ გაძლებდა. ირინა ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი.მე ბუბას პირშიც ვეუბნებოდი, თუ რამ კარგი აქვს გაკეთებული, ეს ირას დამსახურებაა. თუ რამ შეცდომა აქვს დაშვებული, ეს მაშინ, როდესაც მის გვერდით ირა არ იყო…ბუბა უკონცერტოდ ვერ ძლებდა. ბოლომდე გასტროლებზე დადიოდა. ირას ვეუბნებოდი, რა დროს მაგის გასტროლებია-მეთქი. ის კი მპასუხობდა, ნანი, ეგ რომ ავუკრძალო, მოკვდებაო...ასევე ნახეთ:„გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვნახე. ლაპარაკიც, თითქმის, უკვე აღარ შეეძლო... მძიმედ ვარ. ძალიან მიჭირს...“- მერაბ სეფაშვილი კაკული გურიელაშვილზე"საცოლე თვალწინ მოუკლეს, გოგონა გაქანებული მატარებლის ქვეშ ჩააგდეს...“ - საინტერესო ფაქტები სერგო ფარაჯანოვზე, რომელიც დღეს 100 წლის გახდებოდა„12-13 წლის ვიყავი, ბებია ტიროდა - მა­მაშენი გარდაიცვალაო. ყვავილები მიყიდეს და... უნახავი მამა ვნახე... პანაშვიდიდან მკვდარი წამოვედი...“ - გია ფერაძის გარდაცვალებიდან 28 წელი გავიდა

ჩვილი

საზოგადოება 1703533570

„როგორ გავძლოთ უშენოდ, სული მეწვის...“ - რას წერენ იმერეთში ტრაგიკულად დაღუპულ წლინახევრის ბავშვზე

იმერეთში ტრაგედია დატრიალდა.წლინახევრის ბავშვს ლობიოს მარცვალი გადასცდენია და ასფიქსიით, დაღუპულა. შემთხვევა ვანში, სოფელ შუა გორაში მოხდა.,,სერგო, ბიძია. ჩვენო ლამაზო ვაჟკაცო. როგორ გავძლოთ უშენოდ, გული მტკივა. სული მეწვის ბიძია” – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.ასევე დაგაინტერესებთ:თუ ნაძვის ხეზე ამ სათამაშოებს დაკიდებთ, 2024 წელი წარუმატებელი იქნებანანი ბრეგვაძე THE DRAG BALL-ს აღარ გახსნის - ცნობილია მიზეზიმოძრაობა აიკრძალა - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

ნანი ბრეგვაძე

საზოგადოება 1703530151

ნანი ბრეგვაძე THE DRAG BALL-ს აღარ გახსნის - ცნობილია მიზეზი

ნანი ბრეგვაძე The Drag Ball-ის ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.ინფორმაციას ორგანიზაციის Facebook გვერდი ავრცელებს.„The Drag Ball: All Stars ახლოვდება! ვემზადებით თქვენთან ერთად ისტორიული, ჯადოსნური და დაუვიწყარი ღამის შესაქმნელად.თუმცა, სტუმრებისთვის სამწუხარო სიახლე გვაქვს - ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე ვეღარ გახსნის ღონისძიებას.გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ქალბატონ ნანის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მთელი გულით ემზადებოდა ჩვენთან შესახვედრად. ჩვენ ამ პროცესის თითოეულ ეტაპზე ვგრძნობდით მის გულწრფელ მხარდაჭერასა და სურვილს, რომ კიდევ ერთხელ დამდგარიყო სამართლიანობისა და სიყვარულის მხარეს.ყველაფრის მიუხედავად, The Drag Ball: All Stars ჩვეულებრივ ტარდება. გპირდებით თავბრუდამხვევ, დაუვიწყარ და გასაოცარ ღამეს. თქვენთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანასწორობისა და თავისუფლებისთვის!“– წერია პოსტში.ასევე დაგაინტერესებთ:აიღეთ ქაღალდის კუპიურა და დააწერეთ 2024 წელი - მიჰყევით ინსტრუქციას და მოიზიდეთ ფინანსური წარმატებაქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, შვილები 20-საათიანი ინტერვალით გააჩინაპროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

tengo

კულტურა 1699019780

„სპექტაკლიც კარგი გამოვიდა. არც ჩვენ ვიყავით ცუდები. თენგიზი ნახევრად იუმორში მეუბნებოდა..." - რას იხსენებს ასმათ ტყაბლაძე თენგიზ არჩვაძეზე

ასმათ ტყაბლაძემ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში, გამოაქვეყნა ფოტოები სპექტაკლიდან "თვალი პატიოსანი", სადაც მსახიობები პარტნიორები იყვნენ. "გურამ ფანჯიკიძის საინტერესო პიესაა, სპექტაკლიც კარგი გამოვიდა. არც ჩვენ ვიყავით ცუდები" - ამბობს "პრაიმტაიმთან" მსახიობი და იხსენებს კოლეგასა და უფროს მეგობარს, რომელიც 31 ოქტომბერს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.ასმათ ტყაბლაძე: თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო. იმ დროს ძალზე პოპულარულები გახლდით. სპექტაკლს მაყურებელი არ აკლდა; სავსე დარბაზები, კარგი სამსახიობო ანსამბლი... მე ძალიან ახალგაზრდა, 29-30 წლის ვიქნებოდი. თენგიზი ნახევრად იუმორში მეუბნებოდა, ნახე, როგორ უყვარს ეს სპექტაკლი მაყურებელსო.თავისი ქვეყანა უყვარდა უზომოდ. საქართველოზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია და ისტორია იცოდა საუცხოოდ. ეტყობა, ისეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც ასე აყვარებდნენ სამშობლოს. თითოეულ მთაზე, ქედზე, მდინარეზე შეეძლო ელაპარაკა. ბევრ განათლებულ ადამიანს ვიცნობდი, მაგრამ თავის ქვეყანაზე ასე შეყვარებულს და ყველა კუთხე-კუნჭულის ასე ძირფესვიანად მცოდნეს, არასდროს შევხვედრივარ. ხშირად დავდიოდით გასტროლებზე ავტობუსით და გზადაგზა გვიხსნიდა ადგილების ისტორიას. მთებზე გიჟდებოდა, დადიოდა ლაშქრობებში - ხევსურეთში, თუშეთში. უყვარდა ბუნება და იცოდა ქვეყნის ისტორია გადასარევად. სულ წიგნებში იყო. შესანიშნავად ფლობდა რუსულ ენას.ფიზიკურად ხომ არაჩვეულებრივი გარეგნობის იყო, მაგრამ ამით არასდროს უსარგებლია. საერთოდ, ძალიან ღირსეული კაცი იყო და ხელოვნური სარგებელი არაფერში უნახავს, არ უხმაურია, არაფერი მოუთხოვია. სხვები რომ იქით ითხოვდნენ როლებს, თენგიზს არასდროს უთხოვია - აქ მათამაშეთ, იქ მათამაშეთო. გამორიცხული იყო. თავმოყვარე იყო, პატივმოყვარე - არა. თეატრის ინტრიგის მსგავსი რამ, მის ბიოგრაფიაში, არ ყოფილა. ან რაში სჭირდებოდა, გადასარევი მსახიობი იყო, შესანიშნავი გარეგნობით და ინტელექტით. მისი ინტელექტი მის თამაშში კარგად ჩანდა. უყვარდა ქართულ-ხალხური სიმღერები, საგალობლები. კარგი ხმითაც იყო დაჯილდოებული. რაჭაზე იყო შეყვარებული. ძალიან კარგად ხატავდა. სხვათა შორის, თენგიზი სოფიკო ჭიაურელის ნათლია იყო. მიხეილ ჭიაურელი რომ გარდაიცვალა, სოფიკო, 37 წლის ასაკში არ იყო მონათლული და სასწრაფოდ მოინათლა. ნათლიებად მსახიობები - ნათელა მიქელაძე და თენგიზ არჩვაძე აირჩია. ნათლობა სიონში ჩატარდა. ვიყავით მე, ნანი ბრეგვაძე, მზია მახვილაძე, სოფიკო და ნათლიები... მახსოვს, ტაძრის მსახურები, მრევლი ჩვენ შემოგვყურებდნენ. ერთი პატარა ამბავი გამახსენდა: სპექტაკლის შემდეგ, თეატრიდან სახლში, ვაკეში მივდიოდით, რომ უცებ, ქუჩაში რაღაც უსიამოვნო სიტუაციას გადავეყარეთ. მამაკაცი ქალს უხეშად ესაუბრებოდა. დამაინტერესა, თენგიზი რას იზამდა. ჩხუბს გულგრილად კი არ აუქცია გვერდი, მივიდა და სიტყვით, მშვიდად, ისე ლამაზად ჩაერია და  გაანეიტრალა დაძაბული სიტუაცია, რომ იქიდანაც კი ღირსეული წამოვიდა.აცხონოს უფალმა... ნამდვილად კარგი და ღირსეული კაცი იყო...  ასევე დაგაინტერესებთ:„ყველა მედავებოდა, რატომ მოგეცი ეს "უარყოფითი" როლი..." - რატომ მისცეს მუშნი ზარანდიას როლი თენგიზ არჩვაძეს "...ამ ფასეულობით აღმზარდა ბაბუმ  და ამ ღირებულებებით ვზრდი მეც ჩემს შვილებს" - ცნობილი დიზაინერი თენგიზ არჩვაძეზე„რაც მე ვერ შევძელი, ის მოახერხა თენგიზმა...“ - რას ამბობდა გოდერძი ჩოხელი თენგიზ არჩვაძეზე