ბო

მსოფლიო • 1794461247

ნიუ-იორკში, საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა

 ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, სამშენებლო მოედნის გვერდით მდებარე სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, 10-ზე მეტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებში სხვა შესაძლო დაზარალებულებს ეძებენ.ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონ ესპოზიტოს განცხადებით, ჩამოინგრა 1930 წელს აშენებული, ოთხბინიანი საცხოვრებელი შენობა და გვერდით მდებარე სამშენებლო მოედანზე გადავარდა, სადაც მიწის გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობდა.მისივე თქმით, შემთხვევის მიზეზს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სახლში ნგრევის მომენტში, რომელიც ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. მათ ასევე არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი მუშა იმყოფებოდა სამშენებლო მოედანზე შენობის ჩამონგრევის დროს.

აშშ ნანგრევები

მსოფლიო • 1794435821

ნიუ-იორკში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა - ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები

აშშ-ში, ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონ ფლატბუშში, სამსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი ჩამოინგრა.შემთხვევა 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, ბედფორდის გამზირზე, ნომერ 2625-ში მოხდა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოყვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეძებენ მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს. Associated Press-ის ცნობით, მაშველებმა სულ მცირე ერთი ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს და საკაცით გადაიყვანეს.შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ნგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.

კენია

მსოფლიო • 1792788238

კენიაში მშენებარე მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა - ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ

კენიის დედაქალაქ ნაირობიში მშენებარე მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში, შესაძლოა, ათეულობით ადამიანი იყოს მოყოლილი.შემთხვევა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ისტლის რაიონში, ხალხმრავალ სავაჭრო ქუჩაზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.ნაირობის პოლიციის უფროსის, ისა მოჰამუდის განცხადებით, შენობის ათზე მეტი სართულის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ჩამონგრევის შედეგად ბეტონის უზარმაზარი მასა წარმოიქმნა, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს.პოლიციის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი.გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთმა მათგანმა ჩამონგრევის შემდეგ ტელეფონით დარეკვა და დახმარების თხოვნა მოასწრო, თუმცა მოგვიანებით მათთან დაკავშირება ვეღარ შეძლეს.ქალაქის გუბერნატორის, ჯონსონ საკაჯას თქმით, შენობის მშენებლობა ნებადართული იყო, თუმცა მას ექსპლუატაციაში მიღების საბუთი არ ჰქონდა. შესაბამისად, პირველ სართულზე მაღაზიების გახსნა კანონდარღვევა იყო. გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ სამშენებლო წესების დარღვევისთვის დაწესებული სანქციები უნდა გამკაცრდეს.

ტიბეთი

მსოფლიო • 1792735301

ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

 ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ნაგჩუში ასობით სახლი დაზიანდა ან დაინგრა.მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ტერიტორიებიდან 12 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.მომხდარს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გამოეხმაურა. მან შესაბამის უწყებებს სამაშველო ოპერაციის მასშტაბურად ჩატარება, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა და დაშავებულებისთვის სამედიცინო დახმარების დროულად გაწევა დაავალა. ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV-ის ინფორმაციით, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. 

ფოტო

მსოფლიო • 1791447148

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - 7 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი, არიან დაშავებულებიც

სტამბოლის მალთეფეს რაიონში 7-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ქვედა სართულების ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, შვიდი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი და მათ ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა. ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

კიევი

მსოფლიო • 1790744821

რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი

 რუსეთმა გვიან ღამით კიევზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება უკრაინული მედია.მედიის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.რუსეთი უკრაინის დედაქალაქ რამდენიმე დღეა განუწყვეტლივ ბომბავს. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 3 საათზე კიევში ათზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დედაქალაქისკენ ბალისტიკური რაკეტები მიემართებოდა. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმაც ისმოდა, წერს მედია.უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევის სვიატოშინის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, რომელთა რაოდენობა, სულ მცირე, ათს შეადგენს.პოდოლსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობასა და საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ამასთან, ქალაქის პეჩერსკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლია კიევის ოლქშიც. ვიშგოროდში, დანგრეული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში, სულ მცირე, ერთი დაღუპული ბავშვი იპოვეს. დაშავდნენ ქალი და მამაკაცი.კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, ქალაქ ბუჩაში თავდასხმის შედეგად 11 ავტომობილი, ორი საწყობი და სამი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 

აფეთქება ათენში

მსოფლიო • 1790427673

აფეთქება ათენის ცენტრში - არის მსხვერპლი, მაშველები ნანგრევებში დაკარგულებს ეძებენ

ათენის ტურისტულ ზონაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარ ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. უცხოური მედიის ცნობით, ინციდენტი პარასკევს მოხდა, რამაც შენობის სრული დანგრევა გამოიწვია.საბერძნეთის დედაქალაქის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის შედეგად ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალის ცხედარი უკვე ამოიყვანეს. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება ხუთი ადამიანი — ხანდაზმული წყვილი და სამი უცხოელი ტურისტი.როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ტურისტებს, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ კონკრეტდება, ბინა პარასკევს უნდა დაეცალათ და სამშობლოში გაფრენილიყვნენ, ისინი აეროპორტში არ გამოცხადებულან.ტრაგედიის მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

კიევი

ომი უკრაინაში • 1790228629

ოკუპანტებმა ღამით უკრაინის დედაქალაქზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, იერიში მიიტანეს, დაიღუპა ორი და დაშავდა რვა ადამიანი

ღამით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.„დედაქალაქში ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ყველა დაშავებული მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავდასხმის პირველადი შედეგების შესახებ.მისივე თქმით, კიევის დნიპროვსკის რაიონში კერძო სახლი ნაწილობრივ დაინგრა და ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.პოდილსკის რაიონში ნამსხვრევები სამშობიარო სახლთან მდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, სამშობიარო სახლში დაშავებულები არ არიან, თუმცა დაზიანდა შენობის ფანჯრები და ფასადის ნაწილი.

ღაზა

მსოფლიო • 1789596007

მაშველები ბეტონის გარღვევას ცდილობდნენ, ნანგრევებიდან კი ბავშვები შველას ითხოვდნენ - იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის ხუთი ბავშვი (ღაზა)

დასავლეთ ღაზაში შენობის ჩამონგრევის შედეგად, რომელშიც ბევრი პალესტინელი ცხოვრობდა, რომლებიც საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულები იყვნენ, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.დაღუპულია ხუთი ბავშვი, ათობით კი დაკარგულია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში და დილის საათებამდე გაგრძელდა.შენობაში დაახლოებით 70 იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფებოდა.პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის ცნობით, როგორც ალ ჯაზირა იტყობინებოდა, შენობაში დაახლოებით 70 იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფებოდა.შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, შენობა ჩამონგრევამდე ისრაელის დაბომბვის შედეგად უკვე დაზიანებული იყო.შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი ნანგრევების ქვეშ იყოს. ადგილობრივი თვითმხილველების ცნობით, შენობაში სულ მცირე ექვსი ოჯახი ცხოვრობდა.მაშველები ნანგრევებს წმენდენ. ​​სამაშველო ოპერაციები განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ალ ჯაზირას მიერ დადასტურებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები და მრავალი ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც ნანგრევების ქვეშ მოქცეული ადამიანების ამოსაყვანად მუშაობენ.როგორც ამბობენ, მშვიდობიანი მოქალაქეები შიშველი ხელებით თხრიან და გათენებამდე აგრძელებენ მუშაობას, რათა გადარჩენილებს მიაღწიონ.არხმა თვითმხილველების ჩვენებები შეაგროვა, როდესაც მაშველები ბეტონის გარღვევას ცდილობდნენ, ნანგრევების ქვეშ ბავშვების დახმარების ძახილი ისმოდა.სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებიდან პატარა გოგონა ცოცხალი ამოიყვანეს.ვიდეოებში ასევე ჩანს სხვა გადარჩენილები, მათ შორის პატარა ბავშვები, რომლებიც შენობიდან გამოჰყავთ და მოგვიანებით სასწრაფო დახმარების მანქანებით სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაჰყავთ.თუმცა, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება შეიცვალოს, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშაც იყოს მოყოლილი.გამოძიება მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმხილველების თქმით, შენობა მრავალსართულიანი იყო და ჩამონგრევამ რამდენიმე ოჯახის სახლი დააზიანა.სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში გადარჩენილების მოსაძებნად და ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გამოსაყვანად აგრძელებენ მუშაობას.სიტუაცია კვლავ კრიტიკულია და ოპერაციების გაგრძელებისას დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

კი

მსოფლიო • 1789361850

ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები

უკრაინის ქალაქ კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. ოკუპანტებმა ავიაიერიში საცხოვრებელ კორპუსზე ღამით მიიტანეს. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ქალის ამოყვანა შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ათამდე ადამიანი.კრამატორსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქის ცენტრში. აფეთქდა ავტომანქანა - ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება. ტრამპის თქმით, ეს თავდასხმები საწვავის დეფიციტს იწვევს, რაც "მსოფლიოს აზარალებს".თავის მხრივ, უკრაინა აცხადებს, რომ გადამამუშავებელი ქარხნები ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეებია. აშშ-ში დიზელის საშუალო ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

იოანე ნათლისმცემლი

ისტორიები • 1788992579

იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ

მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა.იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.850 წელს წმინდა იოანეს თავის ქალას ერთ-ერთი ნაწილი აღმოჩნდა ქალაქ პეტრაში, პროდრომოსის მონასტერში, კიდევ ერთი – წინამორბედის სახელობის სტუდიის მონასტერში.ამ სავანეში დაცული თავის ქალას სახის ნაწილი ჯერ კიდევ 1200 წელს მოსალოცად ჩამოსულმა ანტონიმ მოინახულა, მაგრამ უკვე 1204 წელს ჯვაროსნებმა სიწმინდე საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ამიენში გაიტანეს.წმინდა დიმიტრი როსტოველის “წმინდანთა ცხოვრების” მინაწერი კიდევ სამ ადგილს მიუთითებს, სადაც იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილები იყო დაბრძანებული: ათონის დიონისეს მონასტერი, კალუის უგროვლახეთის სავანე და პაპ სილვერის ეკლესია რომში, სადაც ამიენიდან გადმოიტანეს სიწმინდის მცირე ნაწილი.საფრანგეთში წმინდა იოანეს თავის გამოჩენის ისტორია არაფრით განსხვავდება სხვა ქრისტიანული სიწმინდეების ისტორიებისგან, რომლებიც დასავლეთში აღმოჩნდა.1204 წლის 13 აპრილს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს. როგორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის ზარხუფის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე.მარცხენა წარბის ზემოთ ღრმული მოჩანდა, სავარაუდოდ, ნახანჯლარი. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა ამოიკითხა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ამასთან, წარბთან არსებული ღრმული თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა. მისი მოწმობით, გაცეცხლებულმა ჰეროდიადამ წმინდანის მოჭრილ თავს ხანჯალი ჩასცა.ვალონ დე სარტონმა გადაწყვიტა, წინამორბედის თავი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, პიკარდიაში ჩაეტანა. 1206 წლის 17 დეკემბერს ქალაქ ამიენის კათოლიკე ეპისკოპოსი რიჩარდ გებეროელი ქალაქის კარიბჭესთან ზეიმით მიეგება იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებს.ალბათ, ეპისკოპოსი დარწმუნებული იყო ნაწილების ნამდვილობაში, რაც იმ დროს ადვილი გადასამოწმებელი იქნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, ამიენში და მთლიანად პიკარდიაში იწყება იოანე წინამორბედის თავის ქალას წინა, სახის მხარის, ნაწილის თაყვანისცემა.1220 წელს ამიენის ეპისკოპოსმა საფუძველი ჩაუყარა ახალ კათოლიკურ ტაძარს, რომელიც გოთური სტილის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნაგებობად იქცა. აქ გადმოაბრძანეს ქალაქის მთავარი სიწმინდე – იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილი.თანდათან ამიენი არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთა, არამედ საფრანგეთის მეფეების, პრინცებისა და დიდებულების მოსალოც ადგილად გადაიქცა. პირველად წმინდა იოანეს თავის თაყვანსაცემად მივიდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX (კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა), შემდეგ – შარლ VI, შარლ VII, რომელმაც დიდძალი შესაწირი გაიღო წმინდა ნაწილების შესამკობად.1604 წელს რომის პაპმა კლიმენტი VII-მ, რომელსაც სურდა, რომში წინამორბედის სახელობის ეკლესია მისი წმინდა ნაწილით გაემდიდრებინა, ამიენის მღვდელმსახურებს სიწმინდის მცირე ნაწილი გამოსთხოვა, ძირითადი ნაწილი კი კვლავ ამიენის საკათედრო ტაძარში დარჩა.

ნეპალი

მსოფლიო • 1788263216

DW: ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 000 გადააჭარბა - სამძებრო ოპერაცია გრძელდება

ნეპალსა და ჩინეთს შორის, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში, გასულ კვირას მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 გადააჭარბა. ინფორმაციას DW ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.ნეპალში უკვე 987 დაღუპულია დადასტურებული, თითქმის 4 000 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. ჩინეთში, ამ დროისთვის, 16 დაღუპულისა და 546 დაკარგულის შესახებ არის ინფორმაცია.დაკარგულთა შორის დაახლოებით 800 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.რთული პირობებისა და არასტაბილური რელიეფის მიუხედავად, სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.სამძებრო ოპერაციაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებიც მონაწილეობენ. ისინი წყალდიდობის შედეგად დარჩენილ შლამში, ქვებსა და ნანგრევებში დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.ზოგიერთ ადგილზე გზები განადგურებულია, რის გამოც დაზარალებულ ტერიტორიებთან მისვლა გართულებულია, წერს DW.ნეპალის ხელისუფლების ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანის ადგილსამყოფლის დადგენა. ვარაუდობენ, რომ ისინი ჰიდროელექტროსადგურების 12 პროექტის გვირაბებში არიან ჩარჩენილი.

✕